HONDA_ს ისტორია



სოიჩირო ჰონდა — კომპანია Honda-ს დამაარსებელი, ინჟინერი, ავტომრბოლელი და უბრალოდ კარგი ადამიანი.

კომპანია Honda 1946 წელს იაპონელმა ინჟინერმა, გამომგონებლმა და ავტომრბოლელმა სოიჩირო ჰონდამ (Soichiro Honda) დაარსა, იგი 1906 წელ ს დაიბადა და თითქმის 50 წელზე მეტია მისი ქცევა არასტანდარტული და გამომგონებლურია. ჰონდას სკოლაც კი არ დაუმთავრებია, 16 წლის ასაკში იგი ტოკიოს ავტოსარემონტო სახელოსნოში მოსწავლედ მივიდა. .



მანქანებისადმი ადრეულ ასაკშივე დიდი ინტერესი მისი მამით იყო გამოწვეული იგი მჭედელი იყო, რომელიც ევლოსიპედებს არემონტებდა, თან შვილს სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას ასწავლიდა. 1928 წელს საკმარისი ფულის შეგროვების შემდეგ, იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში ხამამატსუს პროვინციაში და იქ პირველი სარემონტო სახელოსნო გახსნა. ამავე წელს მან მიიღო პირველი პატენტი იდეისთვის გამოეცვალა ბორბალში ხის სპიცები მეტალით.

ჰონდას გამოგონებებმა მომავალში მას დიდი წარმატება მოუტანეს, რომელიც რთული დავალებებისთვის უმარტივეს გადაწყვეტილებებს პოულობდა.

ტაკეო ფუძისავა ითვლება Honda-ს მეორე მამა დამაარსებლად.

1950 წელს ტოკიოში კომპანიის ფილიალი გაიხსნა. აქვე შეიძინეს საქსოვი ქარხანა, რომელიც მოტოციკლების მწარმოებელ ქარხანად გადააკეთეს. სადაც მოტოციკლ Dream Type D-ის წარმოება დაიწყო, რომელიც 1951 წელს Dream Type E-ით შეიცვალა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 70კმ/სთ ავითარებდა.
1952 Honda-ს სათაო ოფისი ტოკიოში გადავიდა, პროვინცია საიტამაში გაიხსნა ქარხანა Shirako, შეიქმნა ახალი ძრავი Cub Type F ბრუნვით 50 კუბ.სმ და სიმძლავრით 1,2 ლ.ს.

1953 წელს კიდევ ორი ქარხანა გაიხსნა და დაიწყო Benly J-type-ის წარმოებაშემდეგ წელს კი კომპანიის აქციები უკვე ტოკიოს ბირჟაზე იყიდება. ტექნიკური მახასიათებლების გამო Honda უფლებას აძლევენ მონაწილეობა მიიღოს მოტოსოირტში _ მისი გუნდი მონაწილეობს საერთაშორისო მოტორბოლაში Sao Paulo ბრაზილიაში და Isle of Man TT ბრიტანეთში.

1955 კომპანია მოტოციკლების წარმოებით იაპონიაში ლიდერო ხდება. Honda-მ მონაწილეობა მიიღო პირველ იაპონურ რბოლაში Motorcycle Endurance Road Race და გაიმარჯვა 350 და 500 კუბ.სმ. კლასებში, მიიღო ასევე პრიზი კონსტრუქციისათვის. გამოშვებულ იქნა ახალი მოდელი Benly JB, Dream SA, Dream SB-type. 1956 წელს შემუშავებულ იქნა კორპორატიული პრინციპები, რომელსაც კომპანია დღემდე ინარჩუნებს. ამ პერიოდიდან ჰონდას პროდუქციას ერთწლიანი გარანტია აქვს.


1958 წელს გამოვიდა მოდელი Super Cub, 1959 კი Honda მოტოციკლების წარმოებით მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია იყო. სწორედ 1959 წელს ამერიკის შეერთბულ შტატებში ჩამოყალიბდა კომპანია American Honda Motor. .
60-იან წლებში ჰონდას ფილიალები უკვე ევროპაშიც გამოჩნდა. დაიგეგმა სპეციალური სარეკლამო კამპანია სლოგანით “საუკეთესო ხალხი მგზავრობს ჰონდათი” («You Meet the Nicest People on a Honda»). ეს კამპანია 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა, თუმცა მან მოტოციკლი ძალიან პოპულარული გახადა და განსაკუთრებით მისი ახალი იმიჯი _ მხიარული საოჯახო საშუალება საშუალო ფენის გადასაადგილებლად”





HONDA_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels