Mercedes-Benz_ის ისტორია


Daimler-Motoren-Gesellschaft – კომპანიის ისტორია 1900 წლიდან იწყება. სწორედ მას ეკუთვნის დღეს ასე პოპულარული Mercedes-ს ავტომობილების წარმოება. მანქანების გარდა, მის

ი გამოშვების სფეროში შეედიოდა გემებისა და საავიაციო ტექნიკის ძრავების შექმნაც. 1909 წელს სწორედ ამ ფაქტის გამო შეიქმნა მისი ლოგოტიპი 3-ქიმიანი ვარსკვლავის სახით – ეს გახლდათ სიმბოლო მარკის წარმატებებისა ხმელეტზე, წყალსა და ჰაერში. 1929 წელს მოხდა Daimler და Benz – ფირმების შეერთება და ვრსკვლავი რგოლში ჩაისვა (Benz-ს ავტომობილების საავტომობილო რბოლებში გამარჯვებების საპატივცემულოდ). ამ სახით, კომპანიის ემბლე

მა დღესაც მრავალგზის გამოიყენება აქ გამოხატულ ლოგოტიპთან ერთად.

1901 წელს Daimler-Motoren-Gesellschaft-კომპანიამ Mercedes-ს მარკის ავტომობილების გასმოშვება დაიწყო. იგი დააარსა გოტლიბ დაიმლერმა (Gottlieb Daimler) 1890 წელს შტუდგარტთან ახლოს, ბად კანშტატში, თავისი სახელოსნოს ბაზაზე, სადაც მან 1885-1886 წლებში პირველი 4-ბორბლიანი და ბენზინის ძრავიანი ავტომობილი ააგო.

1899 წელს ვილჰელმ მაიბახმა (Wilhelm Maybach), რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღევდა დაიმლერის ავტომობილების წარმოებაში, შექმნა Рhоеnix-Daimler -ი 4 ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 24 ცხ.ძ-ს შეადგენდა. აღნიშნულ აგრეგატს უამრავი ტექნიკური ნაკლი ჰქონდა. იმ მომენტისათვის საკაოდ დიდი გავლენა მოახდინა ემილ ელინეკმა (Emile Jellinek). ადამიანმა, რომელიც Daimler-ს საფრანგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ნიცში ავსტრია-უნგრეთის ელჩი გახლდათ. მან დაარწმუნა მაიბახი ახალი ატომობილი შეექმნა, რომელიც მზად 1901 წელს იყო. ელინეკის წინადადების გათვალისწინებით, მანქანას მისი ქალიშვილის სახელი – Мерседес – დაარქვეს.


 პირველი გახლდათ Мерседес-35Р5. მისი 4-ცილინდრიანი ძრავი სმუშა მოცულობა 5913 კუბ.სმ. გახლდათ და კლასიკური განლაგებაც ჰქონდა (ძრავი წინ, უკანა მოძრავი საბურავები). მისი გარეგნობაც დღეს კლასიკად ითვლება. იგი გახდა საფუძველი ყველა იმ მოდელის შექმნისათვის, რაც კი 1902 წლიდან მოყოლებული დღემდე Mercedes-Simplex-მარკის სახელით გამოსულა. ამ სერის მეტ-ნაკლებაც ცნობილი მოდელები გახლავთ 40/45PS და 60PS – ძრავის 6785 კუბ.სმ. და 9235 კუბ.სმ. მოცულობებით. უკანასკნელი მათგანი კი 90 კმ/სთ სიჩქარესაც ავითარებდა.

მომდევნო წლაბში Daimler-მა “მერსედესის” მსუბუქი ავტომობილების მტელი გამა გამოშუვა, რომელთა მუშა მოცულობა 1568-დან 9575 კუბ.სმ-მდე მერყეობდა. მათ შორის იყო “მდიდრული” მოელებიც სრულიად დახურული კორპუსით. ზოგიერი მათგანი უდგუშო ძრავით. მათი სახელი იყო – Knight. 4055 კუბ.სმ. მუშა მოცულობის Mercedes-Knight-ი წარმოებაში 1924 წლამდე რცებოდა. “მერსე3დესის” სარბოლო ავტომობილებმა უამრავ შეჯიბრში გაიმარჯვეს, რომლებიც I მსოფლიო ომამდე ტარდებოდა.
ერთ-ერთი პირელი ომის შემდგომი წრამოების მოდელი გახლდათ – 28/95PS. მის 6-ცილინდრიან ძრავზე (7250 სმ3) პაულ დაიმლერი 1921-1922 წლებში ატარებდა ცდებს. ხოლო მასში გამოყენებული კომპრესორი აგრეგატის სიმძლავრეს 1.5-ჯერ ზრდიდა.

 ეს საქმიანობა 1923 წლიდან ახალმა მთავარმა ინჟინერმა, ფერდინანდ პორშემ (Ferdinand Porsche) განაგრძო. იმავე წელს გამოვიდა პირელი 4-ცილინდრიანი ძრავები 1568 და 2614 კუბ.სმ. მუშა მოცულობებით, ისინი გამწოვებით იყო აღჭურვილი. 1924 წლიდან კი უფრო ცნობილი სერიის გამოშვება დაიწყო. ეს იყო – 24/100/140 PS 6-ცილინდრიანი აგრეგატით, რომელიც 100-140 ცხ.ძ. სიმძლავრეს ავითარებდა 6240 სმ3მუშა მოცულობის პირობებში.

1926 წელს Daimler-სა და Benz-ს შერწყმის გამო წარმოიშვა კონცერნი – Daimler-Benz, რომლის სათავეშიც ფერდინანდ პორშე ჩადგა. ხელმძღვანელმა ეფექტურად შეძლო ორივე კომპანიის კონსტრუქტორების ცოდნის გამოყენება. ფერდინანდმა სრულიად განაახლა საწარმოო პროგრამა და ბაზურ ელემენტად Daimler-ს უკანასკნელი მოდელი აიღო, რომელიც ახლა Mercedes-Benz-ს მარკით გამოდის. პორშეს პირველი “გრანდიოზული” ნამუშევარი 1926 წელს შეიქმნა და ეს გახლდათ “კომპრესორიანი” სერია К. იგი მოიცავდა მოდელსაც 24/110/160 PS – ტავისი 6-ცილინდრიანი ძარვით, რომლის მუშა მოცულობაც იყო 6240 კუბ.სმ. დიდი სიმძლავრისა და სიჩქარის (145 კმ/სთ) გამო მას “სასკვდილო მახე” შეარქვეს. ეს მოდელი გახდა საბაზო ეგზემპლიარი შემდგომში უფრო ცნობილი S-სერიისათვის, რომელიც S-მოდელებისაგან შედგებოდა.

 1928 წელს პორშემ Daimler-Benz-ი დატოვა და მისი ადგილი ჰანს ნიბელმა (Hans Nibel) დაიკავა. მისი ხელმძღვანელობის დროს გამოუშვეს Mannheim-370 – 6-ცილინდრიანი ძრავით, რომლის მოცულობა 3.7 ლ-ი გახლდათ. ასევე, Nurburg-500 – თავისი 4.9 ლ-ნი და 8-ცილინდრიანი აგრეგატით. ორივე მათგანი ფერდინანდის უკანასკნელი მოდელების ბაზაზე შეიქმნა.




Mercedes-Benz_ის ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels