HONDA_ს ისტორია (ნაწილი მეორე)



1963 წელს მისი პირველი მოდელი გამოვიდა საშუალო ზომის სპორტული მოდელი S500.
ამ პერიოდიდან Honda-მ დაიწყო პპოპულარობის მოპოვება, როგორც კომპაქტური ხარისხიანი არაძვირიანი ავტომობილების წარმოებით. 1973 წელს სოიჩირო ჰონდა ფორმალურად პენსიაში გავიდა (ასევე მოიქცა ტაკიო ფუძისავაც), თუმცა ამის შემდეგაც იგი ყოველთვის ცდილობდა ყოველი ახალი მოდელი პირადად გამოეცადა.


მოგვიანებით ტექნოლოგია CVCC Honda Motor-სთან ხელმოწერილი ონტრაქტის საფუძველზე Isuzu Motors и Chrysler Corporation გადაეცა, ამავე ტექნოლოგიის შესახებ ლიცენზირებული ხელშეკრულება Ford Motor-სთანაც დაიდო. Suzuka Circuit-ის კომპლექსში მოტოციკლების პირველი ნაციონალური ფესტივალი ჩატარდა. 1974 წელს, როცა იაპონიას თავს ნავთობის კრიზისი დაატყდა და ავტომწარმოებლებმა წარმოების შემცირება გადაწყვიტეს, ჰონდა პირიქით მოიქცა -გაარმოგა წარმოება და დაწია ფასები.
ის მართალი აღმოჩნდა — Toyota-სა და Nissan-ისგან განსხვავებით, რომლების გაყიდვებიც 40%-ით შემცირდა, Honda-მგაყიდვები 76 % გაზარდ. სოიჩირო ჰონდამ იმავე 1974 წელს მიჩიგანში დოქტორის ხარისხი მიიღო.

პარალელურად გრძელდებოდა საერთაშორისო ქსელის გაფართოება. 1986 წელს დაიწყო სისტემა 4WS (4-თბლიანი მართვა) შექმნა, კანადაში დაიწყო Accord-ის წარმოება, Honda-მ დაიკავა სამი პირველი ადგილი პარიზ-დაკარის რბოლაში.

1987 წლიდან სისტემა 4WS უკვე ავტომობილ Prelude-ზე დამონტაჟდა, Honda გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მსოფლიოში და განაცხადა უსაფრთხოების ბალიშების სისტემის შექმნის შესახებ. (SRS). წარმოებულ იქნა 5 მილიონი Civic. ჟურნალ Motor Trend-ის მიერ შედგენილ რეიტინგში ყველაზე პოპულარული მანქანები პირველი სამი პოზიცია CRX, Civic და Prelude-მა დაიკავეს.

ჟურნალმა Car and Driver Accord დაასახელა აშშ-ს 10 ყველაზე პოპაულარულ მანქანას შორის. შეიქმნა მოდელი Concerto. 80-იანი წლები გრანდიოზული შემთხვევით დასრულდა სოიჩირო ჰონდა იყო პირველი აზიატი, აღიარებული აშშ-ს ავტომობილების წარმატების დარბაზში. ამავე დროს Accord შტატებში ყველაზე გაყიდვადი მანქანა გახდა, წარმოდგენილი იქნა VTEC და TCS სისტემები.

1990-იან წლებში საქმიანობა ახალი მოდელი NSX დებიუტით დაიწყო. უახლესი ტექნიკური პარამეტრებით ეს იყო პირდაპირი გამოწვევა Ferrari-ს სპორტული ავტომობილებისთვის. NSX ამერიკულ ბაზარზე მალევე დამკვიდრდა და სწრაფადაც იყიდებოდა. ამავე დროს Honda ვითარდებოდა ეკოლოგიური მიმართულებითაც. მისმა ავტომობილმა მზის ენერგიაზე Dream დაიკავა მეორე ადგილი World Solar Challenge-ის რბოლაში.

წლების განმავლობაში Honda სულ უფრო ვითარდება ეკოლოგიის თვალსაზრისით, უშვებს ავტომობილებს, რომლებიც გაზსა და ელექტროენერგიაზე მუშაობენ, ავითარებს ძრავის მახასიათებლებს,რომლებიც მავნე გაზების რაოდენობას ამცირებს. ასე მაგალიტად, 1996 წელს გამოდის Honda EV PLUS — ელექტრომობილი, რომელიც უკვე 1997 წლიდან შეიძლება იქირაო. იქმნება ჰიბრიდული ავტომობილები IMA სისტემით, გამოდის ძრავები ZLEV გამონაბოლქვის ნულოვანი სისტემით.


 




HONDA_ს ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels