Mazda_ს ისტორია



Mazda - ისტორია იწყება, არც მეტი არც ნაკლები, საცობით. სწორედაც საცობის მატერიალების წარმოებით იყო დაკავებული კომპანია, რომელიც ჯიუჯირო მაცუდამ (Jujiro Matsuda) დააარსა 1920წ-ს.

ჯიუჯირო მაცუდამ განვლო გრძელი გზა სამშენებლო მასალებიდან ავტომობილების წარმოებამდე.

მაცუდამ, რომელიც დაიბადა ხიროსიმოში 1875 წელს და მეთორმეტე ვაჟი იყო მეთევზის ოჯახში, 20 წლის ასაკში გახსნა საკუთარი სამჭედლო რომელიც მალევე დაიხურა. 11 წლის შემდეგ მან ისევ გახსნა სამჭედლო და პატენტიც კი მოიპოვა ”ნასოსებზე”, მაგრამ რამდენიმე წელში კომპანია ისევ დაიხურა.

შემდეგ, საკუთარი საქმის წამოწყების კიდევ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მაცუდამ, ინვესტორების ჯგუფთან ერთად შეიძინა ხიროსიმოში არსებული, იმ დროისთვის გაკოტრებული ფირმა Aბემაკი, რომელიც საცობის ხის მასალის წარმოებით იყო დაკავებული. მას დაარქვეს Toyo Cork Kogyo და მომდევნო წელს მაცუდა მისი პრეზიდენტი გახდა.
იმ მომენტში კომპანია მხოლოდ სამშენებლო მასალებს უშვებდა საცობისგან და არანაირი კავშირი არ ქონდა ავტომობილებთან, მაგრამ ამ საქმიანობამ ფინანსური საფუძველი შეუქმნა ფირმის შემდგომ საქმიანობას.

1927 წელს კომპანიის დასახელებიდან ამოიღეს სიტყვა "cork" და დარჩა " Toyo Kogyo", რაც ზე გადასვლას გულისხმობდა. 1920 წელს გამოშვებული რამდენიმე საცდელი მოტოციკლიდან კომპანია გადავიდა დაზგების წარმოებაზე. 1930 წელს კი მათ მიერ გამოშვებულმა ერთ-ერთმა მოტოციკლმა სხვადასხვა რბოლაც კი მოიგო.

1931-ში დაიწყო სუფთა იაპონური სტილის მანქანების გამოშვება - სამბორბლიანი სატირთო ავტომობილები 500 სმ-კუბ მოცულობის ძრავებით. ავტომანქანების მარკის დასახელებად შეარჩიეს სიტყვა "Mazda" _ სინატლის ღმერთის სახელი, რომელიც ასევე ძალიან ჰგავდა კომპანიის დამაარსებლის, მაცუდას სახელს.

1932 წელს Mazda-ს მანქანების ეკსპორტი დაიწყო ჩინეთში. მეორე მსოფლიო ომამდე კომპანიამ რამდენიმე მოდელის მსუბუქი ავტომანქანაც გამოუშვა მაგრამ მათი სერიოული გამოშვება ვერ მოესწრო.

ომისა და ხიროსიმაზე ჩამოვარდნილი ატომური ბომბის შემდე, საბედნიეროდ, მათი ქარხნის ნახევარიც კი არ იყო დანგრეული და 1950 წელს დაიწყო CT ტიპის (1157 კუბ.სმ. ძრავით) სამბორბლიანი, ჩვეულებრივი სატვირტოებისდა სახანძრო მანქანების წარმოება.

1952 წელს ჯიუჯირო მაცუდა გარდაიცვალა, მაგრამ ამ მომენტამდე ერთი წლით ადრე კომპანიის სათავეში მისი ვაჟი ტენუჯი (Tenuji Matsuda) მოვიდა. მსუბუქი ავტომობილების გამოშვება ფირმამ მხოლოდ 60-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ რაც იაპონელების ცხოვრების საერთო დონე და შესაბამისად მსყიდველთუნარიანობაც გაიზარდა. პირველი მოდელი გახლდათ R360 - 2-კარიანი მსუბუქი ავტომობილი, 356 კუბ.სმ. მოცულობის 2 ცილინდრიანი ძრავით. იგი არ გამოირჩეოდა საუკეთესო მახასითებლებით, სამაგიროდ ნებისმიერი მოქალაქისთვის მოსახეხებელი და ხელმისაწვდომი იყო.
ამას გარდა, 1960 წელს მომხდარმა რამდენიმე ფაქტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა Mazda-ს შემდგომი არსებობაში. კომპანიას ესტუმრა გერმანული ფირმის NSU-ს დირექტორი, დოქტორი ჰაასი, შემდეგ კი პრეზიდენტი მაცუდაც ჩავიდა გერმანიაში და გააფორმეს ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ვანკელის ძრავების ერთობლივ გამოშვებაზე.

ამ თანამშრომლობის დასაწყისს ოფიცილურად აითვლიან 1961 წლიდან, როდესაც მათ თანხმობა მიიღეს იაპონიის მთავრობიდან. იმავე წელს გამოვიდა Proceed (B-series 1500), კიდევ ერთი წლის შემდეგ მოდელების არეალი კიდევ უფრო გაიზარდა დეა გაყიდვაში გაჩნდა კიდევ 2 მოდელი, 2-კარიანი Carol-360 და 4 კარიანი Carol-600.

დიზაინით Carol , როგორც მრავალი სხვა იაპონური მანქანა, Ford Anglia. -ს წააგავდა. უკვე 1963 წელს გამოშვებული მანქანების რაოდენობამ მილიონს მიაღწია და ტოკიოში პირველად წარმოადგინეს კომპანიის მიერ წამოებული როტორული ძრავა. 1964-ში დაიწყო Familia -ს მოდელის გამოშვება - გამოვიდსა მისი პირველი თაობა.

იწყება Mazda 800cc Station Wagon -ს იმპორტი ახალ ზელანდიში. 1965 წელს იწყება თანამშრომლობა ინგლისური კომპანიასთან- Perkins Services - დიზელის ძრავებზე და 1967 წელი ხდება დებიუტი ჩოსმო Cosmo Sport/110S -სთვის _ Mazda-ს პირველი მოდელი როტორული ძრავით.

უკვე დაიწყო ევროპის ბაზრის ათვისება. მომდევნო წლებში ერთ მოდელს მეორე მოჰყვებოდა:1968 -ში — Familia Rotary Coupe/R100, 1969- ში — Familia Rotary SS Sedan/R100, 1970- ში — Capella/RX-2.

1970 წლისთვის როტორული ძრავით გამოშვებული ავტომანქანების რიცხვმა 100000-ს მიაღწია. ამავე წელს დაიწყო მანქანების ეხსპორტი აშშ-ში. 1969_ში კი Mazda-მ პირველმა მოახერხა Ford-თან თანამშრომლობის წამოწყება ავტომატური ტრანსმისიების წარმოებაზე და ახალ ზელანდიაში გახსნა ასაწყობი ქარხანა.

1971-ში გამოვიდა Savanna/RX-3, 1972-ში Luce/RX-4. გამოშვებული მანქანების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჩარბა, ხოლო ექსპორტირებულისამ კი _ 1 მილიონს.


ავტომანქანებბი როტორული ძრავით ძალიან წარმატებით იყიდებოდა მაგრამ 1974 წელს გაჩაღებულმა ნავთობის დეფიციტმა ფირმა საკმაოდ დააზარალა, როტორული ძრავები ხომ მეტ საწვავს მოიტცხოვდა, ვიდრე Mazda-ს სხვა მოდელები.


Mazda Savanna/RX-3 მონაწილეობდა რალიში და ფირმის უსწრაფესდ მოდელადაც იქცა , მას 200 კმ/სთ სიჩქარის გაბვითარება შეეძლო

19753, 1976, და 1977 წლებში როდ მილენმა ახალი ზელანდიის ნაციონალური რალი მოიგო RX-3-ით, შემდეგ 1978 წელს გამოვიდა Savanna RX-7. მისი შექმნისას გამოიყენებოდა როტორული ძრავის ყველა დადებითი მხარე, იგი გახდა Mazda-ს რიგების ყველაზე სწრაფი მოდელი, 105-სიძლიერის ძრავის დახმარებით მისი სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აღწევდა.

1979 წელს როდ მილენი გაემგზავრა აშშ-ში და იქ Mazda RX-7 -ზე 2 წელი ჩემპიონი იყო რალიში. იმავე დრსოს Ford Motor -მა შეიძინა Toyo Kogyo -ს აქციების 25%.

1980 წელს იაპონიის წლის მანქანა Mazda Familia გახდა . Mazda ამ დროისთვის მსოფლიო ბაზარზე სერიოზული ადგილი ეკავა. 1981 წელს აშშ-ში და ევროპაში მისი წარმომადგენლობა შევიდა, 1982-ში კი იაპონიის წლის მანქანა ჩაპელლა გახდა. სწორედ იგი ცნეს 1983 წელს საუკეთესო იმპორტულ მანქანად Motor Trend ჟურნალში და უამრავი საზღვარგარეთის პრიზიც დაიმსახურა.

მიოსის გამოსაცდელ პოლიგონზე აიგო აეროდინამიკის ლაბორატორია, გაჩნდა მიკროავტობუსების ახალი თაობა - Bongo/Bongo Brawny. Mazda ფინანსურ კავშირს ამყარებს Kia Motors -თან. მისი აქტივების 8%-ს შეძენით. 1984 წელს კი კომპანიის სახელი ხდება Mazda Motor Corporation.

1986 წელს ჟურნალმა Motor Trend წლის იმპორტულ მანქანად Savanna RX-7 დაასახელა. იმ დროს სწორედ ამ მოდელმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა ბონევილში - 383,724მკ/სთ SCTA'ს C/Grand Touring კლასში.

როტორული ძრავის მქონე ავტომობილების გამოშვების პარალელურად, Mazda უშვებდა აგრეთვე მინივენებსაც, იეთს როგორიცაა MPV.

1988 წელს აშშ-ში იხსნებდა Mazda Motor of America, Inc. და _ Mazda Research and Development of North America, Inc. (MRA) , რათა გააერთიანოს ამერიკასთან დაკავსირებული ყველა ოპერაცია. ამერიკის ბაზარზე ჩნდება MPV.

Mაზდა მუშაობს შეღებვის ახალ მეთოდზე _ გადაღებვა Hi-Reflex. 1989 წლის ავტოსალონზე მან წარმოადგინა MX-5 Miata.

წარმატებული დიზაინის და ხელმისაწვდომი ფასის დამსახურებით ამ მოდელმა არნახული წარმატება მოიპოვა ამერიკის და სხვა ქვეყნის ბაზრებე. ტოკიოს ავტოსალონზე კი სხვა მოდელი იქნა წარმოდგენილი _ Autozam Carol. Mazda იაპონიაში Citroën BX-ს იმპორტი დაიწყო, ხოლო მომდევნო 1990 წელს კი Citroën AX-ს.

1990 წელს იაპონიაში გაყიდვაში გამოიდა შემდეგი მოდელები: MPV, Eunos Cosmo (რომელიც ავტომანქანის ნავიგაციური სისტემით იყო აღჭურვილი), Autozam Revue/121. MX-5 - ახალი ზელანდიის წლის მანქანა გახდა. წამოებული მანქანების საერთო რაოდენობამ 25 მილიონს მიღწია (მათ შორის 1 მილიონი RX-7 იყო), გაიხსნა წარმომადგენლობა გერმანიაში.

Mazda მისი სპორტ-პროტოტიპით 787B იყო პირველი იაპონური ფირმა, რომელმაც დაიპყრო ლე-მანი, და ერთადერთი კომპანია რომელმაც მოახერხა ამ 24 საათიარნი რბოლის მოგება როტორულ-პორშინური ძრავით.

1991 წელს - იაპონიაში გამოდის ”ლუქს” კლასის სედანი Sentia/929, ავტომობილი Mazda 787B იგებს 24 საათიან რბოლას ლე-მანს. (ეს იყო პირველი გამარჯვება ამ რბოლაში, იაპონური ავტომობილის მიერ, და ერთადერთი გამარჯვება როტორულ ძრავიანი ავტომობილისა). , ტოკიოს 29-ე ავტოსალონზე წარმოდგენილი იყო კონცეპტი HR-X როტორული ძრავით, რომელიც მუშაობდა წყალბადზემ იაპონიაში დაფუძნდა გაყიდვების არხი Efini, ჩნდება ახალი მოდელი -სედანი Cronos.

1992 წელი — იყიდება 300-მეათასე ავტომობილი MX-5 მთელ მსოფლიოში, RX-7 იმარჯვებს 24 საათიან რბოლას დაიტონში GTU კლასსი მე11 წელი ზედიზედ, 11-й год подряд, Mazda Motor Manufacturing Corporation მიჩიგანი, აშშ, ხდება კომპანია AutoAlliance International, Inc. (AAI) რომელშიც თანაბარი წილი აქვთ Mazda-ს და Ford-ს , იაპონიის გაყიდვების არხე Eunos, წარმოდგენილი იყო ახალი მოდელი MX-6, ასევე ექსკლუზიურად შიდა იაპონური ბაზრისთვის Autozam-ის გაყიდვების არხზე იწყება AZ-1 მოდელის გამოშვება, ორკარიანი მიკრომობილი, და მოდელი Eunos 500/Xedos 6.

იმ პერიოდში აქტიურად ვითარდება კომპანიის ეკოლოგიური მიმართულება:გამოდის "Mazda-ს გლობალური ეკოლოგიის ქარტია", შემუშავდა უახლესი მანეიტრალიზებელი კატალიზატორი, რომელიც ნებისმიერი სახის პლასტიკიდან აღადგენდა ზეთს, ამასთან მსოფლიოში პირველი "მრავალმხრივი გადამუშავების პლასტიკური კომპოზიტი".



გერმანიაში და იაპონიაში იხსნება პლასტმასის ბამპერების მეორადი მოხმარების წარმოების საცდელი ქარხნები. 1993 წელს Mazda ფილიპინების მსუბუქი ავტომობილების ბაზარზე გადის. Ford-თან იდება გრძელვადიანი ხელშეკრულება ავტომობილების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით. ფრანკფურტის ავტოსალონზე ჩვენებაზე გამოდის HR-X2 და Eunos 800 (Xedos 9)-ს პროტოტიპი, რომელმაც დიდი ყურადღება დაიმსახურა.

Mazda Xedos 9 — იაპონური კომპანიის მცდელობა მოიპოვოს პრესტიჟული მანქანების ბაზრის მცირე ნაწილი.

იაპონიაში კი გამოჩნდა ახალი სპორტული კომპაქტური მოდელი — Mazda Lantis. ერთი წლის შემდეგ, 1994წელს, იხსნება Mაზდა-ს მუზეუმი, იქმნება სატვირთო მანქანა, რომელიც მუშაობს შეკუმშულგაზზე, ასევე ელექტრომობილი E კლასის ფურგონის ბაზაზა.

ფლორიდასა და ჩინეთში იხსნება Mazda-ს საწვრთნელი ცენტრი, იქმნება ახალი მოდელები — მინივენი AZ Wagon, და Mazda პირველი იაპონურ ავტომწარმოებლებს შორის იღებს ეკოლოგიურობის სერთიფიკატს ISO 9002.

1995 წელს საერთო რაოდენობამ მოდელ Familia/323 იაპონიაში 10 მილიონს მიაღწია, საერთოდ Mazda-ს წარმებული მანქანების რიცხვი კი 30 მილიონს.

Mazda 323 F – წარმოადგენს Familia/323 ოჯახის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს. რომლის გაყიდულ მოდელთა რაოდენობა ათეულ მილიონს.

იხსნება წარმომადგენლობა პორტუგალიაში. Mazda იწყებს წყალბადის მანქანების ფართო წარმოებაში გამოცდა, გაყიდვაში გამოდის ახალი მოდელი— Bongo Friendee.

მომდევნო 1996 წელს , Ford-ის წილი 25%-დან 33,4%-ს აღწევს, კომპანიის პრეზიდენტის პოსტს ჰენრი ვოლესი (Henry Wallace) იკავებს, იაპონიაში გაყიდვაში ახალი მოდელი Demio გამოდის, ამავე წელს იგი გადის საზღვარგარეთის ბაზრებზეც და ხდება იმ წლის იაპონიის მანქანა.

ევროპის ბაზრებზე გაყიდვაში შედის Ford-ის ქარხანაში აწყობილი მოდელი 121. Mazda-მ აამუშავა Mazda Digital Innovation (MDI) სისტემის ინფორმაციული ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლეოდა ერთდროულად განეხლებინა წარმოების ყველა სტადია - დაგეგმვიდან დაწყებული აწყობით დამთავრებული.

იაპონიის ავტოწარმოებებს შორის Mazda პირველი იღებს ISO 9001 სერთიფიკატს. 1997 წელს იცვლება კომპანიის ლოგოტიპი და ახლანდელ სახეს იღებს, ფირმაში იწყება პერსონალის წახალისების ახალი მეთოდის დანერგვა, განახლდა ტაივანში პროდუქციის ექსპორტის პროცესი, პრეზიდენტის პოსტს იკავებს ჯეიმს მილერი (James Miller), მის მერ შემუშავებულ იქნა მოდელი Demio FCEV, რომელიც საწვავის ელემენტებზე მუშაობს.

მომდევნო 1998 წელს საწვავის ელემენტებზე მუშაობის პრინციპების შემუშავების მიზნით Mazda შედის ალიანსში Ford/Daimler-Benz/Ballard, ხსნის საკონსულტაციო ცენტრს სუსტი სქესის წარმომადგენელთა დასაქმებისათვის, უფრო ძლიერად ფუძნდება ევროპის ბაზარზე, იწყებს მცირე ტურბოდეზელის ძრავების წარმოებას.

1999 წელს მოდელმა MX-5 აღნიშნა თავისი 10 - წლის იუბილე, მიიღწა შეთანხმებას Mitsubishi - თან. წარმოებაში შევიდა უახლესი მოდელები Tribute და Premacy. ამას გარდა, გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი ქალთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. ამასობაში კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ისევ ცვლილება მოხდა, იგი მარკ ფილდსმა (Mark Fields) დაიკავა.

Mazda Premacy _ ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელი მოდელი დიდი პოპულარობით სარგებლობდა დაოჯახებული ხალხისთვის.

2000 წელი Mazda-ს წარმოებაში იმით აღინიშნა, რომ დაიწყო მისი შესვლა ელექტორნულ კომერციაში _ დაარსდა Business Enabling Office და გადაიდგა რამდენიმე არსებითი ნაბიჯი მომხმარებელთან ურთიერთობის ინტერნეტის მეშვეობით დასამყარებლად.

Mazda Roadster _ რომელმაც იმ წელს სრულიად ახალი დიზაინი, საბარგულის დანამატის სახით, მიიღო, გინესის წიგნშიც კი მოხვდა. დეტროიტში გამართულ ავტოსალონზე ნაჩვენები იქნა RX-Evolve, ახლანდელი RX-8-ს წინა მოდელი.

Mazda-მ მიიღო მონაწილეობა მანქანების საწვავის ელემენტებზე გამოცდის პროექტში Daimler Chrysler Japan Holding -სთან და Nippon Mitsubishi Oil -სთან ერთად.

2001 წელი _ ტოკიოში, ავტოსალონზე წარმოადგინეს Atenza და RX-8-ს საცდელი ვერსია Renes-ის როტორული ძრავით, Ford-ს საწარმო ვალენსიაში (ესპანეთი) აირჩა ევროპის ბაზად რომელსაც Mazda-ს ფირმის კომპაქტური მოდელები უნდა აწარმოოს, იღებს მთავარ ჯილდოს _ Auto Color Award 2001, Mazda აფართოებს გადამუშავებული პლასტიკური ბამპერების გამოყენების სფეროს.


2002-ში კომპანიამ საკუთარი ქყვეგანყოფილება გახსნა და MPV -ს ახალი მოდიფიკაცია Sports F - გამოუშვა, შემუშავებლი მდედრთა სქესის წარმომადგენლების მიერ, მიიღო მონაწილეობა ვენკელის როტორული ძრავის გამომგონებლის 100 წლის იუბილეზე, გავიდა ჩინეთის ბაზარზე 323 მოდელით, შეიმუშავა მსოფლიოში პირველი დაფარვის ეკოლოგიური ტექნოლოგია, პროგრამას კი პერონალის ფრთხილი შერჩევით ავითარებდა.

დღესდღეისობით Mazda -მ უარი თქვა "ლუქსის" ტიპის ავტომობილების წარმოებაზე (მაგ. Millenia). ძირითადი აქცენტი მცირე და საშუალო კლასის მსუბუქ ავტომობილებზე კეთდება, ასევე სპორტულ მოდელებზე, რასაც ფირმის წარმომადგენლობა მისი განვითარებისთვის შედარებით ეფექტურ და პერსპექტიულ კურსს ეძახის. სპორტული მანქანების უამრავ მოდელს შორის ერთერთ ყველაზე ცნობილი RX-7 -ს შემდეგ მისი ღირსეული შემცვლელი RX-8 -გამოვიდა.

განვითარების და გაყიდვების სფეროშI კომპანია მჭიდრო კავშირშია Ford -თან, მაგრამ წარმოების სფეროში იგი არავის უშვებდა. Mazda მსოფლიო ავტოწარმოების ფირმად ითვლება _ მიი ამწყობი ქარხნები 21 ქვეყანაშია განლაგებული და აძლევს საშუალებას მანქანების ექსპორტი მსოფლიოს 120 სახელმწიფოში აწარმოოს.


Mazda_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels