Skoda_ს ისტორია




1895 წელს, ზუსტად შობისდღეებში, დაარსდა მცირე დაწესებულება Slavia -ველოსიპედების შექმნისა და გარემონტებისათვის. მისი მფლობელები გახლდნენ 30 წლის ვაკლავ ლაურინი (Václav Laurin) და 27 წლის ვაკლავ კლემენტი (Václav Klement). ისინი ასევე გააგრძელებდნენ საქმიანობას, რომ არა ერთი გენიალური იდეა - შეექმნათ 1-ცილინდრიანი ძრავი და ჩაემონტაჟებინათ ველოსიპედში.
  Laurin&Klement -მარკის დამფუძნებლები ვაკლავ კლემენტი და ვაკლავ ლაურინი. საბოლოოდ კომპანიის სახელი შეიცვალა და გახდა - Skoda.

 1898 წლის ბოლოს გამოვიდა Laurin&Klement - მარკის მოტოციკლი - რომელიც გახლდათ პირველი მოტოციკლი საკმარისად საიმედო ყოველდღიური ექსპლუატაციისათვის.  Allgemeine Automobil Zaitung-გაზეთში აღნიშნავდნენ, რომ: „სამართლიანად შეიძლება გამოიყოს ჩეხეთის სამეფოში კომპანია - Laurin&Klement. მათ შექმნეს 2-საბურავიანი,  ძრავის მქონე გადასაადგილებელი საშუალება, ფრანგებისაგან განსხვავებით. იმ დროს როდესაც ძმები ვერნერები ველოსიპედის კონსტრუქციის ცვლილების გარეშე მასზე ძალურ აგრეგატს აყენებდნენ, კლემენტები რადიკალურად განსხვავებული გზით წავიდა. მათ თავიანთი ძრავის გარშემო ააწყვეს ველოსიპედი. იდეა პრინციპში ერთი იყო, მაგრამ განხორციელების ხერხები - სხვადასხვა. ფრანგები ველოსიპედის პრინციპზე აკეთებდნენ აქცენტს, ჩეხები კი - ავტომობილზე. ჩეხები მართლები აღმოჩნდნენ.“ 

გავიდა მხოლოდ სამი წელი და კონვეირიდან ჩამოვიდა პრინციპულად განსხვავებული  3-საბურავიანი მოტოციკლი, რომელსაც 40 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო.
1905 წელს შეიქმნა ლაურენის და კლემენტის პირველი ავტომობილი. მისი სახელი გახლდათ - L&K Voiturette. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგანაც 1905 წელს ლაურინმა და კლემენტმა უსარმაზარი ნახტომი გააკეკეტეს და გამოუშვეს თავიანთი პირველი ავტომობილი - L&K Voiturette. ეს გახლდათ 2 და 4-ადგილიანი მსუბუქი ავტომობილები V-ტიპის 2-ცილინდრიანი ძრავით და წყლის გამაგრტილებლით. იმავე წელს ავტომობილები გამოიყვანეს სომერინგის (ავსტრალია) კლასიკურ რბოლაში, სადაც გამარჯვება მოიპოვეს საგზაო ავტომობილების კლასში. 1906 წელს მანქანებზე დაყენდა 4-ცილინდრიანი ძრავები. კიდევ ერთი წლის შემდეგ შეიქმნა ახალი ავტომობილი - Laurin&Klement - 8-ცილინდრიანი აგრეგატით.
1907 წლის 1 იანვრიდან პარტნიოებმა დაიწყეს Laurin&Klement-ფირიმს ტრანსფორმაცია აქციონერულ სტილზე.

1907 წლის 19 ივლისს ფირმა უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც „Laurin&Klement, აქციონერული კომპანია, მლადა ბოლ;ესლავის ქარხნის ავტომობილები“.

L&K -ს სავაჭრო წარმომადგენლები სიხარულით „ხელებს იფშვნეტდნენ“ ახალი 4-ცილინდრიანი F -მოდელის წარმატების შემყურენი. ამ ავტომობილის აგრეგატის მოცულობა გახლდათ - 2438 კუბ. სმ, ხოლო სიმძლავრე - 21 ცხ.ძ.

მათი მოლოდინი არ ამოჩნდა მცდარი - 1907 წლის მაისიდან 1909 წლის ოქტომბრამდე 371 ეგზემპლიარი გაიიყიდა.

ავტომობილი გამოდიოდა მრავალ ვერსიაში სამგზავრო კორპუსით ან სპეციალური დანიშნულების კორპუსით. მაგალითად, მსუბუქი ავტობუსი, რომეიც კომპანიის მაშინდელ პრაისებში შედიოდა სახელით „ომნიბუსი“. 

ორი 4-ცილინდრიანი F-ტიპის ბლოკის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა ავტომობილი Laurin&Klement FF — პირველი 8-ცილინდრიანი ავტომობილი ცენტრალურ ევროპაში.


1907 წელს ქარხანა მონაწილეობდა ლაიპციგის, პარიზის, ბერლინის და სანკ-პეტერბურგის გამოფენებში. მან გახსნა წარმომადგენლობა: გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში და რუსეტში. ქვეყნის შეიგნით, ანუ იმპერიის საზღვრებში, წარმატებით საქმიანობდა განყოფილებები პრაღაში და ვენაში. ასევე, გაიხსნა განყოფილება ბუდაპეშტშიც.

სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებები საწარმოს პროდუქციის საუკეტესო ხარისხზე მიგვანიშნებდა (მათ შორის იყო - ქვეყნის ლამის ყველაზე პრესტიჯულ რბოლაში გამარჯვება - საუბარია სემმერინგზე).

1908 წელს L&К -ქარხანამ გამოუშვა უკანასკნელი 2-ცილინდრიანი მოდელი. მას შემდეგ გამოსულ ყოველ ავტომობილს 4-ცილინდრიანი ძრავები ეყენა.

იმავე წელს L&К-კომპანიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია კონკრეტული კონსტრუქციული შეკვეთის მიხედვითაც შექმნას ავტომობილი. მან გაიმარჯვა ტენდერში. ეს ტენდერი გამოაცხადა ჩერნოგორიის ადმინსტრაციამ სამგზავრო დანიშნულებით და ასევე, მანქანები მკვეთრი მოსახვევებისათვის, რომლითც ერთდებოდა კოტორი ქვეყნის შუა ნაწილთან (  L&К-ქარხანამ ეს შეჯიბრი მოიგო მოდიფიცირებული ავტომობილის შექმნით, რომლის შასებიც იყო დამოკლებული და მძღოლის სავარძელი მდებარეობდა ზედ ძრავზე).

1909-1910 წლებში ვენის მაგისტრის შეკვეთით შეიქმნა 100 ტაქსი-ავტომობილი. ნამუშევრები დიდ ხანს მუშაობდნენ და 1928 წელსაც კი ზოგიერთი მაგანი ჯერ კიდევ ტრიალებდა ვენის ქუჩებში.

1911 წელს ქარმოებაში შევიდა S-მოდელის ავტომობილები, რომელთა სიმძლავრეც 14 ცხ.ძ-ს შეადგენდა. იგი კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელი გახლდათ I მსოფლიო ომის წინა წლებში. S-ტიპის Laurin&Klement-ზე მოთხოვნა იყო ძალზედ დიდი არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბებით, არამედ საზღვარგარეთაც. განსაკუთრებით რუსეთში, სადაც იყიდებოდა გამოშვებული მოცულობის 35%. კომპანიის ფილიალები შეიქმნა: პეტერბურგში, მოსკოვში, კიევსა და როსტოვში. Laurin&Klement-ს მანქანების მსხვილი პარტიები იყიდებოდა იაპონაში, ჩინეთში, მექსიკაში, ფერმანიასა და ინგლისში.

მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გარდა, სხვადასხვა დროს კომპანია საავიაციო ძრავებსაც უშვებდა (თვითმფრინავებსაც, მათ რიგში), სარბოლო ავტომობილებსაც, სტაციონარულ აგრეგატებსაც ელექტრული გამომუშავებისათვის და სხვა მრავალ დეტალსაც, რომლებიც ნამდვილად იშვიათი მოვლენა იყო საავტომობილო მწარმოებლისათვის.

გადიოდა წლები, სულ უფრო მეტი და მეტი ახალი მოდელი გამოდიოდა... ეს კი პროგრესის შედეგი კი არ იყო, არამედ კომპანიის თანამშრომლების შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა.


Skoda_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels