Mercedes-Benz_ის ისტორია (ნაწილი მესამე)


 1965 წლის ფრანკფურტის ავტოსალონზე იმ დორისათვის კომპანიის ყველაზე პრესტიჟული (600-ფლაგმანის შემდგომ) მოდელების ე.წ. S-კლასი წარადგინეს. ამ ჩამონათვალში შედიოდა მოდელები: 250S და 250SE – 6-ცილინდრიანი ძრავებით, რომლებიც 150 და 170 ცხ.ძ. სიმძლავრეს ავითარებდა. ისინი თაიანთი ტექნიკური მახასიათებლებით აშკარად სჯობდნენ კონკურენტებს. დროტა განმავლობაშI მათ 2.8 ლ-ნი ძრავებიც მიიღეს, ხოლო 1968 წლიდან – 3.5 და 4.5 ლ-ნი V8-ც. ამ სერიის ყველაზე მძლავრი და კომფორტული ვერსია გახდა დაგრძელებული 300SEL 6,3. მისი V8, რომლის მოცულობა 6.3 ლ-ს შეადგენდა, 250 ცხ.ძ. სიმძავრეს და 220 კმ/სთ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებდა. ამ მომენტიდან S-სერია Mercedes-Benz-ს ტექნიკური მიღწევების სიმბოლო გახდა.
 Mercedes-Benz 300 SEL (W-108)-ი S600-ს კვალს მიყვა და წარმომადგენლობითი S-კლასის ყველაზე მძლავრი და პრესტიჟული ეგზემპლიარის სახელს იმკვიდრებდა. იგი კომპანიის ტექნიკური მიღწევების განსახიერება გახლდათ.

1972 წელს გაყიდვაში გამოვიდა S-კლასის ახალი თაობა (W-116). იგი 1979 წელს შეცვალა W-126 – მანქანებმა, რომელთაც კორპუსების აერო-დინამიკური შესრულება ახასიათებდათ (მოდელები 280S-დან 560SEL-მდე

).
S-სერიის ახალი თაობა — Mercedes-Benz S-class (W116) – ონვეირზე 7 წელი იმყოფებოდა და აერპდინამიკურად შესრულებულმა S-class-მ (W-126) შეცვალა.

კომპანიის მეტ-ნაკლებად მასიური პროდუქცია – საშუალო კლასისი ავტომობილი (W-110/111) – 1967 წელს მოდელების უზარმაზარმა სერიამ შეცვალა (200-დან 280Е-მდე, W-114/115). ეს ოჯახი გამოდიოდა როგორც 4-კარიანი სედანის, ასევე 5-კარიანი უნივერსალისა და 2-კარიანი კუპის და ჰარდ-ტოპის სახით (ფანჯრებით გამყოფი საყრდენის გარეშე).
Mercedes-Benz 200 E (W-115) -ი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მასიურ სეგმენტს საავტომობილო წარმოებაში – საშუალო კლასისი მანქანებს.

დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ მოდელების დიზელის ძრავიანმა კომპლექტაციამ. მომდევნო გავითარება გახლდათ სერიები W-123 (1976 წელი) და W-124 (1984-1995 წწ.). არსებობის 11 წლის ბოლოს გამოშვებული ეგზემპლიარი ძალიან ცნობილი გახდა. სულ 2.7 მლნ-ზე მეტი ავტომობილი გიყიდა (მოდელები 200-დან 500Е-მდე).

 
 არსებობის 11 წლის მანძილზე Mercedes-Benz E-class-ს (W-123) 2.7 მლნ. ეგზემპლიარი გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

კომპაქტური ზომების ავტომობილი, რომელზეც კომპანიამ 50-იან წლებში უარი თქვა, ისევ გამოჩნდა გაყიდვაში, მხოლოდ უკვე 1982 წელს. სერიაში შედიოდა მოდელი-190-ს რამდენიმე კომპლექტაცია 1.8-2.6 კუბ. სმ მუშა მოცულობებითა და 75-185 ცხ.ძ. სიმძლავრეებით.
 Mercedes-Benz C-class (W-201) — Mercedes -ს პივრელი კომპაქტური ავტომობილია 50-იანი წლებიდან მოყოლებული.

90-იან წლებში Mercedes-Benz-ს პროგრამამ საფუძვლიანი გადახალისება განიცადა. ფირმამ თავისი პროდუქცია ბაზრის რამდენიმე ახალ სექტორში წარმოადინა. ამის მიუხედავად, კომპანიის ძირითადი მიმართუელაბ მაინც С და Е – სერიის მოდელების წეარმოება გახლავთ. 1998 წლისათვის Mercedes-Benz-ს მანქანების გამა ძალიან არის გაფართოებული. მომხარებლის წინაშეა ათეულობით სხვადასხვა მოდელი და 12 სერია (ოჯახი).
Mercedes-Benz E-class (W-124) — ნებისმიერ მიმართებაში არაჩვეულებრივი ავტომობილია. დიდი ხნის გავლის შემდეგაც კი მისი კარგი ეგზემპლიარი, საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს.

მცირე გაბარიტიანი А-კლასის მოდელი (W-168) 1997 წლიდან იწარმოება. იგი ევროპაში ავტომობილების ყველაზე პოპულარულ კლასში შედის. ეს წინა ამძრავის მოდელები 1397-1689 კუბ. სმ. მუშა მოცულობის და 60-102 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავებითაა აღჭურვილი.
მცირე გაბარიტების მქონე ავტომობილების სეგმენტში Mercedes-ს პირველი ნაბიჯი იყო A-კლასის მოდელი (W-168).

 
 შვეიცარიული საათების ფირმასთან Swatch-თან ერთად შეიქმნა ქალაქის მიკრო-ავტომობილი Smart. მისი სიგრძე 2.5 მ-ია, ხოლო 3-ცილინდრიანი ძრავი 55 ცხ.ძ. სიმძავრეს იძლევა. ეს ნიმუში გაყიდვაში 1999 წელს გამოვიდა. თუმცა იგი Mercedes-Benz-მარკის მატარებელი არ გამხდარა.
საავტომობილო და სასაათე წარმოების გიგანტების ერთობლივი პროექტი: Mercedes-Benz და Swatch. ზე-კომპაქტური ქმნილება სახელად –  Smart.
Mercedes-Benz C-class (W202) – იყო და არის ძალიან პოპულარული ნამუშევარი, თუმცა უკვე II ხარისხის ბაზარზე.

კომპაქტური С-კლასი (W-202) გაყიდვაში 1993 წელს გამოვიდა და 1997 წელს საფუძვლიანად გაათანამედროვეს. კორპუსები – 4-კარიანი სედანი და 5-კარიანი უნივერსალი. ძრავის მუშა მოცულობები იცვლება 1799-დან 4266 კუბ.სმ-მდე მოდელებში С 180-დან C43AMG-მდე. ხოლო სიმძლავრეები – 95-დან 306 ცხ.ძ-მდე.
საშუალედო Е-კლასი (W-210) – გამოდის 1995 წლიდან მოყოლებული. სხვადასხვა ტიპისა და მუშაო მოცულობის მქონე ძრავების გამა საკმაოდ ფართეა – 1998-დან 5439 კუბ.სმ-მდე და 95-დან 354 ცხ.ძ.-მდე. ეს ყველაფერი საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხმარებლების მოზიდვას განაპირობებს (იგულისხმება მოდელები Е200-დან E55AMG-მდე).
 Mercedes-Benz E-class (W-210)-ს გარეგნობამ ჟურნალისტებს, მარკის მოყვარულებსა და ადამიანების 4-საბურვიანი მეგობრების სხვა თანამოაზრეებს შორის სერიოზული კამათი გამოიწვია.

წარმომადგენლობითი S-კლასი (W-140) – 1991 წლიდან იწარმოება (საუბარია მოდელებზე S290-დან 560-მდე). ავტომობილები აღჭურვილია 6, 8 ან 12-ცილინდრიანი ძრავებით, რომელთა მუშა მოცულობა 2799-დან 5987 კუბ.სმ-მდე, ხოპლო სიმძლავრე 177-დან 394 ცხ.ძ-მდე იცვლება. 1998 წლისათვის S-კლასის ახალი თაობაა მოსალოდნელი ნაკლებ.






Mercedes-Benz_ის ისტორია (ნაწილი მესამე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels