Nike_ს ისტორია (ნაწილი მეორე)


მნიშვნელოვანი მოვლენა კომპანია ნაიკის ისტორიაში ხდება 1971 წელს, როდესაც სულ რაღაც 30 დოლარად პორტლანდის უნივერსიტეტის სტუდენტმა კაროლინ დევიდსონმა შექმნა კომპანიის ცნობილი ნაიკის ლოგო.
12 წლის შემდეგ – 1983 წელს,  როდესაც კომპანია ნაიკი უკვე ხდება პოპულარული ბრენდი, ნაიტი პატიჟებს სადილზე კაროლინს და მადლობის ნიშნად ჩუქნის ქალბატონს კონვერტს კომპანიის გარკვეული რაოდენობის აქციებით და ნაიკის ლოგოს ბრილიანტებიან ქანდაკებას. 
1972 წელს იაპონელ მომწოდებელთან უთანხმოების გამო (იაპონელმა მეწარმემ გადაწყვიტა არ დაკმაყოფილებულიყო ნაწარმის მიმწოდებლის სტატუსით, არამედ გამხდარიყო კომპანიის წილის მფლობელიც, რაზეც მან კატეგორიული უარი მიიღო) კომპანია ნაიკი , რომელსაც იმ დროისთვის უკვე გააჩნია ფინანსური საშუალება, იწყებს საკუთარ წარმოებას ამერიკაში.
1975 წელს ბილ ბოუერმანს მოსდის აზრად გენიალური იდეა. სახლში ვაფლის საცხობი მოწყობილობის თვალიერების დროს, ჩნდება იდეა, რომ ბოტასების რელიეფური ძირი ერთის მხრივ გააუმჯობესებს ფეხის დაძვრას, ხოლო მეორეს მხრივ შეამცირებს ფეხსაცმლის წონას. ამ გენიალურმა გამოგონებამ კომპანია ნაიკი სწრაფად გაიყვანა
ლიდერთა სიაში.

1978 წელს კომპანიას გადაერქვა სახელი და ეწოდა ნაიკი (Nike). 
1984 წელს კომპანია ნაიკი დებს ხელშეკრულებას კალათბურთის ბოტასების რეკლამის შესახებ 21 წლის NBA–ს ვარსკვლავთან მაიკლ ჯორდანთან (Michael Jordan). წითელ–შავ ფერებში სპეციალურად მაიკისთვის შექმნილი ბოტასები, რომლითაც იგი გამოდიოდა ყველა თამაშზე, ბევრი ახალგაზრდის ოცნება გახდა.

 საინტერესოა, რომ იმის გამო, რომ მისი ფერები არ შეესაბამებოდა NBA – ს ფერებს, ასოციაციამ მაიკლ ჯორდანს დააკისრა 1000$ –ის ჯარიმის გადახდა ყოველ თამაშზე. მიუხედავად ამისა იგი განაგრძობდა ნაიკის ბოტასებით – Air Jordan თამაშს. ეს სკანდალი ხელსაყრელი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგანაც იქცევდა გულშემატკივართა დიდ ყურადღებას.
კომპანია ნაეკი ამით არ კმაყოფილდება და უშვებს ახალ რეკლამას, სადაც იგი წარმოდგენილია როგორც  სპორტული ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, საათების და სხვა
სპორტული აქსესუარების გლობალური სპორტული კორპორაცია.

ამის შემდეგ კომპანიის ისტორიაში იყო ჩავარდნებიც სკანდალებიც და აღმასვლებიც.
დღევანდელ დღეს ნაიკი ქტიურად იყენებს კალათბურთის თემაზე შექმნილ სოციალურ ქსელს. აქტიურად არის ჩართული ახალი მოდის ბიზნესში hand-made, რომლის საშუალებითაც ინტერნეტით შესაძლებელია მომხმარებლის მიერ საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ნივთის შეკვეთა. გარდა ამისა კომპანიას დადებული აქვს ხელშეკრულება კომპანია ეფლისთან (Apple)საერთო ნაწარმის Nike+iPod –ის გამოშვებაზე, რომელშიც ფლეერი დაკავშირებულია მფლობელის ბოტასებთან და შეუძლია დისტანციურად გადასცეს მას გარბენის სტატისტიკური მონაცემები. 

Nike აგრძელებს ცნობილი სპორცმენების დასპონსორებას, აწყობს საკუთარ სპორტულ შეჯიბრებებს და ქმნის ახალ–ახალ, რევოლუციურ სპორტულ ფეხსაცმელს. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ არის ლიდერი სპორტულ ბრენდებს შორის, იგი აწარმოებს აქტიურ, პროფესიონალურ, შდამბეჭდავ სარეკლამო კამპანიას.



Nike_ს ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels