Porsche_ს ისტორია



1875-წლის 3 სექტემბერს ბოჰემიაში (ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე) დაიბადა კომპანია PORSCHE-ს დამაარსებელი ფერდინანდ პორშე. განათლების მიღების შემდეგ
 ფერდინანდი აგრძელებს საოჯახო ბიზნესს. ის დამხმარედ ყავდა თავის მამას, რომელიც სანტექნიკოსი იყო. მაგრამ ფერდინანდი სულ სხვა რაღაცით ინტერესდებოდა და 1898 წელს ახალგაზრდა სპეციალისტი მეთაურობს საკონსტრუქტო ბიურო „ლონერს“ ვენაში.

1906-წლიდან პორშე ხდება თანამშრომელი, ხოლო შემდეგ მეთაური კომპანია „დაილმერისა“. პორშე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადადის, კერძოდ შტუტგარდში. ეს დაემთხვა იმ დროს, როდესაც გერმანიის სათავეში ჰიტლერი მოვიდა, მთავრობა კი სულ ფიქრობდა თუ როგორ გაესწრო გერმანიას ამერიკულ კომპანია „ფორდზე“. პროექტი „სახალხო ავტომობილი“ (გერმანულ volkswagen-ზე) სწორედ ფერდინანდ პორშეს შეუკვეთეს, ასე რომ პირველი Volkswagen-ის დიზაინი პორშეს ეკუთვნის. ეს ავტომობილი მთავრობას მოეწონა, მაგრამ ხალხში დიდი სიყვარული არ გამოუწვევია.

 II მსოფლიო ომის დროს პორშე აპროექტებდა და აწარმოებდა სამხედრო ტექნიკას გერმანიაში. ომის დამთავრების შემდეგ პორშემ რამოდენიმე ხანი საფრანგეთის ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან გააგრძელა თავისი საქმე და სპორტული მანქანის პროტოტიპი შეიმუშავა.




 მამის საქმის ნამდვილი გამგრძელებელი იყო ფერდინანდ უმცროსი. დაიბადა 1909 წელს ვენაში და უკვე ბავშვობიდან გატაცებული იყო ტექნიკითა და ავტომობილებით. განათლებისა და ცოტაოდენი პრაქტიკის მიღების შემდეგ პორშე-უმცროსი ჩამოდის შტუტგარდში ახლად შექმნილ კომპანიაში სამუშაოდ. 1945 წლის მიწურულიდან, როდესაც მამა საფრანგეთის ციხეში იყო, პორშე-უმცროსმა საოჯახო ბიზნესი გადაიტანა ავსტრიის ქალაქ „გმიუნდში“ და დამოუკიდებლად სათავეში ჩაუდგა წარმოებას.

კარლ რებესთან ერთად ფერდინანდმა გამოუშვა თავისი პირველი სპორტული მანქანა PORSCHE 356, რომლის სიმძლავრე იყო მხოლოდ 35 ცხენის ძალა.

1950 წელს პორშე დაბრუნდა შტუტგარდში.

1948-1963 წლებში გაყიდული იქნა 80 ათასი PORSCHE 356.

შემდეგი ავტომობილი, რომელიც შექმნა ფერდინანდ-უმცროსმა, იყო ყველასათვის ცნობილი PORSCHE 911, რომლის სიმძლავრე 130 ცხენის ძალა იყო. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 210კმ/სთ აღწევდა, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ის 8,5 წამში ანვითარებდა. ამ ავტომობილის სერიული წამოება დაიწყო 1963 წლიდან.

ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ავტომობილის ძრავი, მაგრამ თუ იცოდით რომ Porsche-ს აქვს ყველასაგან განსხვავებული ოპოზიტური ძრავი? ოპოზიტური ძრავი არის ისეთი ძრავი რომელსაც ცილინდრები აქვს ჰორიზონტალურად განლაგებული და არა ვერტიკიკალურად, ან V ფორმის მაგვარი.

ეს ძრავი ძირითადად PORSCHE 911 TURBO S-ზე გამოიყენება, მაქსიმალური სიჩქარე 350კმ/სთ, სიმძლავრე 139 ცხენის ძალა, 0-დან 100კმ/სთ-მდე – 3წმ . 




Porsche_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels