SUBARU_ს ისტორია



ახალგაზრდა იაპონელი ინჟინერი ჩიკუჰეი ნაკაჯიმა, რომელმაც 1917 წელს საკუთარი კვლევითი საავიაციო ლაბორატორია ჩამოაყალიბა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისტორიაში შევიდოდა როგორც შესანიშნავი კომპანიის შემქმნელი. კომპანიისა, რომელიც SUBARU–ს მარკის ავტომობილებს აგებს.

ლაბორატორია გაიზარდა და 1932 წელს მის საფუძველზე წარმოიქმნა კომპანია Nakajima Aircraft Company, რომელიც აგებდა ხომალდებს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციისათვის. მის მფლობელს სურდა ემუშავა თვითმფრინავების აგებაზე და დიდი წარმატებებიც ჰქონდა ამ მიმართულებით, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდებოდა.
ომმა კარდინალურად შეცვალა მისი ცხოვრება და ბიზნესი.

იაპონიის დამარცხების შემდეგ ავიამშენებლობა, ისევე როგორც მრეწველობის მრავალი სხვა დარგი, ღრმა დეპრესიაში აღმოჩნდა. ქვეყანასუფლება ჰქონდა ჩამორთმეული ჰქონოდა საკუთარი საჰაერო ფლოტი, ამიტომ საჭირო შეიქნა მოძებნილიყო განვითარების ახალი სფეროები. კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა და გარდაიქმნა მსხვილ კონცერნ Fuji Sangyo Co. Ltd-დ, რომელიც სახალხო მოხმარების პროდუქციას აწარმოებდა და ემსახურებოდა სხვადასხვა დარგების საჭიროებებს. Fuji Sangye Limited –ის თორმეტი განყოფილება უშვებდა პროდუქციის ფართო სპექტრს, მოტოროლერების და მოტორიანი ნავების ძრავებიდან დაწყებული და სარკინიგზო ვაგონებით დამთავრებული.

1950 წელს Fuji Sangyo დაიყო 12 პატარა დამოუკიდებელ კორპორაციად, რომელთაგან ექვსი 1953 წელს კვლავ გაერთიანდა ბრენდ Fuji Heavy Industries Ltd სახით. ახალ ფირმას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი კენჯი კიტა, რომელიც არის ავტორი დასახელებისა SUBARU.
 კომპანიის ლეგენდის მიხედვით, სახელი SUBARU ჰქვია ვარსკვლავთა გროვას ვერძის თანავარსკვლავედში.სწორედ მათგან ექვსი ყველაზე კაშკაშა შეადგენს SUBARU-ს ემბლემას.


 SUBARU-ს ინჟინრებმა არჩევანი ძრავის სასარგებლოდ გააკეთეს, რაც უზრუნველყოფს მათი ავტომობილის მთელ რიგ უპირატესობებს სხვა ავტომობილებთან შედარებით. ეს სისწრაფეში და ფუნქციონალურ თვისებებში გამოიხატება. BOXER სისტემის ძრავების ჰორიზონტალურ-ოპოზიტური კონსტრუქცია უზრუნველყოფს ყველა მექანიზმის სტაბილურად დაბალანსებულ მუშაობას. ერთმანეთის შემხვედრად მოძრავი დგუშების სისტემა არეგულირებს ანთების კამერებში წარმოშობილ ვიბრაციებს. მათი განლაგება, ოპტიმალური კომპაქტური ფორმა საშუალებას იძლევა შემცირდეს ძრავის ზომები, სიმძლავრის დაკარგვის გარეშე. ძრავის და მთლიანად ავტომობილის სიმძიმის ცენტრი მნიშვნელოვნადაა გადატანილი ქვევით, რაც ხელს უწყობს ავტომობილის მდგრადობის გაზრდას დიდი სიჩქარით მანევრირებისას. გაუმჯობესებული სტაბილიზაციის გამო ავტომობილი სწრაფად აღიდგენს თავის კურსს საჭის მკვეთრი მობრუნების შემდეგ. ძრავის ვიბრაციის შემცირების გამო სალონი უფრო კომფორტული და უხმაურო ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მოგზაურობისას. მძღოლი ნაკლებადაა დატვირთული და შეუძლია მთელი გულისყური ავტომობილის მართვაზე ჰქონდეს გადატანილი. ძრავის სიმძლავრე ისეა გათვლილი, რომ
SUBARU-ს მოდელის ნებისმიერი ავტომობილი დამაჯერებლად გადაადგილდებოდეს როგორც ხშირი მოულოდნელი სიტუაციების მქონე ქალაქის ინტენსიურ ნაკადებში, ასევე ქალაქგარეთა დასახლებებში, სადაც მნიშვნელოვანია არა სიჩქარე, არამედ გამწევი ძალა.
SUBARU-ს ჰორიზონტალურ-ოპოზიტური ძრავა ავტომობილის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა ნებისმიერ სიტუაციაში. SUBARU-ს ძრავა ადასტურებს ამ ოჯახის ნებისმიერი ავტომობილის სპორტულ ხასიათს და წარმოაჩენს მთელ თავის შესაძლებლობებს. SUBARU-ს ავტომობილების დინამიკა ცნობილი სარბოლო ტრეკების მკაცრ ბატალიებშია შემოწმებული. ასეთ შეჯიბრებებში კი მონაწილეობას იღებდნენ ფირმის მიერ მისი არსებობის განმავლობაში გამოშვებული სულ სხვადასხვა მოდელები. თქვენი ავტომობილი ყოველ წამს მზადაა რეაგირება მოახდინოს თქვენს სურვილზე სიჩქარის გასაზრდელად.



SUBARU_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels