BMW_ს ისტორია (ნაწილი მესამე)



30-იან წლებში BMW-მ საბოლოოდ დაარწმუნა მომხმარებლებიც და კონკურენტებიც, რომ თუ მის დასახელებაში სიტყვა “ძრავია” ნახსენები, ეს ნიშნავს, რომ მის პროდუქციაშ

ი არსებულ აგრეგატებთა შორის საუკეთესოები გამოიყენება. ამ დასკვნის საბოლოო დადასტურება ერნესტ ჰენემ (Ernst Henne) მოახერხა 1936 წელს.
ნიურბურგის რბოლაში 2-ლიტრიან ავტომობილებს შორის გამარჯვება თეთრმა როდსტერმა – BMW 328-მ მოიპოვა. მან უკან დიდი, კომპრესორიანი ავტომობილებიც კი მოიპოვა. მისი საშალო სიჩქარე 101.5 კმ/სთ იყო. არ უყვართ ამ მიუნხენში კომპერსორიანი ძრავები და რა ქნან. უფრო სწორად უყვართ, მაგრამ არა ისე აქტიურად როგორც სხვაგან.
კიდევ 1.5 წლის შემდეგ იმავე ერნეს ჰენემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამჯერად 500 კუბურ სანტიმეტრიანი მოტოციკლით, რომლითაც მან 279.5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ამ მოვლენამ ყველა კითხვას გასცა პასუხი და ოპონენტები მინიმუმ 14 წლით დაადუმა.
BMW 328 Roadster —სწრაფი და ძალიან ლამაზი ავტომობილია. ნიურბურგში მან კომპრესორიანი ავტომობილებიც კი ჩამოიტოვა უკან და შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა.
II მსოფლიო ომის დაწყებამდე BMW-მ ლიმუზინების შეჯიბრშიც მოასწრო მონაწილეობა. Opel Admiral -ს და Ford V-8-ს გვერდზე რბოლაში მონაწილეობის სურვილი ძალიან ძლიერი იყო და Maybach SV 38-მა ბოლოს და ბოლოს ცდუნებას ვერ გაუძლო.
1939 წლის 17 დეკემბერს BMW-მ ბერლინში ახალი 335-ის 2 ვარიანტი წარმოადგინა – კაბრიოლეტი და კუპე. ექსპერტებიც და მაყურებლებიც სანახაობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
სამწუხაროდ 335-ს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. II მსოფლიო ომის დაწყების გამო BMW-ე ძირიტადად საავიაციო პროდუქტების წარმოებაზე გადაერთო. თანაც გერმანიის მთავრობამ ავტომობილების კერძ პირებზე მიყიდვა აკრძალა.
BMW 335-ს ყველაფერი ჰქონდა თავბრუდამხვევი წარმატების მოსაპოვებლად, მაგრამ II მსოფლიო ომი დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა.
40-იანი წლების აპრილში როდსტერზე BMW-328, რომლის საჭესთანაც მორიგეობით ისხდნენ ბარონი ფრიც ჰუსკე ვონ ჰასტეინი (Baron Fritz Huschke von Hanstein) და ვალტერ ბაუმერი (Walter Baumer), 1000 მილიანი Mille Miglia-ს გამარჯვებული გახდა. მათმა 166.7 კმ/სთ-იანმა საშულაოო სიჩქარემ აშკარა უპირატესობა მიანიჭათ რბოლაში და გამარჯვებამაც არ დააყოვნა.
სწორედ II მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა და დღესაც მოქმედებს BMW-ს მთავარი პრინციპი: მუდმივად ახალი, აგრესიულად-სპორტული და მუდამ ახალგაზრდა. ავტომობილი ადამიანებისათვის, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება გამოიყურებიან კიდეც მოშვებულად, სინამდვილეში კი ბევრს მიაღწიეს ცხოვრებაში. სწორედაც ამიტომ არიან ისინი მოდუნებულები.




“ერთიანი ერი, ერთი რეიხი, ერთი ფიურერი… ერთი ბაზა” – ეს მძლავრი პროპაგანდული კამპანია მესამე რეიხის დორს კომპანიი სმიმართ იყო გამოყენებული. როგორც არ უნდა ყოფილიყო, გერმანიის გენერალურმა შტაბმა ავტოპრომისაგან სამი ტიპის სამხედრო ავტომობილის შექმნა მოითხოვა. ყველაზე მსუბუქი მოდელის დამზადება “სტიუვერს”, “ჰანომაგს” და BMW-ს დაევალა. თანაც სამივე მათგანს მკაცრად აუკრძალეს, მანქანის რომელიმე კომპანიის სახელით შექმნა.
BMW-ე სამხედრო საქმიანობას ყველაზე გვიან შეუდგა, 1937 წლის აპრილში. 40-იანი წლების ზაფხულში კი მან კარისათვის 3 ათასი ტექნიკური ერთეული დაამზადა. ყოველი მათაგანი შემდეგი სახელით შეიქმნა – BMW 325 Lichter Einheits-Pkw. მათ დიზაინში კი BMW-სათვის ჩვეული შტრიხები უკვე აღარ იყო.
როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, მიუნხენის ქარხნის პროდუქცია ჯარშI ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ მისი “ბამპერები” სულაც არ იყო სამხედრო საქმიანობის შესაფერისი და საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა; “ბლიცკრიგის” გიჟურ იდეას 325-ე მოდელი საერთოდ არ ესადაგებოდა და საწვავის მარაგი ავტომობილებს მხოლოდ 240 კმ-ზე ჰყოფნიდა.
მაინც, BMW -ს თანამედროვე მოყვარულებისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ BMW-ს მიერ შექმნილი ყველა მოდელი სამხედრო საქმიანობიდან 1942 წლის ზამთრამდე ამოიღეს.
გერმანიის დამარცხება II მსოფლიო ომში პრაქტიკულად BMW-ს განადგურებას გულისხმობდა. საბჭოთა კავშირის მოკავშირეებმა მილბერტშოფენის საწარმო ნანგრევებად აქციეს, აიზენახის ქარხანაც მათი გავლენის ქვეშ მოექცა. შემდეგ მთელი მოწყობილობა რუსეთში გადაიტანეს. დარჩენილი ტექნიკის სრულად მობილიზება და რაღაცეების დამზადება კიდევ მოხერხდა, მაგრამ კონვეირიდან ჩამოსული BMW-ბიც რუსეთისაკენ გაეშურა. “ბავარიის ძრავების ქარხნის” ჯერ კიდევ ცოცხალმა აქციონერებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, როგორც ფინანსური ისე ადამიანური და კიდევ ერთხელ ცადესბედი. მათ მნთელი ყურადღება მიუნხენში ჯერ კიდევ მოქმედ, 2 ქარხანაზე გადაიტანეს და საქმეს შეუდგნენ.
მსოფლიო ომის შემდგომი პირველი ოფიციალური ნამუშევარი გახლდათ მოტოციკლი. 1958 წლის მარტში ჟენევაში მაყურებელთა წინაშე 250-კუბიანი R-24-ი წარსდგა. წლის ბოლომდე მისი დაახლოებით 20 ათასი ეგზემპლიარი გაიყიდა.
შემდეგ გამოვიდა R-51, მას მოჰყვა – R-67, ბოლოს კი 600-კუბიანი სპორტული R-68 , რომლის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ იყო . “68-ე” თავისი დროის უსწრაფესი მანქანა გახლდათ. 1954 წლის ბოლოსათვის ლამის 3 ათასი მომხმარებელი იწონებდა თავს BMW-ს მოტოციკლზე.
2-საბურავიანი მონსტრების ამ წარმოუდგენელმა პოპულარობამ კომპანიას ბოროტი ხუმრობა მოუწყო. მოტოციკლი, როგორი მაგარი ციგი არ უნდა იყო, მაინც რარიბების გადაადგლების საშუალებაა. 50-იან წლებში კი უკვე უამრავი ადამიანი, რომელსაც საჭირო თანხა გააჩნდა კომფორტულ სედანზე ოცნებობდა.
BMW R-68 -ს მაქსიმალურმა 160 კმ/სთ სიჩქარემ მას 50-იანი წლების ყველაზე სწრაფი მოტოციკლის ტიტული მოუტანა.
 BMW-ს პირველი მცდელობა მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ, სრული კრახით დასრულდა. BMW 501 -ეს ფრანკფურტში ოვაციებით შეხვდნენ და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. თითქოს კომპანიამ მიაგნო საჭირო მუხტს და მოთხოვნაც დაკმაყოფილდა, მაგრამ მოდელი სამწუხაროდ ყველაზე ძვირიანი გამოდგა ავტოსალონზე.
მხოლოდ წინა ნაწილის დამზადება 3 ან 4 ტექნიკურ ოპ;ერაციას მოითხოვდა. ეს ყველაფერი კი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, 220-e მერსედესისათვის კონკურენციის გასაწევად კეთდებოდა.





BMW_ს ისტორია (ნაწილი მესამე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels