Ferrari_ს ისტორია

ენცო ფერარი დაიბადა მოდენაში. 1918 წელს იგი წამოვიდა იტალის შეიარაღებული ძალებიდან და დაბრუნდა საკუთარ სახლში.
  ენცოს  ბავშვობიდან ქონდა ინტერესი მანქანების მიმართ და დაარსა თავისი მცირე კომპანია CMN შემდეგ მუშაობდა ალფა რომეოში და მრობოლერიც გახლდათ და არა ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული. იგი ალფა რომეოს სამსახურში იდგა 1947 წლამდე. 1988 წლის 14 აგვისტოს ენცო გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.

ფერარი დაიბადა 1947 წელს. პირველი ფერარის მანქანა გახლდათ 125 სპორტი ვ12 ძრავით 1.5 ლიტრის მოცულობის. მისი დამფუძნებელი გახლავთ ენცო. 1961 წელს მისი გაყიდვების მენეჯერის Girolamo Gardini და ენცოს ცოლს შორის იყო ფლირტის მსგავსი ურთიერთობა ამან დაძაბა ენცოსი და მისი ურთიერთობა და კომპანია კრიზისში გახლდათ სწორედ 61 წელს Girolamo Gardini წაუყენა ენცოს ულტიმატუმი რომ თუ არ შეწყდებოდა ეს უთანხმოება იგი დატოვებდა კომპანიას. 
მაგრამ ენცომ არ
მიიღო ეს ულტიმატუმი და გაუშვა სამსახურიდან საუკეთესო მენეჯერი ამის მერე კომპანიამ ბევრი გაჭირვება და ჭირ ვარამი გამოიარა მაგრამ ენცოს თავ კაცობით ფერარი გამოვიდა ქუჩებში ტრეკზე და ნელ ნელა იბრუნებდა სახელს. შემდეგ დაიწყო მუშაობა ახალ მოდელზე 250 რომელიც იაგუარის პლადფორმაზე აიწყო. 
შემდეგ Phil Hill მართავდა სწორედ ამ მანქანა
ს ტრეკზე და დიდ წარმატებას მიახწია ავტო მობილმა და 62 წელს უკვე ერთ ერთი ყველაზე სასურველი სპორტ ქარი გახდა მთელ მსოფლიოში. 1963 წლიდან 1967 წლამდე გამოდიოდა ფერრარის პროტოტიპები ვ8 ძრავით. 1969 იდან 1972 წლამდე ფერარის ჩავარდნა ქონდა ამ მდროის მონაკვეთში იგი დაჯაბნა სრულიად პორშემ და ამან თვით ენცოც გააკვირვა 1988 წელს გარდაიცვალა ენცო და ამან უფრო გაამძაფრა ფერარის პოპულარობა მისი ძველი მდოელები გადაიქცა კლასიკებად აიწია ფასებმა.



დაიწყო ახალ მოდელზე მუშაობა კერძოდ F40 ზე და წარმატებით ჩაიარა, ამ ყველაფრის შემდეგ გავიდა კიდევ დიდი დრო და 1996 წელს ფერარის საჯინიბოს შეუერთდა Schumacher და სწორედ აქედან დაიწყო რასაც ქვია ფერარის ამაღLება შუმახერმა 1996 წელსვე მოუტანა ფერარის სამი გამარჯვება. 2000 წლიდან 2004 წლის ჩათვლით შUმახერმა და ფერარმა ზედი ზედ მოიპოვეს F1 თასი. 2000-2004 Schumacher Dominates F1. და სწორედ ფორუმლა ერთის საშვალებით შუმახერი გახდა ფერარის სახე და ინტერესების დამცველი. ფერარის აქციების 5 პროცენტი ეკუთვნის Mubadala Development Company 10 პროცენტი ეკუთვნის ფერარი ენცოს შვილს Piero Ferrari ის ხოლო დანარჩენი აქციების მფლობელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახლავთ კომპანია ფიატი. ფერარიმ ყველაზე მეტი წარმატება მოიპოვა სწორედ ამ ხალხის დახმარებით Michael Schumacher, Kimi Räikkönen, Rubens Barrichello and Felipe Massa ფერარის კომპანიას ეძახდნენ ფერარი სკუდერიას ჯგუფს.

1947 წლის 15 აგვისტოს იტალურ პესკარაში შედგა “ფერარის” სარბოლი დებიუტი. პირველივე გამოსვლა წარმატებული გამოდგა – “ფერარის” ავტომობილი ფინიშთან მეორე მივიდა. მეორე მსოფლიო ომამდე “ფერარი” “ალფა რომეოს” სარბოლი გუნდი იყო. 40-იანი წლების ბოლოს ენცო ფერარიმ საკუთარი მანქანების აგება დაიწყო, ხოლო 50-იან წლებში “ფერარი” სხვა სახელგანთქმულ მარკებთან ტოლსწორად გამოდიოდა.


1919 წლის 5 ოქტომბერს ახალგაზრდა იტალიელ ავტომრბოლელ ენცო ფერარის Costruzioni Meccaniche Nazionali-ის ავტომობილით პროფესიულ ავტორბოლებში დებიუტი ჰქონდა. მაღალმთიან რალიში Parmo-Poggia di Berceto ფერარი ფინიშთან მეთერთმეტე მივიდა. მომდევნო წელს ფერარი “ალფა რომეოს” გუნდში გადავიდა. ორი ათეული წლის განმავლობაში ფერარიმ სატესტო პილოტიდან “ალფა რომეოს” სარბოლი გუნდის დირექტორის თანამდებობამდე გზა გაიარა.


1929 წელს მან ჩამოაყალიბა მრბოლელთა კლუბი Scuderia Ferrari, რომელიც 1933 წელს “ალფა რომეოს” სპეციალიზირებულ საინჟინრო ქვეგანყოფილებად, ხოლო 1940 წელს სარბოლი ავტომობილების შემუშავების დამოუკიდებელ საწარმოდ გადაკეთდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მუშაობა გადადო. მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ შეძლო ფერარიმ პირველი საკუთარი ავტომობილის “Ferrari 125S”-ის დამზადების დასრულება, რომელმაც Coppa Enrico Faini მოიგო.

1987 წლის 18 ნოემბერს ავტომობილის ფასის მსოფლიო რეკორდი დამყარდა. 1963 წლის გამოშვების შეზღუდული სერიის კუპე Ferrari 250 GTO იტალიაში აუქციონზე 1 მილიონ 600 ათას დოლარად გაიყიდა. ასეთი მაღალი ფასი იმთ იხსნება, რომ 1963 წელი უკანასკნელი გამოდგა 250 GTO-ისთვის. 1963 წლის ვარიანტი სალტეების გაზრდილი რადიუსითა და კუპეს ძარით გამოირჩეოდა. 12-ცილინდრიანი ძრავა 290 ცხენის ძალას ავითარებდა. როდესაც 1954 წელს ენცო ფერარიმ GTO წარადგინა, მასზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ “ფერარის” პირველი საამწყობო კონვეირის გახსნა მოუხდა. 250-ე სერიის ყველაზე პოპულარული მოდელები გახდნენ Testa Rossa და GT Spyder

1947 წლის 11 მაისს იტალიურ პიაჩენცაში შედგა “ფერარის” მარკის ავტომობილის დებიუტი. 20-იანი წლების ბოლოდან ფერარი აპროექტებდა და ცდიდა “ალფა რომეოს” სარბოლ ავტომობილებს. 1938 წელს ფერარი “ალფა რომეოდან” წავიდა, ხოლო 1940 წელს საკუთარი საწარმო Auto Avio Construzione შექმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფირმამ დამფუძნებლის სახელი მიიღო.
ავტომობილი Tipo 125, რომლითაც ენცოს პიაჩენცაში დებიუტი ჰქონდა, აღჭურვილი იყო იმ დროისათვის არნახული ძრავით V-12. მანქანა ორი წრით ასწრებდა კონკურენტებს, მაგრამ საწვავის ტუმბოს დაზიანების გამო რბოლის დასრულება ვერ შეძლო. მიუხედავად დისტანციის ჩამოშორებისა, ფერარი შედეგით კმაყოფილი დარჩა. იმავე წელს კომპანიამ სამი Tipo 125 ააწყო და გაყიდა.
პიაჩენცაში ფერარის ავტომობილს ამშვენებდა ყალყზე დამდგარი ცხენის ფიგურა, რომელიც ფერარიმ პირველ მსოფლიო ომში ლეგენდარული მფრინავის ენრიკო ბარაკას დედისგან 1921 წელს მიიღო. ემბლემაზე არსებული ყვითელი ფონი კი ფერარის მშობლიური ქალაქის მოდენისგან არის აღებული.









Ferrari_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels