BMW_ს ისტორია (ნაწილი მეოთხე)


 50-იანი წლები კომპანიისათვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. ვერ გაამართლა ვერც 507-ემ და ვერც 503-e მოდელებმა. ისინი, პრინციპში ამერიკის ბაზრისათვის შეიქმნა, მაგრამ პასუხი იქიდანაც იგვიანებდა. მათი ვალები მიზანმიმართულად იზრდებოდა, გაყიდვების მოცულობა კი ეცემოდა.
BMW 501-ს უადვოდ ლამაზმა იერმა კომპანიის მოლოდინი ვერ გაამართლა და საჭირო მოწონება ვერ დაიმსახურა, რადგანაც მისი თვითღირებულება და შესაბამისად ფასიც, ძალზედ მაღალი იყო.
კომპანიას არც ახალმა ნამუშევრებმა და არც სათანადოდ დაგეგმილმა სარეკლამო კამპანიამ უშველა. მათ რიცხვში იყო BMW 502 Cabriolet-ი. ოღონდ ეს მოდელი როგორმე გაესაღებინათ და მარკეტოლოგებმა რა აღარ გააკეთეს.
მკაცრი მამაკაცური სამყაროსათვის ეს ავტომობილი გათვალისწინებული არ ყოფილა. რეკლამა შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: “გამარჯობათ, ქალბატონო! სულ რაღაც 22 ათასი მარკა და ვერცერთი მამაკაცი ვერ ჩაგივლით გულგრილად. თქვენ სულ იოლად დაიპყრობთ მათ გულებს სპილოს ძვლიან საჭეზე ხელის მსუბუქი დადებით.”
502-ე ქალის ნაზი ხელებისათვის შეიქმნა. მსუბუქი გასახსნელი სახურავიც მათ გამო დამზადდა და რა თქმა უნდა არცერთ მათგანს არ ადარდებდა, რომ ავტომობილში 2.6 ლ-ნი ძრავი ყენდებოდა, რომლის სიმძლავრეც 100 ცხ.ძ. იყო. მთავარია, მაგნიტოფონი ნაზად ატრიალებდა საყვარელი გლენ მილერის სიმღერებს. 2 წლის განმავლობაში იტანჯებოდა BMW-ე მათ გასაღებაზე. რა აღარ მოიმოქმედა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. დამატებითი შეკვეთები მაინც არ შემოსულა.
BMW 502 – სპეციალურად ქალებისათვის შეიქმნა.
  
 1954 წელს მიუნხენელები მეორე უკიდურესობაში ჩაცვივდნენ. გერმანიის გზებზე ახალი BMW Isetta 250 – გამოჩნდა. კომპანიაში მას “მოტო-კეპეს” ეძახდნენ, მოსახლეობამ კი “საბურავებიანი კვერცხი” შეარქვა. მასში R-25-ს ძრავი იყო ჩამონტაჟებული და მხოლოდ 12 ცხ.ძ. სიმძავრეს იძლეოდა. ალბათ მას ცხენისაც კი არ ეთქმის, უფრო პონის მოგვაგონებს.

 

BMW Isetta 300-ს სამართავად საკმარისია მოტოციკლის ტარება იცოდეთ.
2 წლის შემდეგ, 3-საბურავიანი ავტომობილების წარმატებით გათამამებულმა BMW-მ კიდევ ერთი “კვერცხი” დაამზადა – Isetta 300. ეს უკვე, წააგავდა მაინც მანქანას. 298 კუბ. სმ-იანი ძრავიც რაღაცას დაემსგავსა.
ასეა თი ისე, “ისეტის” 137 ათასი ეგზემპლიარი დამზადდა. განსაკუთრებული პოპულარობით იგი ინგლისში იყო. მათი კანონები ამ მანქანის ტარების ნებართვას მხოლოდ მოტოციკლის პრავითაც კი რთავდნენ. მანქანას უკან ხომ ერთადერთი საბურავი ჰქონდა.
1959 წლის ზამთარში გერმანია ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა. 2 წლით ადრე კომპანიაში სატყეო წარმოების“ მეფის, ჰერმან კრაგსის (Herman Krags) მიერ დაბანდებული 15 მლნ. მარკა მხოლოდ სასიამოვნო მოგონედაბრა დარჩა. BMW-ს სხვა გამოსავალი არ დარჩა და იგი Mercedes-თან აპირებდა გაერთიანებას. ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ მცირე აქციონერები და კომპანიის ოფიციალური დილერები. ბოლოს კომპანიის გადარჩენა მაინც მოახერხეს.
ახალმა დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შემდგომი ათწლეულებიც შეუცვლელად ხელმძღვანელობდა – “ჩვენ ვაწარმოებთ საშალო კლასის ავტომობილებს და საავიაციო ძრავებს”.
3 წლის შემდეგ ზამთარში კონვეირიდან ჩამოვიდა BMW 1500. მან ახალი კლასი ჩამოაყალიბა 4-საბურავიან მანქანებს შორის და გერმანელები ამერიკული მანქანების ყიდვისაგან იხსნა.
1500-ს 90 ცხ.ძ. სიმძავრე 150 კმ/სთ-მდე აჩქარებდა და 100 კმ/სთ-ს მისაღწევად მხოლოდ 16.8 წმ-ს მოითხოვდა. ეს ავტომატურად ხდიდა მას სპორტულ მოდელად. მასზე მოთხოვნა ფენომენალური იყო. ქარხანა დღეში 50 ეგზემპლიარს აწყობდა და სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ავტობანებზე 24 ათასი BMW 1500-ი დაქროდა.
BMW 1500-ს ფენომენალურმა მოთხოვნამ იმ დროისათვის სერიოზული დინამიური მახასიათებლები დაამკვიდრა.
  
BMW_ს ისტორია (ნაწილი მეოთხე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels