Bugatti_ს ისტორია


 ეტორე ბუგატი დაიბადა მილანში, 1881 წლის 15 სექტემბერს. მისი მამა კარლო ბუგატი იყო ცნობილი მოქანდაკე, რომლის ნამუშევრები არაბული ზეგავლენით გამოირჩეოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ.მილანის ხელოვნების აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ბუგატიმ მუშაობა დაიწყო კომოპანიაში Prinetti and stucci, რომელიც ველოსიპედებს აწარმოებდა. ის მაშინათვე დაინტერესდა ტრანსპორტის წარმოების ტექნოლოგიით, რომელიც ახალი გამოგონილი იყო და ჩვიდმეტი წლის ასაკში პირველმა დაუმატა ჩვეულებრივ სამთვლიან ველოსიპედს ძრავი, საუკუნის ბოლოს კი აქტიურად იღებდა მონაწილეობას რბოლებში თავისი შექმნილი ავომობილებით.
1901 წელს ბუგატიმ მილანში ჩატარებულ გამოფენაზე პირველად წარადგინა თავისი შექმნილი ავტომობილი. მანქანის წარმოების ტექნოლოგია მან ძმები გულინელების დახმარებით შეიმუშავა და მიიღო საფრანგეთის საავტომობილო კლუბის ჯილდო "Type2” მისი არაჩვეულებრივი კონსტრუქცი

ისთვის, მაგრამ ამ დროისთვის ბუგატი არასრულწლოვანი იყო და ლიცენზია ავტომანქანაზე გადაეცა კომპანიას დე de Dietrich-ს რომელთანაც ბუგატიმ კონტრაქტი გააფორმა. კომპანია თანამშრომლობით უკმაყოფილო იყო, რადგან ბუგატი მცირე დროს უთმობდა მათ და დამოუკიდებლად მუშაობდა ამიტომაც კონტრაქტი გაუქმდა. შემდეგი რამდენიმე წელი ბუგატიმ იმუშაობა ემილ მატისთან ერთად და შექმნა ახალი მანქანის დიზაინი ოთხ ცილინდიარიანი ძრავით . მას მოგვიანებით მატისთანაც პრობლემები შეექმნა და მიხვდა რომ მხოლოდ მარტო თუ იმუშავდება, ყველანაირი კონტრაქტის მიერ შეზღუდული წესების გარეშე და დაიწყო დამოუკიდებად მუშაობა. შემდეგი წლების განმავლობაში ის აქტიურად ხვეწდა მანქანების წარმოების მეთოდს.


 1901 წელი, მილანი მოდელი Type2
1910 წელს ბუგატიმ აიღო სესხი ათი ავტოტმობილისა და ხუთი თვითმმფრინავების ძრავის გამოსაშვებად და საკუთარი ქარხანა გახსნა მოლშაიმში. ამ წლიდანვე დაიწყო ბუგატის ლეგენდარული წარმატებები ავტო რბოლებზე. ბუგატის ავტომობილით გამარჯვებული მძღოლები იყვნენ: ჟან პიერ ვიმილი, რობერტ ბენუა, პიერ ვეირონი
1911 წელს ბუგატის "მოდელი 10” გახდა საფრანგეთის გრან პრის დამსახურებული მეორე ადგილის მფლობელი. იგივე წელს ბუგატიმ ხელშეკრულება გააფორა Peugeot-თან და მათ ერთად გამოუშვეს Bebe peugeot ბუგატის "მოდელი 19”- ის ძრავით, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ავტომობილი გამოვიდა იგივე ძრავით.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბუგატი ამერიკისა და საფრანგეთის მთავრობების დაკვეთით აწარმოებდა თვითმფრინავების ძრავებს, რამაც გადაარჩინა კომპანია ფინანსური ზარალისგან და დაგროვილმა კაპიტალმა ხელი შეიუწყო მის შემდგომ განვითარებას, გაიზარდა პროდუქციის რიცხვი და ათასზე მეტი მუშახელი დასაქმდა.
ბუგატი ყოველთვის აკვირვებდა მომხმარებელს თავისი ავტომობილების სენსაციური დიზაინით. ლეგენდარული "მოდელი 29, 30” იყო პირველი 8 ცილინდრიანი ავტომობილი, რომელსაც უნიკალური, სიგარის ფორმის დიზაინი ჰქონდა. ის პირველად 1922 წლის ACF Grand Prix–ზე გამოსცადეს, მან მეორე ადგილი აიღო. ამის შემდეგ გამოუშვეს მოდელი სახელად: "Tank” რომელმაც რბოლაში მესამე ადგილი მოიპოვა. 1924 წელს ბუგატიმ კვლავ მოახერხა მაყურებლის გაოცება, მან გამოიყვანა შეჯიბრზე ავტომანქანა, იმ პერიოდითვის ტრადიციული დიზაინით მაგრამ ერთი განსხვავებული და ამავდროულად სენსაციური ნიშნით, ავტომობილს ამშვენებდა ეხლა უკვე ასე ცნობილი ალუმინის დისკებანი საბურავები. ეს იყო რვა ცილინრიანი, "მოდელი 35”, როელიც დღესაც კი ერთერ ყველზე წარმატებულ მანქანად ითვლება ისტორიაში, 2.000 მეტი გამარჯვებით.



Bugatti_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels