Ford_ის ისტორია (ნაწილი მეორე)

1908 წელს ფორდის ოცნებამ განხორციელება ჰპოვა, გამოუშვა რა მოდელი T. ”თუნუქის ლიზზი” (Tin Lizzy), როგორც მას მოფერებით უწოდებდნენ ამერიკელები, იქცა მთელი ავტოინდუსტრიის ისტორიის მანძილზე ყველაზე ცნობილ ავტომობილად.
1919 წელს ჰენრი ფორდმა და მისმა ვაჟმა ედსელმა (Adsel Ford) გამოისყიდეს დაწესებულების აქციები სხვა აქციონერებისგან 105 568 858 დოლარად და ფირმის ერთადერთ მფლობელებად იქცნენ. იმავე წელს ედსელმა მამისგან მიიღო კომპანიის პრეზიდენტის პოსტი, რომელსაც იკავებდა სიცოცხლის ბოლომდე 1942 წლამდე. შვილის მალე გარდაცვალების გამო ჰენრი ფორდს მოუწია ისევ კომპანიის საჭესთან დაბრუნებულიყო.
1927 წელს გამოშვებული მოდელი A იქცა კომპანია Ford-ის პირველ ავტომობილად ოვალური ემბლემით რადიატორის გისოსებზე . 50 -იანი წლების ბოლომდე ფორდის ავტომობილები გამოდიოდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მუქი-ლურჯი ნიშნით. იმის მიუხედავად რომ ოვალური ნიშანი Ford-ის ოფიციალურ ემბლემად იყო მიღებული, იგი 70 იან წლებამდე არ უკეთდებოდა ავტომობილებს.
ცხოვრების სწრაფი ტემპი მუდამ ითხოვდა სიმძლავრის მომატებას და უნიკალური ტექნოლოგიების დანერგვას. დროის რითმში განვითარებული , Ford Motor Company მზად იყო თავისი ბოლო მიღწევები ეჩვენებინა.
1932 წლის 1 აპრილს კომპანიამ საზოგადოებას წარუდგინა V-ტიპის 8 ცილინდრიანი ძრავა. Ford იქცა პირველ კომპანიად , რომელმაც მოახერხა გამოეშვა მონოლითური 8 ცილინდრიანი ბლოკი. ავტომობილები ასეთი ძრავებით დიდი ხნით იქცნენ პრაქტიკული ამერიკელების ფავორიტებად.
ცნობილი მარკა არა მხოლოდ ამერიკაშია პოპულარული, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ დროისთვის Ford-ს გააჩნია ქარხნების და მაღაზიების ფართო ქსელი მთელი ამერიკის მასშტაბით, ხსნის ფილიალებს ევროპაში და რუსეთში. ათასობით ავტომობილი პოულობს საკუთარ პატრონს მთელ მსოფლიოში. მარკა გახდა სახალხო.
1945 წლის სექტემბერში ჰენრი ფორდმა უფლებამოსილება გადასცა უფროს შვილიშვილს - ჰენრი ფორდ II-ს. 1946 წელს ჰენრი ფორდ უფროსი დაჯილდოვებული იყო პრემიით ავტოწარმოებაში შეტანილი წვლილისათვის , ხოლო ამავე წლის ბოლოსკენ ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა (American Petroleum Institute) მას გადასცა ოქროს მედალი დამსახურებებისათვის საზოგადოების წინაშე.
ჰენრი ფორდი გარდაიცვალა საკუთარ სახლში დირბონში 83 წლის ასაკში 1947 წლის 7 აპრილს.
Ford Mustang- რომელიც საბრძოლო თვითმფრიმავის P-51-ის საპატივცემულოდ დაერქვა იქცა ნამდვილ ჰიტად და სპორტული ავტომობილების მთელი კლასის ფუძემდებლად.
ასეთი მწვავე ინტერესი როგორიც ამ ავტომობილმა გამოიწვია არ გამოუჩენიათ მოდელი А დან მოყოლებული. პირველ 100 დღეში გაყიდული იყო 100 000 ოთხადგილიანი Mustang-ის ავტომობილი. კომპანიის შემოსავლებმა ყველა წინასწარ გათვლილი რეზულტატები გადაფარა.
წარმატებით ფრთებშესხმული Ford-ის სპეციალისტები აგრძელებენ ორიგინალური დიზაინის შექმნას, იყენებენ რა ყველაზე ნოვატორულ ტენდენციებს ავტომობილის წარმოებაში. მათი მუშაობის შედეგია Corina და ფურგონი Transit.
მაგრამ Ford Motor Company-ს თანამშრომლებს არა მარტო მოგება აინტერესებდათ. გრძელდება უსაფრთხოდ მგზავრობისთვის ბრძოლაც.
Ford GT40 მა მოიგო ლე-მანის 24 საათიანი ბოლ 4 ჯერ , და Ferrari-ს ბოლიდების ჰარმონია შეკვეცა.
ამგვარად 1970 წელს ფორდი იქცა სერიულ მწარმოებლებს შორის პირველი რომელმაც დანერგა წინა თვლების დისკური მუხრუჭები.




1976 წლიდან ფორდის ლეგენდარული ოვალური ემბლემა ლურჯი ფონით და ვერცხლისფერი ასოებით უკეთდება კომპანიის აბსოლუტურად ყველა ავტომობილს, იმისათვის რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ადვილად შეიმჩნეოდეს Ford-ის პროდუქცია.
კომფორტული და ეკონომიური Ford Taurus -ი ”წლის მანქანა”-დ აღიარეს აშშ-ში და ბესტსელერად იქცა.
მწვავე კონკურენციის პირობებში , განსაკუთრებით ისეთში როგორც ბოლო პერიოდში შეინიშნება, Ford-ის სპეციალისტებს უბიძგებს შეიტანონ ახალი ტექნოლოგიები სხვა კუთხითაც - განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საწვავის ეკონომიას. დიზაინერების მიზნად გადაიქცა მსოფლიო ლიდერობა ბაზრის საშუალო და წარმომადგენლობით სეგმენტებში . რეზულტატში გაჩნდნენ Ford Taurus და Mercury Sebale.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ Taurus იქმნებოდა როგორც ავტომობილი, რომლის ყოველი დეტალიც სრულყოფილემაბდეა მიყვანილი. ძალისხმევამ თავის ნაყოფი გამოიღო - Taurus-ი 1986 წლის ავტომობილად იქნა მიჩნეული, ხოლო ერთი წლის შემდეგ იქცა ბესტსელერი ამერიკაში.
Ford Mondeo დროდადრო Ford Scorpio-ს შემცვლელად იქცა, თუმცა თავიდან ზომებში ჩამორჩებოდა.
Ford -ის მორიგ სიახლედ იქცა Mondeo, ასევე სახეშეცვლილი Mustang. 1994 წლის მაგალითებად ასევე იქცნენ Ford Espire და მიკროავტობუსი Windstar.
შემდგომში ჩრდილო ამერიკამ იხილა სრულყოფილი Ford Taurus და Mercury Tracer, რომელმაც პირველად მოახდინა ცვლილებების დემონსტრირება ავტომობილების დიზაინში, იგი ბაზარზე გამოჩნდა 80-იანი წლების ბოლოში. ევროპაში ასევე წარმოდგენილი იყვნენ სახეშეცვლილი F-სერიის პიკაპი, ახალი Fiesta და მინივენი Galaxy.
Ford Galaxy -შექმნილია ერთ პლატფორმაზე Volkswagen Sharan-თან და Seat Alkhambra-თან ერთად, და გარეგნულადაც განსხვავება თითებზე ჩამოსათვლელია.
კომპანიის მთავარ მიზნად იქცა საკუთარი პროდუქციის სრულყოფა წარმოებაში ხარჯის შემცირების პირობებში. რეზულტატად იქცნენ მსოფლიო მასშტაბის ავტომობილები.
ამჟამად მთელ მსოფლიოში იყიდება 70 სხვადასხვა მოდელის მანქანა, რომლებიც შექმნილია Ford, Lincoln, Mercury, და Aston Martin -ის მარკების ქვეშ. Ford-ს ასევე გააჩნია Mazda Motor Corporation-ის დაKia Motors Corporation-ის აქციების წილიც.
Ford Focus,რომელმაც კონვეირზე შეცვალა მოდელი Escort, მოიპოვა დიდი პოპულარობა ჯერ კიდევ წარმოების დაწყებამდე , რუსეთის მოქალაქეები მის რიგში წლობით იდგნენ.
2002 წლის 9 ივლისს ლენინგრადის მხარის ქალაქ ვსევოლჟსკში ოფიციალურად გაიხსნა Ford Motor Company-ს სრული მწარმოებლური ციკლის ქარხანა.


Ford_ის ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels