FIAT_ის ისტორია




FIAT (Fabrica Italiana Automobili Torino) —უდიდესი იტალიური საავტომობილო კორპორაცია. აწარმოებს მსუბუქ და სპორტულ ავტომობილებს, სატვირთოებს, სხვადასვა საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. კორპორაციას ასევე ეკუთვნის აეროკოსმოსური პროდუქციის საწარმო. შტაბ-ბინა მდებარეობს ტურინში.

ჯოვანი ანელი(Giovanni Agnelli) —იტალიური ავტოგიგანტის დამფუძნებელი.
კომპანია 1899 წელს ინვესტორების ჯგუფმა შექმნა, რომელთა შორის იყო ჯოვანი ანელი. (Giovanni Agnelli) და დაიწყო ავტომობილების აწყობა Renault-ის ლიცენზიით და De Dion-ის ძრავით. 1903 წელს იტალიაში ფოლადის იმპორტზე ტარიფები გაუქმდა, რამაც წარმოების სწრაფი გაფართოება გამოიწვია, გაჩნდა ორიგინალური მსუბუქი ტაქსები, სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები, დაიწყო თვითმფრინავებისა და გემების ძრავების წარმოება.
ავტომობილმა FIAT-მა, რომელიც განკუთვნილი იყო ელიტარული მყიდველებისათვის, პოპულარობა მოიპოვა არა მარტო იტალიის, არამედ მსოფლიო ბაზარზე. იმავე დროს, ბრენდმა FIAT-მა აღიარებამოიპოვა საავტომობილო რბოლაში, სადაც იმარჯვებდა ისეთ მარკების გვერდით, როგორიცაა Lancia, Storero, Miller და Nazzaro.
FIAT Tipo Zero, გამოშვებული 1912 წელს, გახდა FIAT-ის ავტომობილების სტილის ფუძემდებელი.
FIAT-მა ძალიან სწრაფად მოაგვარა თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გამოშვების საკითხები. მაგალითისთვის გამოდგება ქარხანა Poughkeepsie აშშ-ში, რომელიც უკვე 1909 წლიდან ფუნქციონირებდა.
ეს მიდგომა სრულად ასახავდა ჯოვანი ანელის შეხედულებებს, რომელიც უკვე გეგმავდა შეემუშავებინა მეთოდები წარმოების გაკონტროლებისთვის. ამ პროექტის შედეგი იყო Lingotto, იმ პერიოდში ყველაზე დიდი საავტომობილო კომპლექსი ევროპაში, რომელმაც პროდუქციის წარმოება 1922 წელს დაიწყო
1922 წელს პროექტი Lingotto ყველაზე დიდი საავტომობილო კომპლექსი იყო ევროპაში.
პროექტი დაფუძნებული იყო განსაზღვრულ სტრატეგიაზე: შეექმნა ავტომობილი, განკუთვნილი არა ელიტისთვის და ერთეულებისთვის, არამედ ყველასთვის,ანუ მასობრივი. ეს მიზანი მიღწეული იქნა საწარმოოში სრულიად ახალი ინდუსტრიული ორგანიზაციის პრინციპების წყალობით. დამყარებული აწყობის ხაზის კონვეირულ ტიპზე.


1932 წელს მოდელ Balilla-ს დებიუტი შედგა. მალე ამ მოდელის მანქანის 113 ათასი ეგზემოპლარი იქნა წარმოებული;
1936 წელს გამოჩნდა Topolino, იგივე FIAT 500 —ორადგილიანი მანქანა ძრავით სამუშაო ბრუნვით 569 ცმ3, ყველაზე მინიატურული ავტომობილი მსოფლიოში, რომელიც მასობრივ წარმოებაში ჩაეშვა. თავდაპირველად დაპროექტებული იქნა ფორმა და საბარგულის მოცულობა, მხოლოდ ამის შემდეგ ინჟინერმა დანტე ჯაკოზმა (Dante Giacosa) დაიწყო სქემის მოფიქრება თუ როგორ უნდა განლაგებულიყო ნაწილები მანქანის ქვედა ნაწილში.. ეს ცნობილი ავტომობილი 1936-1955 წლებში 519 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ მანქანის განსხვავებული მოდელები იტალიაში მისდამი ინტერესის გაზრდის და შესაბამისად, წარმოებაც გაფართოების მიზნით შეიქმნა.
FIAT ღრმად შეიჭრა საბჭოთა ცხოვრებაში, ქვეყნისთვის მილიონობით მსუბუქი ავტომობილი აწარმოა, შექმნა ბევრი სამუშაო ადგილი. ფიატის მოდელი ВАЗ იწარმოება დღესაც. დაუკვირდით, 2105 და 2106 და FIAT 124-ე ტექნიკური პარამეტრებით თითქმის ტყუპები არიან. ასევე თამამად შეიძლება საუბარი ამ კონცერნის შესახებ, როგორც საბჭოთა მსუბუქი ავტომობილების წარმოების „შეფზე". დღევანდელი ქუჩები „ჟიგულის" გარეშე წარმოუდგენელია. ამასთანავე, როცა „რუსული ფიატი" საზღვარგარეთ თავისი დაბალი ფასის წყალობით იტალიურ FIAT-ს სერიოზულ კონკურენციას უწევდა. დღესაც, საშუალო კლასი სწორედ ამ ავტომობილის ВАЗ ერთგულია, თუმცა ზოგი ირჩევს „კლასიკას" ანუ წარსულში FIAT-124-ს.
FFIAT 124 - მფლობელი ტიტულისა ევროპული ავტომობილი 1967 წელი, თავისი ცხოვრება განაგრძო რუსეთში ცნობილი „კაპიკის" სახით (ВАЗ 2101).30 წლის წინ 1967-ში FIAT 124 წლის ავტომობილად იქნა აღიარებული, დამეთახმებით, ნამდვილად წარმატებული მოდელია.სპორტულ როდსტეს FIAT Dino-ზე, რომელიც 1969 წელს გამოჩნდა, დღეს ავტომობილების კოლექციონერები ნადირობენ. 1969 წელს FIAT კომპანია "ლანჩას" შემადგენლობაში შევიდა, პარალელურად გაჩნდა ახალი მოდელები, დაწყებული Dino-თი დამთავრებული 128, 130, 127 და 126 სერიებით. FIAT-მა ააგო ავტომობილების მწარმოებელი ქარხნები ჩრდილოეთ იტალიაში, პოლონეთსა და ბრაზილიაში, იტალიური საავტომობილო ნოუ-ჰაუ მთელს მსოფლიოში გაავრცელა
მანვე შეიძინა ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიცაა Autobianchi და Lancia.




FIAT_ის ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels