Hyundai_ს ისტორია



თითქმის 60 წელი მოანდომა კორეულმა კონცერნმა იმას რომ ამ დროს დასწეოდა და ჩამდგარიყო მსოფლიო ინდუსტრიის ფლაგმანებს შორის. მის გზაზე არ იყო ხმაურიანი რევოლუციები, მაგრამ იყო ხანგრძლივი ევოლუცია, რომელიც ითხოვდა მრავალათასიანი თანამშრობლების ბეჯით სწავლას და თავჩარგულ მუშაობას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული კომპანია Hyundai დიდი ხნის მანძილზე არ გამოხატავდა დიდ ინტერესს საავტომობილო ტექნიკის მიმართ. Hyundai Motor-ის განყოფილება თავისი შტაბ-ბინით სეულში დაარსებული იქნა 1967 წლის 29 დეკემბერს, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ - რეკურდულად მოკლე დროში - წარმოებაში გაეშვა პირველი ქარხანა , წელიწადში 20 000 ავტომობილის ბრუნვით. ყველაფერი დაიწყო ლიცენზირებული მოდელის Cortina-ს აწყობით , რომელიც Ford-ის ევროპული ფილიალიდან იყო აღებული, შემდგომ გაითავისეს წარმოების მთელი ციკლი . Ford-ის კონცერნთან თანამშრომლობა გრძელდებოდა 80 -იან წლებამდე, როცა კორეაში ჯერ ისევ გამოდიოდა მოდელები Taunus და Granada.

1973 წლის აგვისტოში Hyundai Motor-მა განაცხადა რომ დაიწყო მისი პირველი მსუბუქი ავტომობილზე მუშაობა და პარალელურად ახალ ქარხანაზე მუშაობა. რათქმაუნდა საკუთარი ძალები საკმარისი არ იყო. ასე დაიწყო კავშირი ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან - Mitsubishi Motors-თან, რომელიც დღემდე ძალაშია.

ევროპელების განსაკუთრებული გემოვნების გათვალისწინებით, Hyundai-ს პირველი ავტომობილი, რომელიც ატარებდა სახელს Pony და Mitsubishi Colt-ის ბაზაზე იყო აწყობილი, მიიღო მხოლოდდამხოლოდ შესანიშნავი გამოხმაურებები ტურინის ავტოსალონზე.


ფუძედ აიღეს მოდელი Colt, რომელმაც ძარა მიიღო იტალიური ატელიე ItalDesign-სგან, 1975 წლისთვის მხად იყო ულსანეში მდებარე ქარხანა ფასით 97 მილიონი დოლარი და თავად ავტომობილი. Hyundai Pony-მ იზეიმა მსოფლიო პრემიერა ტურინის ავტოსალონზე, სადაც მოახდინა ფურორი. პრესა შეუჩერებლად აქებდა მანქანის თანამედროვე კონსტრუქციას , და მის შესანიშნავ დიზაინს. გაბლატავებულმა კორეელებმა ეგრევე დაიწყეს Pony-ს ექსპორტი ევროპაში სახელით Excel - თავდაპირველად ეკვადორში, ხოლო შემდგომ სხვა ქვეყნებში. 1976 წელს Hyundai-ს მარკა გამოჩნდა ევროპულ ბაზარზეც.

Sonata — პირველი Hyundai, რომელიც შეიქმნა საკუთარი შემუშავების პლატფორმაზე. გარე დეტალი ავტომობილში იყო მხოლოდ Mitsubishi-ს ძრავა.

კომპანიის შემდეგი ქმედებები მიმართული იყო მეცნიერულ-ტექნიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ. 1988 წლის 2 ივლისს კონვეირზე ავიდა მოდელი Sonata, პირველი Hyundai ”თავიდან ბოლომდე”, მხოლოდ იმის გამოკლებით რომ ძრავების ლიცენზია Mitsubishi-სგან ჰქონდათ ნაყიდი. საკუთარი ძრავის შექმნა ძალიან ძნელი იყო, რაზეც ციფრები მეტყველებენ ყველაზე კარგად: Sonata-მ მოითხოვა 4 წლიანი მუშაობა და 30 მილიონი დოლარი, ხოლო ძალისმიერმა აგრეგატმა - ხუთნახევარი წელი და 100 მილიონი! 1989 წელს მსოფლიომ როგორც იქნა ნახა 1,5 ლიტრიანი Hyundai-ს ძრავი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Alpha. ამის შემდეგ მოყვა Beta, Gamma, Delta… ამასთან Mitsubishi-სთან თანამშრომლობა გრძელდებოდა.
Hyundai მჭიდროდ თანამშრომლობდა კომპანია Mitsubishi-სთან. პირველი თაობის Pajero გადაიქცა Hyundai Galloper -ად — კომპანიებს შორის თბილი თანამშრომლობის შედეგი.


ძირითადში ის გამოიხატებოდა ძველი მოდელების ლიცენზიების ბანალურ გადაცემაში. ასე მაგალითად პირველად Pajero გადაიქცა Hyundai Galloper-ად, Space Runner - Santamo-დ, Space Gear - Н-1-ად, Debonair - Equus-ად. სხვათაშორის 1999 წლის ფლაგმანური Equus, ცნობილი ევროპაში როგორც Centennial, დღემდე რჩება ამ მარკის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ავტომობილად. მის კაპოტქვეშ იმყოფება 4,5 ლიტრიანი V8 Omega-ს ოჯახიდან Mitsubishi GDI-ს ბენზინის მიწოდების სისტემით.
Hyundai-ს სამოდელო რიგის ფლაგმანი — დიდი და პრესტიჟული Centennial თავის თავში აერთიანებს კომპანიის ყველა ტექნიკურ მიღწევებს, თუმცა მხოლოდ სამხრეთ კორეაშია პოპულარული.

ახალ ამოცანად იქცა პოზიციების გამყარება ჩრდილოამერიკის მიმზიდველ ბაზარზე. კალიფორნიაში ჩამოყალიბებულ იქნა დიზაინ-სტუდია Hyundai California Design, რომელმაც 1991 წელს გამოსცაისტორიაში პირველი კონცეპტ-კარი HCD-I. ზუსტად ის, რომელიც 5 წლის შემდეგ გადაიქცა ეფექტურ სერიულ მოდელად Coupe/Tiburon.

სპორტული Hyundai Coupe-ს მონახაზის ნახვა უკვე 1991 წელს შეიძლებოდა, როცა კალიფორნიულმა დიზაინ სტუდიამ — Hyundai California Design, თავისი კარებიდან გამოაგორა ისტორიაში პირველი კონცეპტ-კარი Hyundai HCD-I.

შიდა ბაზარზე კი Hyundai Motor-მა ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელიც უდაო გახდა მას შემდეგ რაც 1998 წელს კომპანიამ შეიძინა Kia/Asia Motors. Daewoo Motor-ის ყიდვასაც აპირებდა, მაგრამ არარენტაბელურად მიიჩნია და გადაიფიქრა.
საკმარისად სწრაფი და საკმარისად იაფმა Hyundai Coupe / Tiburon-მა ბევრი თაყვანისმცემელი მოაგროვა.

ამჟამად Hyundai Motor თავდაჯერებულად გრძნობს თავს საავტომობილო მოდის დინებაში: საფირმო დიზაინი, სამოდელო რიგი და მარკეტინგი ბოლომდე ამართლებს დღევანდელობი მოთხოვნებს. კიდევ მაღლა აწევა, საკუთარ გონებაში ჩახედვა და პირობების კარნახი ადვილი არ იქნება. მაგრამ იაპონელებმა მოახერხეს ეს, და არ არის საბაბი რომლის მიხედვითაც კორეელებს არ შეუძლიათ იგივე გაიმეორონ.
გაყიდვების ლიდერი მრავალ ქვეყანაში. Hyundai Getz-ი იზიდავს არა მხოლოდ თავისი მისაღები ფასით , არამედ შესანიშნავი დინამიკითაც.


Hyundai_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels