FIAT_ის ისტორია (ნაწილი მეორე)



1978 წლის მოდელი Ritmo განსაკუთრებული წარმატებით არ ბრწყინავდა, თუმცა FIAT-ის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად მნიშვნელოვან საფეხურად ითვლებოდა.
Ritmo-ს წარმოებამ რომელიც 1978 წელს დაიწყო, ავტომატიზაციის რევოლუციური სისტემის «Robogate» წყალობით კომპანია განვიტარების ახალ საფეხურზე აიყვანა. კონცერნის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად იქცა 1983 წელი, როცა პირველად გამოუშვეს ცნობილი ავტომობილი Uno, რომელმაც წარმოადგინა ფართო გამა სიახლეებისა: ელექტრონიკაში, ალტერნატიული მატერიალების გამოყენებაში, ძრავების მოწყობაში და ა.შ
ესეც FIAT Uno —ეს არა მარტო მნიშვნელოვანი მოდელია, არამედ კომპანიის რევოლუციური მოდელიცაა, ავტომობილი პრაქტიკულად ნულიდან, ბევრი იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა.
1980 წელს ჟენევაში წარმოდგენილ იქნა კომპაქტური ავტომობილი FIAT Panda. კომპანიამ მყიდველებს ავტომობილის 60 ვარიანტი შესთავაზა. გამოშვებულ ავტომობილების საერთო რაოდენობამ 5 მილიონს მიაღწია. თავისი საკმაოდ უხეში შესახედაობის მიუხედავად, Panda წარმოებულ იქნა ItalDesign-ის სალონში მაესტრო D.Jujaro-ს ხელმძღვანელობით. დღეს დასავლეთ ევროპაში ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე იაფი მოდელია.
თავისი უბრალო შესახედაობის მიუხედავად, სრულამძრავიანმა FIAT Panda -მ დიდი პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრეით იტალიის პროვინციებში. ღირდა არც ისე ძვირი, მისი გარემონტება კი სახლის პირობებშიც იყო შესაძლებელი.
1983 წელს ჟენევაში FIAT Uno-ს დებიუტი შედგა. სამოდელო რიგი «ნომერ ერთი» — Uno — წლების განმავლობაში იგი აპენინის ნახევარკუნძულზე ყველაზე პოპულარული ავტომობილი იყო. FIAT Uno იტალიაში კონვეირიდან 1995 წლის მაისში მოხსნე და მისი წარმოება პოლონეთის ქარხანას FlAT-Polsca -ს გადაეცა, თურქეთის ქვეგანყოფილებას TOFAS-FIAT და ასევე ეგვიპტურ ფილიალ El Nasr-ს, სადაც ეს მოდელი დღემდე იწარმოება, იტალიაში იგი FIAT Punto-მ შეცვალა.
1986 წელს ჯუფი ფიატი იძენს Alfa Romeo-ს და მის ქვეგანყოფილებებს და ამით განიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. ამგვარმა პოლიტიკამ კომპანიას საშუალება მისცა ბაზარზე ახალი მოდელი Alfa 164 წარედგინა, რომელმაც ამ მარკის მოდელებს შორის დიდი აღტაცემა გამოიწვია. Alfa 164-ს მალევე მოყვა მეორე მოდელი Alfa 156, რომელიც 1997 წელს წლის ავტომობილი გახდა


ხუთკარიანი ჰეჩბეკი Tipo წარმოდგენილ იქნა 1988 წლის იანვარში , ოთხკარიანი აეროდინამიკური სამმოცულობიანი ექვსფანჯრიანი სედანი Tempra 1990 წლის თებერვალში, ხუთკარიანი უნივერსალი Tempra Station Wagon (მას ასევე ეძახიან FIAT Tempra) და ფურგონი Marengo 1990 წლის მაისში. ეს ყველა მოდელი შესრულებულია ერთი და იგივე პლატფორმაზე, ტუმცა დიზაინი ცოტა განსხვავებულია. იგივე ტექნოლოგიურ პლატფორმაზე კონცერნმა FIAT გამოუშვა ზომებით იგივე მაგრამ უფრო ძვირიანი და პრესტიჟული მოდელები С და D სეგმენტების Lancia Delta - Alfa Romeo 33 და Lancia Dedra -- Alfa 155.
მეორადი ავტომობილების მაზარზე უნივერსალი FIAT Tempra Wagon დღესაც საკმაოდ ბევრია.
გარედან Tipo მასშტაბებში გაზრდილ წინა ბესტსელერს FIAT Uno-ს წააგავს, თუმცა პრესტიჟული ჯილდო 1989 წლის ავტომობილი მაინც მან მიიღო. ამის მიუხედავად ბაზარზე Tipo-მ დიდი აღიარება მაინც ვერ მოიპოვა. 1995 წლის ოქტომბერში Tipo და Tempra მოდელები იტალიაში Bravo/Brava და Магеа მოდელებმა შეცვალეს.
Punto/Sporting — წინაამძრავიანი ავტომობილი ძალიან მციე კლასიდან (3 ან 5 კარიანი ჰეჩბეკი). თვის კლასში ყველაზე პოპულარული (17 საბაზო მოდელს შჴრის, მათ შორის კაბრიოლეტებს შორისაც). დებიუტი შედგა 1993 წლის შემოდგომაზე. GT — შედარებით მძლავრი მოდიფიკაციაა. ამ მოდელის ახალი თაობა 1999 წლის ივლისში გამოჩნდა.
FIAT Punto შესანიშნავად იყიდებოდა არა მარტო სამშობლოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ეს არის ერთადერთი ყველაზე გაყიდვადი მანქანა ევროპაში «B» კლასის ავტომობილებს შორის.
1998 წლის მარტ-აპრილში ტურინში FIAT Seicento იქნა წარმოდგენილი. ავტომობილი განსაკუთრებული პატარა კლასიდან. როგორც Panda ეს ავტომობილიც მიეკუთვნებოდა ევროპული ზომებით კლას A-ს. იწარმოება პოლონეთსი და რეალიზაცია ხდება ევროპაში. იწარმოება საბაზისო ვერსიები: Young, S, SX, Citymatic, Suite, Sporting, ასევე ელექტრონული ავტომობილი Seicento Elettra.
სპორტული კუპე FIAT Coupe FIAT Bravo ბაზარზე ამ ტიპის ავტომობილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მოდელებია.. Coupe Turbo - შედარებით მძლავრი მოდიფიკაციაა ძლიერი დინამიური მაჩვენებლებით და მაქსიმალური სიჩქარით 250 კმ/სთ, კონკურენტი იყო კომპრესული Merсedes-Benz CLK და Porsche Boxster-ის. მოდელი პირველად წარდგენილი იქნა 1993 წლის ნოემბერში . 2000 წლის ნოემბერში კი ტურინის ავტოსალონში ნაჩვენები იქნა ახალი კოლექცია Coupe 2.0 20V Turbo Plus 220-ძალიან ძრავით და 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით
მინივენი FIAT Ulysse უფრო პოპულარულია სამშობლოში, იტალიაში, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც იყიდება მისი ორეულები — Peugeot 807 და Citroen C8. პირველად FIAT Barchetta ფართო საზოგადოებისთვის ჟენევაში 1995 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა და აღიარებულ იქნა სალონის ყველაზე ლამაზ კაბრიოლეტად. ეს წინაამძრავიანი სპორტული კაბრიოლეტი — სპაიდერი ღია ან დაკეცვადი მყარი სახურავით, გაკეთებულ იქნა FIAT Punto-ს ბაზაზე, იყო ერთობლივი ნამუშევარი FIAT-ის და დიზაინერული კომპანია Pininfarina-სი.. 2000 წლის ზაფხულში ტურინში ტურინის ავტოსალონში ნაჩვენები იყო ”ლუქს” კომპლექტაცია Barchetta Riviera.
1995 წელს ჟენევის ავტოსალონში ორკარიანი სპორტული როდსტერი FIAT Barchetta დასახელებულ იქნა ყველაზე ლამაზ ავტომობილად დასაკეც სახურავიიან ავტომობილებს შორის.
2000 წლის ოქტომბერში კომპანიამ აჩვენა საბარგო-სამგზავრო მოდელი Doblo , პარიზის ავტოსალონზე. ეს მანქანა შემოთავაზებულ იყო როგორც სამგზავრო, ისე საბარგო შესრულებით (Doblo Cargo).
FIAT Stilo-ს კიდევ ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში აწარმოებენ, საერთო ბრუნვამ 2,5 მილიონი მანქანა უნდა შეადგინოს.


FIAT_ის ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels