Alfa Romeo_ს ისტორია



Alfa Romeo Automobiles S.p.A იტალიური ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 1910 წელს.1986 წლიდან გახდა კონცერნ FIAT Group-ის შვილობილი კომპანია.

კომპანიის ისტორია დაიწყო 1906 წელს, როდესაც ფრანგმა ალექსანდრე დარაკმა გახსნა თავისი ფილიალი ავტომობილის საწარმოებლად, მაგრამ მყიდველების სიმცირის გამო მოუწია წარმოების დახურვა და ქვეყნის ჩრდილოეთში მისი გადატანა. კომპანიის მენეჯერად აყვანილ იქნა ახალგაზრდა ინჟინერი უგო სტელლა, რომელსაც დაევალა ორი ძრავის "24 HP" და "12 HP" წარმოება ახალი მანქანებისთვის. 1910 წლის I იანვარს ფირმის სახელწოდება გახდა Anonima Lombarda Fabbrica Automobili (ლომბარდიის აქციონერული საავტომობილო ფაბრიკა), შემოკლებით ALFA. ემბლემაში გამოყენებულია მილანის სიმბოლო - გველი, რომელიც ყლაპავს ადამიანს, წითელი ჯვარი თეთრ ფონზე.

პირველი ავტომობილი იყო 24HP რომელიც 100კმ/სთ ანვითარებდა და 42 ცხ.ძ. ჰქონდა. ამასთან ერთად გამოვიდა 12HP 12ცხ.ძ.-ით . ახალი სახელწოდებით გამოვიდა მოდელი 20/30HP 4.2ლ. ძრავით და მისი სპორტული ვარიანტით 20/30ES. 1920 წელს ჯუზეპე მოროზიმ შექმნა მოდელი RL. 1923 წელს შეიქმნა ”სპორტქარი” P1. ტრასებზე დაფიქსირებული შედეგებით მიიღეს გადაწყვეტილება სპორტული განყოფილების ჩამოყალიბებაზე. ახალი განყოფილების მართვა ითავა ვიტორიო იანომ, რომელმაც მოიწვია ნაკლებად ცნობილი ავტოპილოტი (ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი და ლეგენდა ადამიანი Enzo Ferrari). 1925 წელს ვიტორიომ ახალი ავტომობილი შექმნა P2, რომელმაც ამავე წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.


P2 მოდელის ბაზაზე აიგო ქალაქის ავტომობილი 6C1500. 20-იან წლებში დაწყებულმა კრიზისმა თავისი ხელი დაატყო ალფა რომეოს, მაგრამ მოგვიანებით გადაწყდა ახალი ავტომობილის წარმოებაში ჩაშვება 6С1750 რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა კომპანიას. იმ პერიოდში როდესაც მთელს ევროპაში კრიზისი მძვინვარებდა კომპანიში მშვიდად მუშაობდნენ ახალ მოდელზე 8С2300, ეს 8 ცილინდრიანი მონსტრი 2,4ლ ძრავით და კომპრესორით გამოიმუშავებდა 140 ცხ.ძ.

ალფა რომეოს მარკამ მთელს ევროპაში გაითქვა სახელი, მაგრამ მისი ავტომობილები მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ შეეძინათ, ამიტომაც გადაწყდა გამოეშვათ მოდელები, რომლებიც საშუალო ფენასაც დააკმაყოფილებდა.


1929 წელს ენცო ფერარიმ სპროტული საზოგადოება დაარსა Scuderia Ferrari, მისი მიზანი იყო პროფესიული სარბოლო გუნდით ასპარეზობა. 1933 წელს ის ალფა რომეოს ოფიციალური გუნდი ხდება. ამის შემდეგ მათ ბევრი გამარჯვება მოუტანეს ალფა რომეოს. გუნდი სტანდარტული ავტომობილების მოდერნიზაციით იყო დაკავებული და გადაწყვიტეს,რომ მათ შეეძლოთ თავიანთი ბრენდის წარმოება, მაგრამ გერმანული ავტომწარმოებლების ზეწოლა დიდი იყო და მათ ვერ გაუძლეს კონკურენციას.

მოგვიანებით ენცო ფერარი მიაღწევს შეთანხმებას ალფა რომეოს საბჭოსთან, ახალგაზრდა ინჟინრის ჯოაკინო კოლომბოს მიწვევასთან დაკავშირებით. მზის შუქს მოევლინა Alfa Romeo 158. 1939 წელს დაიწყო С 2500 მოდელზე მუშაობა და საავიაციო ძრავების წარმოება.

ომის პერიოდის შემდეგ პრეზიდენტის პოსტს პასკუალე გალო იკავებს რომელსაც წარმოების აღორძინება დაევალა. დანადგარების 60% განადგურებული იყო, მაგრამ მოკლე ვადებში ფირმის ხელმძღვანელობის ძალისხმევით კომპანია ფეხზე წამოდგა. დაიწყო С 2500 შასის წარმოება ახალი კლასის, გაუმჯობესებული აეროდინამიკის ავტომობილებისათვის. 1947 წელს Alfa Romeo 6C Golden Arrow-ს წარმოება განაახლეს და იმისათვის რომ მყიდველს ამ მოდელის სპორტული ხასიათი არ დავიწყებოდა, მონაწილეობას მიიღეს ჩემპიონატებში.

1950 წელს Alfa Romeo 1900 ჩაუშვეს წარმოებაში 1,9 ლიტრის მოცულობით და 90 ცხ.ძ.
1952 წელს Alfa Romeo Coupe და Alfa Romeo Spider. დიზაინი ეკუთვნოდა Pininfarina-ს დიზაინ სტუდიას.

1954 წელს მოიწვიეს ახალი ინჟინერი რუდოლფ ხრაშკე, რომელიც მუშაობდა პორშეს კომპანიაში. გამოუშვეს ალფა რომეო Giulieta 1,3ლ. ძრავით 90ცხ.ძ. გამოიმუშავებდა და 165კმ/სთ ანვითარებდა.

1958 წელს გამოვიდა Alfa Romeo 2000, ხოლო 1961 წელს მოდიფიცირებული 2600. ძრავის მოცულობა შეადგენდა 2.6ლ. / 130ცხ.ძ მაქსიმალური სიჩქარე 175კმ/სთ.
1961 წელს Giulieta-ს ცვლის Alfa Romeo Giuliა. 1.5ლ. / 90ცხ.ძ. / 165კმ/სთ
1971 წელს გამოვიდა ახალი მოდელი Alfa Romeo Alfasud, 4 ცილინდრიანი მოდელი 1.2ლ ძრავით / 63ცხ.ძ. იწონიდა 830 კგ-ს და მაქსიმალური სიჩქარე 152კმ/სთ აღწევდა. მოდელი 12 წლის განმავლობაში იწარმოებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.


70-იანი წლების ბოლოს კომპანიაში შექმნილმა კრიზისმა ჩააგდო მწარმობლურობა და Nissan-თან დადებული ხელშეკრულებით Alfa Romeo Arna გამოუშვეს, მაგრამ დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა. 75 წლის თავზე კომპანიამ გამოუშვა Alfa Romeo 75 რომელიც 80-იანი წლების საუკეთესო მოდელად აღიარეს. V6 ძრავით 192ცხ.ძ. , 220კმ/სთ.

ახალ ეპოქაში ალფა ისევ კრიზისში მოექცა, რუდოლფ ხრაშკემ ვეღარ შესძლო კომპანიის შენარუნება და გადაწყდა რომელიმე კონცერნთან შეერთება. Ford და BMW-თან მოლაპარაკება ვერ შედგა. საბოლოოდ 1986 წელს ფიატმა შეისყიდა ალფა რომეო, კომპანია კვლავ ფეხზე წამოდგა და დაიწყო ახალი ერა.

Alfa Romeo 75-ს ჩაენაცვლა Alfa Romeo 155, ასევე ფიატთან ერთად გამოშვებული იქნა 164 და 145 მოდელები. 1993 შეწყდა Alfa Romeo Spider-ის გამოშვება (1963-1993) ახალი Alfa Romeo Spider 1994 წელს პარიზის ავტოსალონზე იხილა საზოგადოებამ. 1994 წლის ბოლოს Alfa Romeo GTV ჩაუშვეს წარმოებაში.

1997 წელს Alfa Romeo 156 მიიღო ჯილდო ევროპის საუკეთესო მოდელის წოდება. 2001 წელს 145-ი შეიცვალა 147-ით. 2005 წელს Alfa Romeo 159 გამოუშვეს. 2007წელს გამოუშვეს სპორთქარი Alfa Romeo 8C Competizione. 2008 წელს გამოუშვეს ქალაქის ავტომობილი Alfa Romeo MiTo.





Alfa Romeo_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels