შექების ძალა



ჩვილი ბავშვების შექება ძალიან სასიამოვნო და, ამასთანავე, იოლია. მათგან ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ისინი ჩვენგან ყველაფრისათვის მადლობას იმსახურებენ, მაგრამ, როგორც კი პაწაწინა არსება წამოიზრდება და უფროსების სამყაროში შემოაბიჯებს, ქებათა ნიაღვარი მის მიმართ რატომღაც კლებულობს. ბავშვის გონება ქაღალდივით სუფთაა, მას ჯერ არავითარი წარმოდგენა არა აქვს, თუ რა ხდება ირგვლია, რა არის კარგი და რა არის ცუდი. უფროსები თავიანთ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართაც ორგვარად გამოხატავენ – ეს არის შექება ან – დატუქსვა. დასჯა ბავშვებში ძლიერ უარყოფით ემოციებს იწვევს, შექება და მოფერება კი პირიქით – სასიამოვნოს. იგი დადებით ზეგავლენას ახდენს მოზარდზე.

წლების განმავლობაში ბავშვი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ მის ირგვლივ უამრავი ხალხი ტრიალებს – მშობლები, და-ძმები, ბებიები და ბაბუები. ისინი ყოველთვის როდი ასრულებენ მის კაპრიზებსა და სურვილებს. ეს კი ბავშვებში იწვევს შიშს. ~აღმოჩნდა, რომ მე ყველაფერი არ შემიძლია, ე. ი. მე ვცდებოდი~, – ფიქრობს იგი. ამ დღიდან მოყოლებული, ბავშვისთვის უკვე აუცილებელია, ხშირად შევაქოთ და გავამხნევოთ. ვუთხრათ, ~ყოჩაღ, შენ ყველაფერი კარგად გამოგდის, შენ კარგად იქცევი~.



კომპლიმენტები თითოეული ჩვენგანისთვის განწყობილების ამაღლების ერთ-ერთი ძალზე ეფექტური საშუალებაა. ძალიან გვსიამოვნებს, როცა ჩვენი მაკიაჟი ან ჩაცმის სტილი გარშემომყოფთ მოსწონთ და ამას აღნიშნავენ კიდეც, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მგონი, არც ეს იქნება სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის მიზეზი. თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, არიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ კომპლიმენტებისა და ქების გარეშე ცხოვრება. ეს, ძირითადად, ისეთ ოჯახში გაზრდილ გოგონებს ახასიათებთ, რომელთაც ბავშვობაში გამუდმებით აქებდნენ და შეჩვეულები არიან ამას, ან მის დადებით თვისებებზე საერთოდ არ ამახვილებდნენ ყურადღებას და უმრავლეს შემთხვევებში, სჯიდნენ.

კარგია, როცა გოგონა სითბოსა და ალერსში იზრდება, მაგრამ, როცა ეს განსაკუთრებით გადაჭარბებული ფორმით ხდება, უკვე უარყოფით შედეგებს იძლევა. ასეთი გოგონებისათვის მუდმივი ყურადღებისა და კომპლიმენტების გარეშე ცხოვრება ნამდვილი უბედურებაა და ამან შეიძლება, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი შეუქმნას მათ.
არის ისეთი ოჯახები, სადაც გოგონებს გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ მოკრძალება ყველაზე დიდი საკმაულია ქალისათვის, რომ ჩრდილში ყოფნა მათთვის უფრო სასარგებლო და მომგებიანია. ამ ტიპის ოჯახში გაზრდილი გოგონები, რაც უნდა ლამაზები და გონიერები იყვნენ, მწვავედ განიცდიან არასრულფასოვნების კომპლექსს, არ სჯერათ თავიანთი წარმატებების. ზედმეტი მოკრძალებულობისა და სიმორცხვის გამო, მათ უდიდესი წარმატების მომტანი ცხოვრებისეული შანსი შეიძლება დაკარგონ. თავიანთი შესაძლებლობების არასწორად შეფასების გამო, ისინი უარს ამბობენ პრესტიჟულ სამუშაოზე. ისინი თვლიან, რომ მათ მიმართ გამოთქმული კომპლიმენტებისათვის რაღაცით უნდა გადაიხადონ, რადგან ვერ დაუჯერებიათ, რომ ისე, ყოველგვარი მოვალეობის გარეშე შეიძლება მათი შექება თუ შეყვარება. ისინი ყოველთვის უკმაყოფილოები არიან საკუთარი თავით. ამიტომაც, დაფიქრდით, ზედმეტად ნუ შეზღუდავთ საკუთარ ქალიშვილებს, მიეცით მათ ზომიერი თავისუფლება და საკუთარი ღირსების შეგრძნების საშუალება.


ერთხელ ფსიქოლოგს აღელვებულმა მამაკაცმა მიაკითხა#, იგი დარწმუნებული იყო, რომ მეუღლეს არ უყვარდა, რადგან ორი წლის ერთად ცხოვრების მანძილზე ქალისაგან არც ერთი საალერსო სიტყვა არ სმენია. მისი დამოკიდებულება მეუღლის მიმართ აბსოლუტურად გულგრილი იყო. ~უგრძნობია~, – ჩიოდა მამაკაცი.
ფსიქოლოგი თავად გაესაუბრა ქალს, აღმოჩნდა სრულიად საპირისპირო რამ: ქალს უყვარდა მეუღლე, მაგრამ არ ჰქონდა თავისი გრძნობის გამოხატვის უნარი. თუმცა, არც იმას მიხვედრილა, რომ მეუღლეს ეს სჭირდებოდა, რადგან თავად ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშეც კარგად გრძნობდა თავს.

ამ ტიპის ქალები ისეთი კატეგორიის ოჯახის შვილები არიან, სადაც ბავშვებს არც სჯიან და არც აქებენ, მათ მიმართ სრულიად გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. ამიტომაა, რომ ისინი საკმაოდ ცივი ადამიანები არიან. კრიტიკისა და შექებისათვის საკმაოდ კარჩაკეტილები. ასეთ ადამიანებს სულის სიღრმეში ეჭვი ეპარებათ, რომ ისინი ვინმეს სჭირდება. მათი კარჩაკეტილობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ არაფერი და არავინ აინტერესებთ. უბრალოდ, მათ მიაჩნიათ, რომ არ არის საჭირო, ბავშვობაში ~გაყინული სულის~ გალღობა და ამიტომაა მათთან ურთიერთობა ასეთი რთული.
მათი სულის ყინულის გალღობა სხვებსაც გაუჭირდებათ. ისინი არ იღებენ მათი მისამართით გამოთქმულ კომპლიმენტებს და სხვებსაც არასოდეს ანებივრებენ ქებით. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მოახერხონ ეს, მაგრამ იმის სწავლა, თუ როგორ უნდა გავათბოთ სიტყვებით, არასოდეს არის გვიანი.



უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი თავის მიმართ, როგორ აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს. აქებთ თუ არა საკუთარ თავს. თუ არა, გირჩევთ, ახლავე დაიწყოთ თქვენთვის სასარგებლო ~კეთილი სიტყვების~ გაკვეთილები. გახსოვდეთ, როგორადაც თავად აღიქვამთ საკუთარ თავს, ისე აღგიქვამენ სხვებიც და თუ გინდათ, რომ საზოგადოებაში განუმეორებელი იმიჯი შეიქმნათ და წარმატება თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდეს, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ რჩევებს:

1. გაცნობიერებულად შეაქეთ საკუთარი თავი. თუ კარგად დააკვირდებით, საკუთარ თავში უამრავ დადებით თვისებას აღმოაჩენთ, რომელიც ნამდვილად არის შექების ღირსი.
საკუთარი თავით აღფრთოვანება გაგიძლიერებთ დამოუკიდებლობის გრძნობას და გაგიუმჯობესებთ განწყობილებას.
2. შეადგინეთ თქვენი ღირსებების სია და რეგულარულად შეაქეთ ისინი.
3. ეცადეთ, ისეთ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა, რომელთაც არასოდეს ავიწყდებათ თქვენთვის კეთილი სიტყვების თქმა.
4. თქვენც ნუ დაგავიწყდებათ გარშემომყოფთა შექება, რადგან ის, თუ როგორ მოვექცევით სხვებს, განაპირობებს მათ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ.
5. და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ ერთ ძალზე მნიშვნელოვან გარემოებას: საკუთარი თავის ზედმეტმა ქებამ
ეგოიზმის გრძნობა არ გამოიწვიოს თქვენში. ეცადეთ, ამას უფრო ხალასი და გონებამახვილი ფორმა მისცეთ.

მაშ ასე, გაითვალისწინეთ ეს რჩევები. მეტი პატივისცემით მოეპყარით საკუთარ თავს, არ დაიშუროთ კომპლიმენტები და ლამაზი სიტვები თქვენი ახლობლებისათვის და მიხვდებით, რომ სიცოცხლე მართლაც მშვენიერია.


შექების ძალაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





There was an error in this gadget

Blog Archive

Labels