Mercedes-Benz_ის ისტორია (ნაწილი მეორე)




1930 წელს შეიქმნა Grosser Merceries (“დიდი მერსედესი”) ან Mercedes-Benz-770. მასში 200-ძლიერი 8-ცილინდრიანი 7655 კუბ.სმ მოცულობის კომპრესორიანი ძრავი იყო დაყენებული.



1931 წელს კომპანიამ წარადგინა Mercedes-170, რომელიშიც 6-ცილინრდიანი და 1692 კუბ.სმ მოცულობიანი ძრავი იყო დამონტაჟებული..

დიდ, ლამაზსა და პრესტიჟულ – Mercedes-Benz 770-ს 8-ცილინდრიანი ძრავი ეყენა 200 ცხ.ძ. სიმძლავრით.

1933 წელს გაყიდვაში გამოჩნდა მსუბუქი Мерседес-200 და სპორტული Мерседес-380. მათი ძრავები შესაბამისად 2.0 და 3.8 ლ-ბი გახლდათ და უკანასკნელი მათგანი 140 ცხ.ძ. სიმძავრესაც კი ავითარებდა. 1934 წელს სპორტული მოდელის ბაზაზე შეიქმნა Mercedes-500K. იგი, თავისი 5 ლ-ნი აგრეგატით, 2 წლის შემდეგ უფრო ცნობილი დიდი “კომპრესორიანი” ავტომობილის – Mercedes-Benz-540K-ს საფუძველი გახდა. 1934-1936 წლებში ფირმამ მსუბუქი Mercedes -130-ი გამოუშვა. მასში 4-ცილინდრიანი 26-ძლიერი ძრავი იყო მოთავსებული “უკანა” განლაგების მიხედვით. მისი მუშა მოცულობა კი 1308 კუბ.სმ. გახლდათ. ამ მოდელს მოყვა როდსტერი 150 და სედანი 170H.

1935 წელს ნიბელი შეცვალა მაქს საილერმა (Max Sailer). მისი ტექნიკური ხელმძღვანელობისას შეიქმნა ძალზედ პოპულარული, ხელმისაწვდომი ფასის მოდელი – 170V, რომელსაც 4-ცილინდრიანი ძრავი ეყენა 1697 კუბ.სმ ნუშა მოცულობით. იგი გახლდათ მსოფლიოში პირველი სერიული მსუბუქი ავტომობილი დიზელის ძრავით 260D (1936 წელი). ასევე, ახალი “დიდი” Mercedes- 770 (1938 წელი) – უკანა ზამბაიანი ”პადვესკით”, რომელიც ძირითადად გერანელ ლიდერებს ემსახურებოდნენ.

  მსოლიფოში პირველი დიზელის ავტომობილი შემდეგ სახელს ატარებდა – Mercedes-Benz 260 D.

ომის წლებში Daimler-Benz-ი უშებდა როგორც სატვრთო, ასვე სხვადასხვა კლასის მსუბუქ ავტომობილებს. ომის გამო დაზიანებული შენობა-ნაგებობების და აპარატურის აღდგენისათვის გარკვეული დრო იყო საჭირო. ამიტომ წარმოება მხოლოდ 1946 წელს განახლდა. პირველი ნამუშევარი ამ ეტაპზე გახლდათ – Mercedes-Benz 170U-ი 38-ძლიერი ძრავით. 3 წლია შემდეგ მისი დიზელის აგრეგატიანი ვარიანტიც შეიქმნა.


ერთ-ერთ პირველ ქმნილებას წარმოადგენდა პოპულარული Mercedes-180 (1953 წელი), მას მოყვა უფრო სოლიდური სერიები 220 და 300. სპორტული მოდელების კლასის გახსნა 1951 წელს 300S-მა ითავა, ტავისი 6-ცილინდრიანი ძრავით, რომლის მუშა მოცულობაც 2996 კუბ.სმ. გახლდათ.
1954 წელს გამოვიდა ძალზედ ცნობილი სპორტული კუპე 300SL. თავისი “თოლიის ფრთების” სტილში შესრულებული კარების წყალობით, მას ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. მომდევნო წელს საშუალო ფასის კომპაქტური კაბრიოლეტი – 190SL-ი გამოვიდა. იგი 4-ცილინდრიანი აგრეგატით იყო აღჭურვილი. მისი მოცულობა 1897 კუბ.სმ. იყო.
ცნობილ კუპეს “თოლიის ფრთები” — Mercedes 300 SL Gullwing – მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნებოდა.

Mercedes-Benz 220 SE — ერთ-ერთი პირველი მოდელია, საწვავის შეფრქვევის სისტემით.

1958 წელს ტექნიკური რევოლუცია მოხდა – სერიულ წარმოებაში გაეშვა Robert Bosch-ს მაღალი სისზუსტით საწვავის “შესხურების” სისტემის მქონე ძრავები. ამ ტექნოლოგიის წყალობით 220SE-მოდელის 2.2 ლ-ნი აგრეგატის სიმძლავრე 106-დან 115 ცხ.ძ-მდე გაიზარდა (შმდგომ 120-მდეც კი). ამ მომენტიდან 1994 წლამდე Mercedes-Benz-ს მრავალ მოდელში შეხვდებოდით აბრევიატურას Е, რომელიც საწვავის “შესხურებას” გამოსახავდა.
1959 წელს საშუალო კლასის ახალი საოჯახო ავტომობილი გამოჩნდა (ქარხნული ინდექსია W-111). მან ელეგანტური გარეგნობა მიიღო ვერტიკალურად მოთავსებული “ფარებით”, უზარმაზარი საბარგული და დამოუკიდებელი “პადვესკა” თითოეულ საბურავზე (მოდელები220, 220S და 220SE). მათ მარკის უმაღლესი ტექნიკური დონის დემონსტრირება მოახდინეს.

Mercedes-Benz 220 S (W111)-ი განასახიერებდა ყველა თანამედროვე მიღწევას საავტომობილო წარმოებაში და კომპანიის უმაღლეს ტექნიკურ დონეს აჩვენებდა.

1963 წელს ფირმამ წარმომადგენლობითი კლასის მოდელი -S600-წარადგინა. იგი აღჭურვილი იყო 6.3 ლ-ნი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 250 ცხ.ძ. გახლდა. ასევე, 4-საფეურიანი გადაცემათა კოლოფით, საბურავების კომპფრტული “პადვესკით” პნევმოელემენტებზე. ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელი 204 კმ/სთ-ს აღწევდა.

წარმომადგენლობითი Mercedes S600 – აღჭურვილი იყო 6.3 ლ-ნი 250-ძლიერი ძრავით.

Mercedes-Benz 600 – გახლდათ ავტომობილი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ატომობილის ტიტულის პრეტენდენტი გახლდათ. იგი Pullman-ვარიაციაშიც გამოდიოდა, რომლის სიგრძეც 6240 მმ. იყო. სპორტული მოდელი 1963 წელს უფრო სწრაფმა Mercedes-Benz 230SL-მა (ქარხნული ინდექსი – W-113) შეცვალა ტავისი ორიგინალური სახურავით (მისი შუა ნაწილი გვერდებთან შედარებით ოდნავ დაბლა იყო). 230SL-ს შემცვლელები – 290SL/350SL (ქარხნული ინდექსით W-107), 1971 წლის ბოლოს გამოჩნდნენ და პროგრამაშI 1989 წლამდე რჩებოდნენ. მანამ სანამ ისინი უფრო თანამედროვე სერიამ – SL (W-129) – არ შეცვალა.





Mercedes-Benz_ის ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels