Ford_ის ისტორია



1872 წელს ირლანდიელი ემიგრანტის შვილი გადმოვარდა ცხენიდან  ფერმაში მუშაობის დროს, ქალაქ დირბორნთან ახლოს (მიჩი

განის შტატი, აშშ). ზუსტად ამ დღეს მან გადაწყვიტა შეექმნა ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ნაკლებად ხიფათს მოუტანდა და უფრო საიმედო იქნებოდა. ასეთი ხიფათიანი-მოჯირითე იყო ჰენრი ფორდი (Henry Ford). 
შემდგომში ჰენრიმ და მისმა 13-მა  ამხანაგმა შეაგროვა სოლიდური თანხა 28000 დოლარის ოდენობით და 1903 წლის 16 ივნისს შეიტანეს განაცხარი მიჩიგანის შტატში სამრეწველო დაწესებულების ორგანიზაციის დაარსების შესახებ. 
ასე დაიწო კომპანია Ford Motor-მა თავისი მწარმოებლური საქმიანობა, და რეზულტატში შეიქმნა ”ბენზინის ეტლი” 8 ცხ.ძ -იანი ძრავი. მან მიიღო დასახელება ”მოდელი А.
ამ ამბიდან უკვე 10 წლის შემდეგ ფორდს მთელი ქვეყნის მასშტაბით იცნობდნენ როგორც გენიოსს, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა Ford T - ავტომობილი რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. Ford Motor Company-მ პირველმა შემოიღო კონვეირი. ამ ტექნიკური სიახლის წყალობით ჰენრი ფორდმა შეძლო მოდელი Tin Lizzy-ს ფასის შემცირება 850-დან 290 დოლარამდე.
და მაინც რაშია Ford Motor Company-ს ასწლიანი წარმატებული მოღვაწეობის საიდუმლო? როდესაც ჰენრი ფორდი კომპანიას აფუძნებდა, ის ოცნებობდა ავტომობილზე, რომლის ღირებულებაც არ იქნებოდა დეტროიტის მანქანების მწარმოებელი ქარხნის მუშის ერთწლიან ხელფასზე მეტი.

კომპანია Ford-ის ასწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი ცვლილება გადაიტანა. თუმცა იმის რწმენა რომ ხალხს უნდა ქჰონდეს ხელმისაწვვდომი, საიმედო და თანამედროვე ავტომობილები, იგივე დარჩა.
ჰენრი ფორდი დასახლება სპრინგფილდში (მიჩიგანის შტატი) დაიბადა 1963 წლის 30 ივლისს. იგი იყო ექვსი შვილიდან უფროსი უილიამ და მერი ფორდების ოჯახში (William; Mary Ford), რომლებიც ფლობდნენ ფერმერულ მეურნეობას. ჰენრის ბავშვობამ ჩაიარა მშობლების ფერმაში, სადაც იგი ოჯახს ეხმარებოდა და უბრალო სოფლის სკოლას სტუმრობდა ხოლმე.
12 წლის ასაკში ჰენრიმ პატარა სახელოსნო მოაწყო, სადაც მთელ თავისუფალ დროს ატარებდა ხოლმე. ზუსდან მანდ ააწყო პირველი ორთქლის ძრავა.
1879 წელს ჰენრი ფორდი დეტროიტში გადავიდა, სადაც მოეწყო მემანქანის თანაშემწედ. 3 წლის შემდეგ ფორდი გადავიდა დირბორნში და 5 წლის განმავლობაში კონსტრუქტორობით და ორთქლის ძრავების რემონდით ერთობოდა, დროდადრო დეტროიტის ქარხანაში გამოიმუშავებდა. 1888 წელს იგი დაქორწილდა კლარა ბრაიანტზე (Clara Jane Bryant) და მალე ტყისმჭრელი ქარხნის მმართველის თანამდებობა დაიკავა.
1891 წელს ფორდი კომპანია Edison Illuminating-ის ინჟინერი გახდა, ხოლო 2 წლის შემდეგ კომპანიის მთავარ ინჟინერად დაინიშნა. საკაიფო შემოსავალმა და ბევრმა თავისუფალმა დრომ ფორდს მისცა საშუალება მეტი დრო დაეთმო შიდა წვის ძრავებისთვის.
პირველი შიდა წვის ძრავა ფორდმა ააწყო თავისი სახლის სამზარეულოში. ცოტა ხანში მან გადაწყვიტა ძრავა დაემაგრებინა ველოსიპედის თვლებიან ოთხბორბლიან რამაზე . ამგვარად 1896 წელს გამოჩნდა კვადროციკლი -- სატრანსპორტო საშუალება რომელიც ფორდის პირველ ავტომობილად იქცა.



1899 წელს ჰენრი ფორდი კომპანია Edison Illuminating-დან განთავისუფლდა და შექმნა საკუთარი ფირმა Detroit Automobile. იმის მიუხედავად რომ ერთი წლის შემდეგ კომპანია გაკოტრდა ფორდმა მოასწრო რამოდენიმე სარბოლო ავტომობილის შექმნა. ფორდი თავად იღებდა ავტორბოლებში მონაწილეობას და 1901 წლის ოქტომბერში შესძლო ამერიკის ჩემპიონისთვის ალექსანდრ უინტონისთვის (Alexander Winton) მოეგო.
კომპანია Ford Motor გაჩნდა 1903 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ მიჩიგანის შტატის 12 ბიზნესმენი ჰენრი ფორდის თავოსნობით, რომელიც აქციების 25, 5%-ს ფლობდა და კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის და მთავარი ინჟინერის თანამდებობები ეკავა.
ძველი ფურგუნების ფაბრიკა დეტროიტში მეკ ავენიუზე გადააწყვეს საავტომობილო ქარხნად. ბრიგადები, რომლებიც 2-3 კაცისგან შედგებოდნენ და უშუალოდ ფორდს ემორჩილებოდნენ , აწყობდნენ მანქანებს ნაწილებისგან , რომლებიც მზადდებოდა სხვა დაწესებულებებში შეკვეთით.
კომპანიის პირველი ავტომობილი შეიქმნა 1903 წლის 23 ივლისს. Ford-ის პირველ ქმნილებად იქცა ”ბენზინის ეტლი” 8 ცხ.ძ-იანი ძრავით, რომელმაც მიიღო სახელწოდება Model А. ავტომობილი აღწერილი იყო როგორც ”ყველაზე სრულყოფილი მანქანაბაზარზე, რომლის მართვაც 15 წლის ბიჭუნასაც კი შეუძლია”. 1906 წელს ჰენრი ფორდი გახდა პრეზიდენტი და კომპანიის ძირითადი მფლობელი.
ფორდის პირველი ოვალური ლოგოტიპი გამოჩნდა 1907 წელს პირველი ინგლისელი წარმომადგენლების პერის(Perry), ტორნტონის(Thornton) და შრაიბერის(Schreiber) წყალობით. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში იგი წარმოდგენილი იყო როგორც ”უმაღლესი ხარისხის კლემა(клеймо), რომელიც განასახიერებდა საიმედოობის და ეკონომიურობის სიმბოლოს.
ბოლოხუთი წლის განმავლობაში ჰენრი ფორდი ხელმძღვანელობდა წარმოების პროგრამის მთლიან განვითარებას. ამ ხნის განმავლობაში გამოყენებული იყო ალფავიტის 19 ასო -- Model А -დან დაწყებული Model S-ით დამთავრებული. ამ მოდელების ნაწილი ისე დარჩა ექსპერიმენტალურ დონეზე, რომ მომხმარებლამდე არც მისულა.



Ford_ის ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels