Toyota_ს ისტორია




კომპანია Toyota-ს ისტორიის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 1933 წელი, როცა კომპანია Toyoda Automatic Loom Works-ში, რომელსაც თავიდან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ავტომობილებთან და ტექსტილის მრეწველობას მისდევდა, გაიხსნა საავტომობილო დეპარტამენტი.

იგი გახსნა კომპანიის მფლობელის საკიტი ტოიოდის(Sakichi Toyoda) ს ვაჟმა კიიტირო ტოიოდამ (Kiichiro Toyoda), რომელმაც შემდგომში კომპანია Toyota -ს მოუტანა საქვეყნო აღიარება. პირველი ავტომობილის შექმნისათვის საჭირო საწყის კაპიტალად იქცა ფული, რომელიც ინგლისური კომპანია Platt Brothers-ის სადაზგე მანქანების საპატენტო უფლებების გაყიდვიდან აიღეს.
1935 წელს დასრულდა მუშაობა პირველ სამგზავრო ავტომობილზე, რომელმაც მიიღო სახელწოდება Model A1 (შემდგომში AA), და პირველ სატვირთოზე Model G1, ხოლო 1936 წელს ავტომობილი Model AA გაშვებული იქნა წარმოებაში. მაშინვე აწარმოეს პირველი საექსპორტო მანქანა -- ოთხი სატვირთო G1 გაგზავნილი იქნა ჩრდილოეთ ჩინეთში.
ერთი წლის შემდეგ 1937 წელს, საავტმობილო დეპარტამენტი გადაიქცა ცალკე კომპანიად, რომელმაც მიიღო სახელწოდება Toyota Motor Co., Ltd. ასეთია ტოიოტას ომამდელი განვითარების სტადია მოკლედ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1947 წელს, დაიწყო კიდევ ერთი მოდელის წარმოება -- Toyota Model SA, ხოლო 1950 წელს, მწვავე ფინანსური კრიზისის პირობებში, კომპანიამ გადაიტანა საკუთარი მუშების პირველი და ერთადერთი გაფიცვა.

შედეგად გადახედილ იქნა კორპორატიული პოლიტიკა, რეალიზაციის განყოფილება გამოეყო როგორც ცალკე კომპანია -- Toyota Motor Sales Co., Ltd. პრინციპში, ომისშემდგომ წლებში, როცა იაპონიის საავტომობილო წარმოება სხვა განხრებთან ერთად არ იყო საუკეთესო წლებში, კომპანია კრიზისიდან გამოვიდა არც თუ ისე დიდი დანაკარგებით.
50-იანებს დასაწყისში ტაიტი ონომ (Taiichi Ohno) ჩაიფიქრა უნიკალური მართვის სისტემა (”კამბან”), რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა ყველა სახის დანაკარგების აცილებას, ისეთების როგორიცაა მატერიალების, დროის, მწარმოებლური სიმძლავრის. 1962 წელს სისტემამ განხორციელება ჰპოვა Toyota-ს ჯგუფის საწარმოებში და დაამტკიცა საკუთარი ეფექტურობა, რომელმაც კომპანიის წარმატება განსაზღვრა.


1952 წელს გარადაიცვალა კომპანიის დამაარსებელი -- კიიტირო ტოიოდა. ამ დროისთვის Toyota-მ მოასწრო გაფურჩქვნის დრომდე მიღწევა. 50-იან წლებში წარმოებდა საკუთარი კონსტრუქციების შემუშავება, ვრცელი გამოკვლევები, ფართოვდებოდა სამოდელო რიგი -- გამოჩნდა ყველგანმავალი Land Cruiser, ღდეისთვის ისეთი ცნობილი მოდელი, როგორიც არის Crown, ხოლო აშშ-ში დაფუძნდა კომპანია Toyota Motor Sales, U.S.A., რომლის ამოცანაც იყო Toyota-ს მარკის ავტომობილების ამერიკის ბაზარზე ექსპორტი.

მართალია Toyota-ს პირველი საექსპორტო ცდა ამ ბაზარზე კრახით დასრულდა - მაგრამ შემდგომში, როცა დასკვნები გამოიტანეს და სწრაფად გაუმკლავდნენ ახალ ამოცანებს, Toyota -მ ყველაფერი გამოასწორა.

1961 წელს გამოვიდა მოდელი Toyota Publica -- პატარა ზომის ეკონომიური ავტომობილი, რომელიც სწრაფად იქცა პოპულარულად. 1962 წელს Toyota-მ გადადო თავისი ისტორიის მანძილზე მემილიონე ავტომობილის გამოშვება. 60-იანი წლები იაპონიაში ეკონომიური სიტუაციის გამოსწორების პერიოდად იქცა და, შემდგომში, მანქანების გაყიდვების თავბრუდამხვევი ზრდით აღინიშნა. ამავე დროს აქტიურაც იზრდება Toyota-ს დილერების ქსელი საზღვარგარეთ -- სამხრეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.

Toyota-მ აშშ-ს ბაზარზეც მიაღწია წარმატებას -- მოდელი Corona, რომლის ექსპორტიც აშშ-ში 1965-ში დაიწყო, სწრაფად ჰპოვა ფართო გავრცელება და იქცა საზღვარგარეთულ ბაზარზე ყველაზე პოპულარულად იაპონურ მანქანებს შორის. შემდგომ 1966 წელს, Toyota უშვებს საკუთარ, ვგონებ ყველაზე მასიურ ავტომობილს -- Corolla-ს, რომლის წარმოებაც დღემდე წარმატებით გრძელდება, ასევე დებს საქმიან შეთანხმებას Hino-სთან -- კიდევ ერთი იაპონური ავტომწარმოებელი. ასეთივე შეთანხმება Toyota-მ დადო კიდევ ერთ ფირმასთან -- Daihatsu-სთან 1967 წელს.

1970-იან წლები აღსანიშნავი იყო ახალი ქარხნების შენებით, აგრეგატების მუდმივი ტექნიკური სრულყოფით, და ასევე ”მომთაბარეობით” სიახლეების და ძვირადღირებულის მოდელების, სადაც მათ აყენებდნენ , უფრო იაფად.

იწყება ისეთი მოდელების წარმოება როგორცაა Celica (1970), Sprinter, Carina, Tercel (1978), Mark II. Tercel-ი იქცა პირველ წინაწამყვანთვლიან იაპონურ ავტომობილად. 1972 წელს კონვეირიდან ჩამოდის Toyota-ს 10მემილიონე ავტომოიბილი. გადალახა ენერგეტიკული კრიზისი და ფინანსური სიძნელეები, შემოიღო რა მშრალი მძლავრი ეკონომიური რეჟიმი, გამოუშვა ბენზინის გამოფრქვევის სისტემა, გაამყარა შიდაკორპორატიული პოლიტიკა, Toyota-მ შეაბიჯა ახალ ათწლეულში.

80-იანების დასაწყისში, ხოლო უფრო ზუსტად 1982 წელს Toyota Motor Co., Ltd. და Toyota Motor Sales Co., Ltd. შეირწყმნენ ერთში და გახდა Toyota Motor Corporation. იმავე დროს იწყება მოდელ Camry-ს გამოშვება. ამ მომენტისთვის Toyota საბოოდ დაფუძნდა როგორც იაპონიის უმსხვილესი ავტომწარმოებელი, რომელსაც ეკავა მსოფლიო მწარმოებლებს შორის მესამე ადგილი.


1983 წელს Toyota ხელს აწერს მრავალწლოვან შეთანხმებას General Motors-თან, ხოლო მომდევნო წელში იწყება ავტომობილების წარმოება აშშ-ში მათ ერთობლივ საწარმოში.

მაშინვე დასრულებულ იქნა Toyota-ს რიგით პირველი გამოსაცდელი პოლიგონის მშენებლობა სახელად --სიბეცუ, რომელიც საბოლოოდ დასრულებულ იქნა 1988 წელს. 1986 წელს გადაილახა კიდევ ერთი ზღუდე -- გამოშვებულ იქნა 50 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით. შუქზე ჩნდება ახალი მოდელები -- Corsa, Corolla II, 4Runner.


80-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მარკის გამოჩენა, როგორიცაა Lexus — Toyota-ს განყოფილება, რომელიც შეიქმნა ბაზარზე მაღალი კლასის ავტომობილების გამოსაშვებად. ამ დრომდე იაპონია ასოცირებული იყო პატარა ზომის, ეკონომიურ, იაფ და დემოკრატიულ ავტომობილებთან. უკვე ერთი წლის შემდეგ რაც შეიქმნა Lexus, 1989 წელს, წარმოდგენილი იქნა და გაყიდვაში გავიდა ისეთი მოდელები, როგორიცაა Lexus LS400 და Lexus ES250.

1990 წელი დასამახსოვრებელი იყო საკუთარი დიზაინერული ცენტრის გახსნით -- Tokyo Design Center. რაც საინტერესოა, ოქტომბერში იმავე წელს იხსნება პირველი ავტორიზებული სერვის ცენტრი ჯერ კიდევ მაშინდელ საბჭოთა კავშირში. Toyota აგრძელებს თავის მსოფლიო ექსპანსიას -- იხსნება ფილიალები ახალ და ახალ ქვეყნებში და ვითარდებიან ისინი რომლებიც უკვე გახსნილი იყო.


ამას გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მეცნიერულ-ტექნიკური გამოკვლევები; იხსნება ისეთი კომპანიები , როგორიცაა Toyota System Research Inc. ( Fujitsu Ltd.-სთან ერთად, 1990 წელში), Toyota Soft Engineering Inc. ( Nihon Unisys, Ltd.-სთან ერთად, 1991 წელს), Toyota System International Inc. (IBM Japan Ltd.-სთან ერთად და Toshiba Corp.-თან ერთად, 1991 წელს) და ა.შ. 1992 წელს გამოქვეყნებულ იქნა Toyota Guiding Principles — კორპორაციის მუშაობის ძირითადი პრინციპები, კორპორატიული ფილოსოფიის გამოთქმა.


მაგ დროს გამოვიდა The Earth Charter (”დედამიწის ქარტია”) -- როგორც რეაქცია საზოგადოებაში ეკოლოგიურ ზემოქმედებაზე გაზრდილ ინტერესზე. ეკოლოგიამ Toyota-ს განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა; შემუშავებულ იქნა გეგმები და პროგრამები გარემოს დაცვისთვის, ხოლო 1997 წელს შეიქმნა მოდელი Prius, რომელიც აღჭურვილია ჰიბრიდული ძრავით (Toyota Hybrid System). Prius-ის გარდა ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი იყო მოდელები Coaster და RAV4.


ამას გარდა 90-იან წლებში Toyota-მ მოასწრო გამოეშვა თავისი რიგით 70 მემილიონე ავტომობილი (1991 წელში) და 90 მემილიონე (1996)-ში, 1992-ში გაეხსნა Toyota Training Center ვლადივოსტოკში და დაედო დილერული შეთანხმებები Audi და Volkswagen-თან, 1995 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებებზე Hino და Daihatsu-სთან პროდუქციის წილის გაყოფასთან დაკავშირებით და იმავე წელს მიეღო ახალი გლობალური ბიზნეს გეგმა, ასევე დაეწყო ძრავების გამოშვება რომელიც გაზგანაწილების ფაზების ცვლილების სისტემით იქნებოდა აღჭურვილი (VVT-i).

1996 წელს მოსკოვში გაიხსნა Toyota Training Center, და დაიწყო ოთხტაქტიანი ბენზინის ძრავის გამოშვება რომელიც უწყვეტად აწვდიდა საწვავს ძრავას (D-4). 1997 წელს Prius-ის გარდა, ცნობილი გახდა კიდევ ერთი მოდელის Raum-ის გამოშვების შესახებ, ხოლო 1998 წელს -- Avensis -ის და საკულტო ყველგანმავლის Land Cruiser 100-ის გამოშვება დაიწყო.

მაშინვე Toyota -მ შეიძინა Daihatsu-ს აქციების საკონტროლო პაკეტი. შემდგომ 1999 წელს იაპონიაში გამოვიდა 100 მემილიონე ავტომობილი Toyota-ს მარკით. 2000 წელს Prius-ის მოდელების გაყიდვამ მიაღწია 50 ათასის ნიშნულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წარმოებაშჳ გაეშვა RAV4-ის ახალი თაობა, ხოლო 2001 წელს აშშ-ში გაიყიდა Camry-ს 5 მემილიონე ეგზემპლარი.

დღესდღეისობით Toyota- არის ერთ-ერთჳ ყველაზე მსხვილი ავტომობილების მწარმოებელი მსოფლიოში. რათქმაუნდა, იგი ასევე გვევლინება უმსხვილესად იაპონიაშიც, რომელიც უშვებს 5,5 მილიონზე მეტ ავტომობილს წელიწადში, რას დაახლოვებით იგივეა რომ 6 წამში უშვებს ერთ მანქანას. Toyota-ს ჯგუფში -- ბევრი კომპანიაა, როგორც საავტომობილო , ასევე ისინიც ვინც სხვა განხრით არიან დაკავებულნი. 2002 წელს Toyota-მ შეაბიჯა ახალ სფეროში, როცა მიიღო მონაწილეობა Formula 1-ის რბოლებში.



Toyota_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels