BMW_ს ისტორია (ნაწილი მეორე)



1916 წლის 7 მარტს რაპის კომპანია დაარეგისტრირეს სახელით “ბავარიის საავიაციო ქარხანა” (BFW). ამ მომენტში ფირმის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება

ჩნდება. ესა გახლავთ – ვენის ბანკირი კამილო კასტილიონი (Camillo Castiglioni). მან კომპანიის წილი რაპისაგან შეიძინა და მაშინ უკვე – BFW-ს კაპიტალი 1.5 მლნ. მარკამდე გაზარდა.
რაპი ვერც ამან დაიხსნა “წარუმატებელი და ბანკროტის” რეპუტაციისაგან, სამაგიეროდ ეშველა კომპანიას. უკანასკნელი ძალების მობილიზაციით მან როგორც იქნა მიიტანა სული ავსტრიელი ფრანც იოსებ პოპის (Franz Josef Popp) გამოჩენამდე.
პოპი გახლდათ ავსტრია-უნგრეთის საზღვაო ქვეითის გადამდგარი ლეიტენანტი, ადამიანი უმაღლესი საინჟინრო გამათლებითა და პიროვნება, რომელიც საიმპერატორო მმართველობისას თავდაცვის სამინისტროში მოღვაწეობდა და გამუდმებით თანამედროვე ტექნიკურ მიღწევებს იკვლევდა. იმ მომენტისათვის პოპი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ძალური აგრეგატებით – 224В12, რომელიც მიუნხენში გამოდიოდა. აქ ფრანცი 1916 წელს ჩამოვიდა და თავისი საქმიანობის ნულიდან დაწყებას აპირებდა.
პირველი, რაც პოპმა გააკეთა – ის იყო, რომ მან სამსახურში აიყვანა გენიალური , როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ინჟინერი სახელად მაქს ფრიცი (Max Friz). მაქსი ახალი დათხოვილი იყო Daimler-დან, რადგანაც ხელფასის 500 მარკამდე გაზრდას მოითხოვდა. დაიმლერს თავის დროზე რომ არ ეწუწურაქა, BMW-ს შეიძლებოდა სრულიად სხვანაირი მომავალი ჰქონოდა.
ფრიცის მიმართ რაპი უარყოფითად იყო განწყობილი და როგორც კი Daimler-ს ყოფილი ინჟინერი სამსახრუში გავიდა, რაპი პენსიაზე გავიდა. მისი წასვლის მიუხედავად კომპანიას მაინც ნახევრად გაკოტრებულის სახელი დარჩა. ამიტომ პოპმა კომპანიის სახელის შეცვლა გადაწყვიტა.
1917 წლის 21 ივლისს მიუნხენის სარეგისტრაციო პალატაში ისტორიული ჩანაწერი ფორმდება: “რაპის ბავარიის საავიაციო ქარხანა” დღეიდან იწოდება, როგორც “ბავარიის ძრავების ქარხანა” (Bayerische Motoren Werke). ასე შეიქმნა დასახელება – BMW. მისი ძირითადი პროდუქცია ჯერ კიდევ საავიაციო ძრავები გახლდათ.
  

I მსოფლიო ომის დასრულებამდე 1 წლითა ადრე კაიზერს ფრეს იმდეი მაინც ჰქონდა. არ გამოვიდა. მეტიც, ვერსალის შეთანხმების თანახმად გერმანიაშI საავაციო ძრავების წარმოება საერთოდ აიკრძალა. ფრანც-იოსეფ პოპი კი არა და არ ჩერდებოდა. იგი განაგრძობდა ახალი ძრავების მოფიქრებასა და შექმნას.
1919 წლის 9 ივლისს პილოტმა ფრანც ზენო დიემერმა (Franz Zeno Diemer) მაშინ წარმოუდგენელ სიმაღლეს – 9760 მ-ს მიაღწია 87 წთ-ში. მის DFW C4 -ში კი BMW-ს მეოთხე სერიის ძრავი ეყენა. თუმცა სიმაღლის მსოფლიო რეკორდი არავის დაუფიქსირებია. იმავე ვერსალის შეთანხმების მიხედვით, გერმანია არ შედიოდა საერთაშორისო ფედერაციის აერონავტიკის წევრებში.
პოპის გვერდზე რაპის გადამრჩენი, ბანკირი კასტილიონიც იდგა. 1992 წლის გაზაფხულზე მან BMW-სათვის უკანასკნელი გადარჩენილი საავაციო ქარხანა შეიძინა. ამ მომნეტიდან “ბავარიის ძრავების ქარხანას” კიდევ ერთი მიმართულება უჩნდება.
თვითმფრინავების ძრავების პარალელურად მიუნხენში უკვე სულ მცირე – 2 ცილინდრიანი აგრეგატებიც იქმნება, რომელთა მოცულობა მხოლოდ 494 კუბ.სმ-ს აღწევს. 1 წლის შემდეგ სიახლემ აშკარად გაამართლა – 1923 წელს ჯერ ბერლინის, შემდეგ კი პარიზის ავტოსალონზე – BMW -ს პირველ იმოტოციკლი – R-32 – მთავარი სენსაცია გახდა.
 BMW-ს პირველი მოტოციკლი — R-32 – ბერლინის და პარიზის ავტოსალონების სენსაცია გახდა.
კიდევ 6 წლის შემდეგ BMW-მ უკვე საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მუშაობის მიმართულებები: მოტოციკლები, ავტომობილები და საავიაციო ძრავები. ამ მომენტისათვის უკვე 2 წელი იყო გასული, რაც კომპანია საკუთარ Dixi-ს აწარმოებდა. ეს გახლდათ სრულებით განახლებული ვერსია, რომელიც პოპმა სრულად მოარგო გერმანელების გემოვნებას.
იმავე 29 წელს BMW-Dixi-მა საერთაშორისო რბოლაში გაიმარჯვა. მაქს ბახნერმა (Max Buchner), ალბერტ კანდტმა (Albert Kandt) და ვილჰელმ ვაგნერმა (Wilhelm Wagner) პირველობა საშუალო 42 კმ/სთ სიჩქარით მოიპოვეს. ასე სწრაფად და ამდენ ხანს იმ დროში არცერთ ავტომობილს არ შეეძლო მოძრაობა.
1930 წელს BMW-ე სეზონის კიდევ ერთ ჰიტს უშვებს. პოპმა და მისმა თანამშრომლებმა მთელი 34 წლით უკან დაბრუნება გადაწყვიტეს და ახალ ავტომობილს “ვარტბურგი” დაარქვეს.

მოტორიზირებული ეტლის მოგონება კვლავ გაცოცხლდა და ახლა უკვე DA-3-ს გარეგნობაში მოგვევლინა. დაწეული საქარე მინით ავტომობილს 100 კმ/სთ-მდეც კი შეეძლო სიჩქარის გაზრდა. იგი პირველი BMW-ე გახდა, რომელმაც Motor und Sport-ჟურნალის კომპლიმენტი დაიმსახურა: “ვარტბურგი მხოლოდ საუკეთესო მძღოლებს უნდა ჰყავდეთ. უღირსოები მას არ იმსახურებენ” – ეს არის ამონარიდი შესაბამისი სტატიიდან.
1932-ში Dixi-ი ისტორიას ჩაბარდა. “ოსტინის” წარმოებაზეც დასრულდა ლიცენზია. 5 წლის წინათ პოპი ალბათ ძალიან განიცდიდა ამ მოვლენას და გამოსავლის ძიებას შეუდგებოდა.
მაგრამ იმ პერიოდში BMW-ში მხოლოდ მომავალზე იყვნენ ორიენტირებულები. მომავალი კი – ბერლინის მოტო-შოუ გახლდათ. BMW 303-მა საოცარი მოწონება დაიმსახურა. ყველაზე პირველ “სამიანში” ყველაზე მცირე 6-ცილინდრიანი ძრავი ეყენა, რაც კი ოდესმე არსებულა და მისი მოცულობა 1173 კუბ.სმ. გახლდათ. ინჟინრები 100 კმ/სთ სიჩქარის გარანტიას იძლეოდნენ, მხოლოდ საჭირო ქუჩას თუ ამოირჩევდით.

პირველი 303-ს დრაივ-ტესტი ჩატარდა თუ არა, არავინ იცის. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიჩქარეა. ეს არის მისი გარეგნობა. “სამას მესამემ” მთელი რიგი 29 წლით განსაზღვრა BMW-ს დიზაინი: მაშინდელი დახვეწილი შტრიხები დღესაც იცნობა მის ავტომობილებში.
შემდეგ იყო 326 Cabriolet. იგი 36 წლის აღმოჩენა გახდა და “სამიანებს” რიგი ღირსეულად დაასრულა. 1936-1941 წლებში BMW 326 -მა ლამის 60 ათასი მომხმარებლის გული დაიპყრო. ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია კომპანიის არსებობის მთელს ისტორიაში.
BMW 326 Cabriolet -ს ფენომენალური წარმატება ხვდა წილად.



BMW_ს ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels