Bugatti_ს ისტორია (ნაწილი მეორე)


 ბუგატის ოცნება იყო შეექმნა ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი და 1926 წელს მისი ოცნების ახდენაც შესძლო. მან წარმოადგინა სრულიად ახალი მოდელი, რვა ცილინდრიანი " Royale” რომელიც ავითარებდა 300 კილომეტრს საათში. ის დღევანდელი სტანარტებითაც კი ყველა დროის ძვირადღირებულ ავტომობილად ითვლება. მაგრამ სამწუხაროდ მოდელი შეიქმნა ისტორიის მანძილზე ყველაზე არახელსაყრელ პერიოდში, რადგან მსოფლიო დიდი დეპრესიის წინაშე იდგა. ამ ტიპის მხოლოდ სამი მანქანა გაიყიდა რამაც თითქმის დაანგრია ბუგატის კომოანია. მაგრამ ბუგატიმ ისევ მიიღო შეკვეთა საფრანგეთის მთავრობიდან, ეხლა უკვე ჩქაროსნულ მატარებელზე რამაც კომპანია მეორედ იხსნა ფინანსრური ზარალისგან.
ოცდაათიან წელბში ყველაზე პოპულარული ბუგატის პროდუქციიდან იყო ბუგატის "მოდელი 57”, გაყიდული ნაწარმს რაოდენობა 750 ცალს აღემატებოდა.
1936 მოლშაიმის ქარხნის მუშები გაიფიცნენ, ისინი უკეთეს პირობებსა და ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ. ეტორე ბუგატი, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა თავის მუშახელთან ძლიერ გაკვივებული დარჩა შექმნილი სიტუაციით და დარწმუნებული იყო რომ მასობრივი გაფიცვა ქარხნის გარედან იყო ინსპირირებული. ამ შემთხვევის შემდეგ ის სამუდამოდ გამოეყო სამუშაო კოლექტივს და თითქმის ყოველთვის მათგან დამოუკიდებლად მუშაობდა, ამ დღის შემდეგ ის მეგობრული და კეთილგანწყობილი ატმოსფერო რაც ადრე სუფევდა ქარხანაში სამუდამოდ გაქრა.
1939 წელს "მოდელი 57” G Tank ის გამოცდის დროს გარდაიცვალაბუგატის შვილი ჟან ბუგატი. ამას დართო მეორე მსოფლიო ომიც რამაც ქარხნის მუშაობა თითქმის შეწყვიტა. ომის დამთავრების შემდეგ ეტორე ბუგატის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ხელახლა აემუშავებინა მოლშაიმის ქარხანა, მაგრამ მას ფინანსური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს.



ტორე ბუგატი გარდაიცვალა 1947 წელს პარიზის საავადმყოფოში. ბოლო ავტომობილი რომლის შექმნაზეც ბუგატი მუშაობდა იყო "მოდელი 73 ". ის წარმოდგინლ იქნა პარიზის ავტო შოუზე 1947 წელს, ბუგატის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. ეტორე ბუგატის ცხოვრების პერიოდში ბუგატის მარკის 7.900 ზე მეტი ავტომობილი გაიყიდა. .
ორმოცდაათიან წლებში მოლშაიმის ქარხანამ გამოუშვა ახალი
"მოდელი 101” რომელიც ძალიან ჰგავდა "მოდელ 57”-ს. მაგრამ ის არ გამოირჩეოდა არც თანამედროვე დიზაინითა და არც ტექნოლოგიური მიღწევებით, ამიტომ ის სცნეს იმ დროისთვის უკვე მოძველებული სტილის ავტომობილად.
1963 წელს ბუგატის ქარხანა გაიყიდა, ის შეიძინა კომპანიამ Hispano Suiza, ოთხმოციან წლამდე კომოანია თითქმის არ უშვებდა ავტომობილებს ოთხმოციან წლებში კი ბუგატის სახელი კვლავ აღმოცენდა და წარმოადგინა ყველაზე სწრაფი და დახვეწილი ავტომობილი, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო იმ პერიოდში კლასიკური ტიპის ავტომობილებისგან, ამ მოდელს არ გააჩნდა კონკურენტი. ეს იყო Bugatti EB 110. და მისი სპორტული მოდიფიკაცია Bუგატტი Bugatti 110 S. ხოლო 1993 წელს კომპანიამ წარმოადგინა ახალი EB112
1999 წელს მარკა ბუგატი შეისყიდა კონცერნმა VW, პირველი ავტომობილი რომელიც მათ მომხმაებელს წარუდგინეს იყო მინაპლასტუკური EB 118 რომლის დიზაინის ავტორიც ფაბრიციო ჯუჯარო იყო. ამავე წელს ჟენევის ავტო შოუზე შედგა ახალი AUDI-ს მიერ შემუშავებული EB 218.
ბუგატის შემდეგი დიდი ნაბიჯი იყო ბუგატი EB 18/3 CHIRON (ფრანკფურტი 1999 წელი) რომლის სახელიც გამოჩენილ ფრანგ ავტომრბოლელს უკავშირდება. ეს ავტომობილი მნიშვნელოვან სენსაციად იქცა მაქსიამლური სიჩქარით 300 კმ/სთ. ერთი თვის შემდეგ ტოკიოში VW-მა წარმოადგინა ახალი სუპერ მანქანა ბუგატის სახით EB 18/4 Veyron რომლის სახელიც ასევ ბუგატის ავტომრბოლელს უკავშირდება. დიზაინზე იზრუნა VW ის დიზაინ ცემნტრმა, ჰარმუტა ვარკუსის ხელმძღვანელობით. ასევე აღსანიშვანია ის ფაქტიც რომ ბუგატის მარკა დაკავშირებულია საქართველოსთან, რადგან სწორედ ქართული "ციკოლია დიზაინის” მიერ შემუშავებული მოდელი იყო წარმოდგენილი ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე 1997 წელს.
მიუხედავად იმისა რომ ბუგატის რთული ბედი ხვდა წილად და მისი განვითარების ისტორია დაბრკოლებებით იყო აღსავსე, ბუგატის საელი კვლავაც ცოცხალია და ყოველთვის მაღალ ხარისხთან ასოცირდება. ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი ავტომობილია რომლის ლეგენდაც მე 19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღესაც გრძელდება...




Bugatti_ს ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels