Skoda_ს ისტორია (ნაწილი მეორე)



I მსოფლიო ომის წლებში კოამპნიის საქმიანობა მიმართული იყო სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე.

1925 წლის ივნისს, Laurin&Klement-კომპანიისა და Skoda-სააქციო საზოგადოების შერწყმის გადაწყვეტილების თანახმად, სინდიკატი “შკოდა” მლადა ბოლესლავის საავტომობილო ქარხნის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

წარმოების არეალი ჭეშმარიტად ძალზედ ფართე იყო: გახსნილი იყო უზარმაზარი ტრაილერების ამქაჩების, ელექტრო-აირული ავტომობილები, “ტილლინგ-სტივენსის” ავტომობილები, ბრონირებული მანქანები, სტაციონარული ძრავები და ძრავები საჰაერო ბუშეტებისათვის. ასევე, თვითმფრინავებისათვის და საგზაო ტრაქტორისთვისაც კი.
20-იანების ბოლოს ძირიტადი სამგზავრო ავტმობილის როლში, რომელიც ბოლესლავ მლადას ქარხანაში გამოდიოდა, იყო პატარა მოდელი L&К — “შკოდა 110”. 1952-1929 წწ. შუალედში მისი 2985 ეგზემპლიარი გამოვიდა. ეს ავტომობილი მუდმივად იცვლებოდა და იხვეწებოდა.

ასაწყობი ხაზის მიხედვით მუშაობის სისტემა იმდენად სენსაციური აღმოჩნდა, რომ სიახლე ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში გაშუქდა. 1930 წელს ამ სისტემის წყალობით, კომაპნიას 25 ავტომობილის დამზადება შეეძლო დღის განმავლობაში. მცირე მოდიფიკაციების შემდეგ კი მისი საწარმოო მოცულობა 95 მანქანას შეადგენდა დღეში.
ახალი მოდელები: 4R და 6R - პირველები გახლდნენ, რომელთაც წილად ხვდათ პატივი შკოდას ემბლემა ეტარებინათ. მათი შექმნით კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. ამ მოდელების მცირე მიღწევა იყო დეტალების სტანდარტიზაცია და უნიფიკაცია - გადაცემათა კოლოფის, ღერძების, საწის ნაწილების, ასევე მრავაი სხვისი.

6R და 4R მოდელები — კომპანიის პირველი ავტომობილები არიან, რომლებიც უშუალოდ Skoda-მარკით გამოდიოდა.


1930 წელს შკოდამ II ადგილი მოიპოვა გამოშვებული პროდუქციის და III - მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის მიხედვით ჩეხოსლოვაკიაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რაოდენობაზე პრიორიტეტულად ხარისხს მიიჩნევდა, გადაწყდა რომ ეს სიტუაცია გამოესწორებინათ. 193 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული მლადა ბოლესლავის ქარხანა გახდა “საავტომობილო წარმოების სააქციო კომპანია” (АSAP), რომლის სათაო ოფისიც პრაღაში მდებარეობდა. კომპანია მოიცავდა: მსუბუქ ავტომობილზე მომუშავე ქარხანას მლადა ბოლესლავში, საავტომობილო განყოფილებას პლზენში, სარემონტო დაწესებულებას პრაღაში - “ელკა”, ასევე, ყველა ფილიალს, სარემონტო და კომერციულ დაწესებულებებს. აქციების მთელი პაკეტი კი პლზენში არსებული კომპანიის ხელთ იყო, რომელსაც კვლავ “შკოდას ქარხანა” დაერქვა. მის სათავეში მოვიდა ინჟინრეი - იან ნოვაკი.
Skoda Popular-ი მონტე-კარლოს გამარჯვებული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ამ შედეგს არავინ მოელოდა.

Skoda Favorit-ი გახლდათ მოდელი, რომელმაც შეცვალა Popular-ი. იგი ძალზედ პოპულარული მოდელი გახდა მცირე ფასის წყალობით.

4 წლის შემდეგ საავტომობილო ბაზარი Skoda-Popular-მა შეძრა ახაილ ტრანსმისიით, რომელმაც 1936 წელს II ადგილი მოიპოვა მონტე-კარლოში. მის შემცვლელად მოგვევლინა - Skoda Favorit, შემდეგ Skoda 1101 (Skoda Spartak), რომელიც 5 წლიანი განვითარების შემდეგ ყველასათვის ნაცნობ Octavia -ში გარდაიქმნა.
შემდეგ შეიქმნა Felicia. 1964 წლიდან მოყოლებული 1988 წ-მდე, გამოდიოდა მოდელები, რომლებშიც ძრავი კორპუსის უკანა ნაწილში ყენდებოდა. მხოლოდ “ფავორიტსა” და “ფორმანში” დაიბრუნა აგრეგატმა თავისი ტრადიციული ადგილი.

Skoda Favorit-ი მიეკუთვნებოდა გოლფ-კლასის ავტომობილებს, მაგრამ თანამოძმეებთან შედარებით უფრო იაფი ღირდა. უნივერსალს შემდეგი სახელი ჰქონდა - Forman.

1991 წელს შკოდას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. იგი უმსხვილესი გერმანული კონცერნის ნაწილი გახდა. საუბარია “ფოლქსვაგენ გრუფზე”. ამ მოვლენის შედეგად სულ მალე ახალი “ფელიციები” შეიქმნა, შემდეგ “ოქტავიები” და “ფაბიები”.
ახალი Skoda Felicia-ა Volkswagen -კონცერნის ხელმძღვანელობის ქვეშ შეიქმნა.


Skoda Auto-ს უკანასკნელი მიღწევა გახლდათ Skoda Superb-ს გაცოცხლება. ეს უკანასკნელი სამოდელო რიგს ჩაუდგა სათავეში. Skoda-მ მას მიანიჭა სახელი მოდელისა, რომელიც 1934-დან 1949 წ-მდე გამოდიოდა.
Skoda Suberb-ს I თაობა 1934 წელს გამოვიდა. იგი ჩეხური კომპანიის სამოდელო რიგირს ფლაგმანი გახლდათ.

სახელი Superb - უზარმაზარი ტრადიციის მქონეა და ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე - მეფური, ეფექტური, მდიდრული, კეთილშობილური. ახალი Superb-ი სრულად ამართლებს ამ სიტყვებს.

დღესდღეისობით Skoda Auto-საწარმოში 18 ათასამდე ადამიანი მუშაობს. Skoda-ს ავტომობილების 80% ექსპორტისთვისაა გამიზნული და მსოფლიოს 64 ქვეყანაში გადის. ეს წილი კი ჩეხეთის საექსპორტო საშუალებების 9.6%-ს შეადგენს.

Skoda_ს ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels