BMW_ს ისტორია



1896 წლის 3 დეკემბერს ჰენრიხ ერჰარდტმა (Heinrich Ehrhardt) ქ. აიზენაჰში დააარსა ქარხანა სამხედრო მანქანების და როგორც არ უნდა გაგიკვრიდეთ, ველოსიპედების საწარმოებლად. გადაწყვიტა შეექმნა არა სამხედრო და კონკურენტების ნაწარმისაგან განსხვავებული. დროისა და ფულის ეკონომიის მიზნით ერჰარდმა ლიცენზია ფრანგებისაგან შეიძინა. პარიზის ავტომობილს “დიუკავილი” ეწოდებოდა.
სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას ახლანდელი BMW-ს წინაპარი. ამ ქმნილებას “მოტორიზირებული ეტლი – Wartburg” – ერქვა.

1896 წლის 3 დეკემბერს ჰენრიხ ერჰარდტმა (Heinrich Ehrhardt) ქ.

აიზენაჰში დააარსა ქარხანა სამხედრო მანქანების და როგორც არ უნდა გაგიკვრიდეთ, ველოსიპედების საწარმოებლად. იგი უკვე მეხუთე გახლდათ ახლომახლო ტერიტორიაზე. ერხარდი ალბათ სულ მუქი მწვანე ველოსიპედების, სასწრაფოს მანქანების და სამხედრო მანქანების წარმოებით იქნებოდა დაკავებული, რომ არა წარმატება რომელიც დაიმლერმა და ბენცმა მოიპოვა თავისი ავტომანქანების წარმოების წყალობით.
გადაწყდა შეექმნათ რაღაცა მსუბუქი, არა სამხედრო და რა თქმა უნდა კონკურენტების ნაწარმისაგან განსხვავებული. დროისა და ფულის ეკონომიის მიზნით ერჰარდმა ლიცენზია ფრანგებისაგან შეიძინა. პარიზის ავტომობილს “დიუკავილი” ეწოდებოდა.
სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას ახლანდელი BMW-ს წინაპარი. ამ ქმნილებას “მოტორიზირებული ეტლი – Wartburg” – ერქვა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1898 წლის სექტემბერში, “Wartburg”-ი დუსელდორფში ჩამობრძანდა და საავტომობილო გამოფენაზე თავისი ადგილიც დაიმკვიდრა დაიმლერის, ბენცის, ოპელისა და დიურკოპის გვერდით.
კიდევ ერთი წლის შემდეგ მოტორიზირებულმა ეტლმა იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი საავტომობილო რბოლის გამარჯვებული გახდა. საუბარია დრეზდენი-ბერლინზე, ააჰენი-ბონზე და არა მარტო. “ვორთბურგი” ოქროს საბადო აღმოჩნდა. მან არსებობის მანძილზე 22 მედალი მოიპოვა და მათ შორის ერთი “ელეგანტური დიზაინისათვისაც” კი მიიღო.

მისი სიცოცხლე 1903 წელს დასრულდა: სერიოზული ვალები, წარმოების მოცულობის კლება… ერხარდტმა აქციონერთა საბჭო მოიწვია და მათ წინაშე სიტყვით წარსდგა. მონოლოგის ბოლოს კი ასე დაასრულა: “dixi” – რაც ლათინურად ნიშნავს – “მე ყველაფერი ვთქვი”. სწორედ ასე ასრულებდნენ თავიანთ გამოსვლებს ძველი რომაელი ორატორები.
ერხარდტმა დახმარება სრულიად წარმოუდგენელი მიმართულებიდან მიიღო. ბირჟის “სპეკულიანტ” იაკოვ შაპიროს, რომელიც აქციონერებს შორის გახლდათ, ძალიან არ უნდოდა მისთვის ძალზედ საყვარელ “მოტორიზირებულ ეტლთან” განშორება. შაპიროს, იმ დროს აკმაოდ სერიოზული გავლენა ჰქონდა ინგლისურ ქარხანაზე ბირმინენგში, რომელიც “ოსტინ 7-ს” აწარმოებდა (Austin Seven). ბრიტანული ავტოპრომი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა ლონდონსა და მის შემოგარენში. შაპირომაც, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ რაც კარგად გათვალა მის მიერ წამოწყებული მთელი ამ მოვლენების სამომავლო მოგება, ინგლისელებისაგან “ოსტინის” ლიცენზია შეიძინა.

 ამ დღიდან მოყოლებული აიზენახის კონვეირიდან ჩამოსული ავტომობილები “Dixi” – სახელით გამოდიოდნენ. ერხარდტის ბოლოს სიტყვის შესაბამისად. ავტომობილების პირველი პარტია ბრიტანეთში გაიყიდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მარჯვენა მოძრაობის მოყვარულ ხალხში მარცხენა რულის მქონე ავტომობილები გავრცელდა. სპეკულიანტმა შაპირომ, როგორც ჩანს ყველაფერი ძალიან კარგად გათვალა.


 1904-დან 1929 წლებში ერხარდტის განახლებულმა კომპანიამ გამოპუშვა და გაყიდა 15822 ცალი Dixi. თუმცა უკვე საკუთარი ავტომობილის შექმნის დროც მოსულიყო. მაინც მოსვენებას არ იძლეოდა ის ფაქტი, რომ ზურგს უკან მუდამ ბირმინენგზე ისაუბრებდნენ. 1927 წელს ჰენრიხმა BMW-ს ძირითადი ნაწილები შეიმუშავა და საკუთარი Dixi-ს წარმოებას შეუდგა – ეს იყო Dixi 3/15 PS.
წლის მანძილზე მისი 20 ათასზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა. იმ დროისათვის ყველაზე “მაგარი” ავტომობილი, მხოლოდ 3.2 ათასი რეიხმარკა ღირდა და 75 კმ/სთ სიჩქარესაც ავითარებდა.
Dixi 3/15 PS — BMW-ს პირველი ცდა ავტომობილების წარმოებაში. მანქანა საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ სწრაფი გამოვიდა.
შემდეგ BMW-ს ისტორიაში კარლ რეიხ რაპი გამოჩნდა (Karl Friedrich Rapp). ადამიანი, რომელიც ზეცასა და საავიაციო ძრავებზე ოცნებობდა. რაპმა მცირე კომპანია დააარსა და მიუნხენის სადღაც ჩრდში საქმიანობასაც შეუდგა. მისი მიზანი იყო არა ავტომობილები, არამედ აეროპლანები. მას ქონდა სურვილი, ენთუზიაზმი, მაგრამ საუბედუროდ “ბედი და გამართლება” არ ქონდა.
1912 წელს იმპერიაში პირველად ჩატარდა საავიაციო მიღწევების გამოფენა, სადაც რაპმა თავისი ნამუშევარი წარმოადგინა 90-ძლიერი ძრავით. სამწუხაროდ, მისი თვითმფრინავი ვერ აფრინდა.
ამ წარუმატებლობამ რაპს ფარ-ხმალი ვერ დააყრევინდა და მან მომდევნო ჩვენებისათვის დაიწყო მზადება. ეს გამოფენა 2 წლის შემდეგ უნდა გამართული. ამ მომენტისათვის რაპმა 125 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავიც კი დაამზადა, მაგრამ 1914 წელს, საიმპერატორო “უსაქმურობის” ნაცვლად I მსოფლიო ომი დაიწყო.
ეს ფაქტი კარლ რაპისათვის, პრინციპში, ხელის შემწყობი აღმოჩნდა – ომმა საავიაციო ძრავებზე მოთხოვნილება საგრძნობლად გაზარდა. თუმცა მის ძრავებს ძალიან დიდი ნაკლი ჰქონდა – ისინი საშინლად ხმაურიანი გახლდათ და ძალიან ვიბრირებდა. მოსახლეობის საჩივრების გამო საქმე იქამდე მივიდა, რომ პრუსიაში და ბავარიაში კარლის ძრავებიანი თვთმფრინავების ფრენა აიკრძალა. საქმე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.


BMW_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels