Nike_ს ისტორია


ყველასათვის ცნობილი სპორტული კომპანია ნაიკი (Nike) შეიქმნა 1964 წელს. ნაიკის ისტორია – ეს არის კიდევ ერთი დამამტკიცებელი მაგალითი იმისა, რომ სწორად გათვლილი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებით შესაძლებელია კინკურენცია გაუწიო ნებისმიერ კონკურენტს, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი.


კომპანია ნაიკის დამფუძნებლები იყვნენ ამერიკელი სტუდენტი ფილ ნაიტი და ბილ ბაუერმანი. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1957 წელს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში.
იმ პერიოდისთვის ბილ ბაუერმანი იყო ამერიკაში ერთ–ერთი ცნობილი მწვრთნელი მძლეოსნობაში, ფილ ნაიტი კი იყო უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი გუნდის წევრი საშუალო დისტანციაზე სირბილში. ბილ ბაუერმანის სპორტული გუნდის 44 აღზრდილი გახდა ამერიკის ნაკრების წევრი, 19 მათგანი ოლიმპიელი. იგი არ ეძებდა უკვე ცნობილ სპორცმენებს, არამედ ავარჯიშებდა სირბილში სტუდენტებს. 1972 წელს ბაუერმანი მიიწვიეს ამერიკის მსუბუქი მძლეოსნობის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე.

იმ პერიოდში სპორცმენებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ სპორტული ფეხსაცმლის არჩევანის საშუალება. კომპანია ადიდასის (Adidas) ფეხსაცმელი ღირდა საკმაოდ ძვირი (30 დოლარი), ჩვეულებრივი ამერიკული ბოტასები – 5 დოლარი, რომელიც ძალიან მოუხერხებელი და დამღლელი იყო ფეხზე, განსაკუთრებით სირბილის დროს.

ამ პრობლების გამოსასწორებლად ნაიტმა მოიფიქრა და შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაწყვიტა ხარისხიანი ბოტასების დამზადება შეეკვეთა აზიაში და გაეყიდა ამერიკაში ადიდასზე გაცილებით დაბალ ფასში. ნაიტი , რომელიც 60 – იან წლებში განათლებას იღებდა ეკონომიკური განხრით МВА – ში, სტენფორდში, პარალელურად ესწრებოდა ფრენკ შელენბერგერის სემინარებს. გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ სემინარზე მიცემული იყო დავალებად მცირე კერძო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. სწორედ მაშინ მოუვიდა მას აზრად საკუთარი კომპანიის შექმნის კონცეფცია.

აზიურ მწარმოებლად შერჩეული იქნა იაპონია, რადგანაც წარმოება იქ ჯდებოდა საკმაოდ იაფი.1963 წელს ფილ ნაიტი მიემგზავრება იაპონიაში და იქ აფორმებს (ნაიტი იაპონელებს ეცნობოდა არარსებული ამერიკული ბოტასების დისტრიბუტორი ფირმის – Blue Ribbon Sports სახელით, რომელიც ვითომდა დაინტერესებული იყო მათი ნაწარმის ამერიკის ტერიტორიაზე შეტანით) ხელშეკრულებას ადგილობრივ Onitsuka –ს ფაბრიკასთან მაღალხარისხიანი იაპონური ბოტასების – Tigers ამერიკაში გაყიდვასთან დაკავშირებით.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ 26 წლის ნაიტი პირდაპირ სატვირთო მანქანიდან იწყებს ბოტასების გაყიდვას სარბენ ბილიკთან ახლოს. მის მიერ გამომუშავებული იქნა 8000 დოლარი.
რამდენიმე წყვილი ბოტასი ნაიტმა გაუგზავნა თავის მწვრთნელს – ბილ ბაუერმანს, რომელიც მაშინვე დაინტერესდა ამ საქმით. პარტნიორებმა 200 წყვილი იაპონური ბოტასის შესაძენად საქმეში ჩადეს თითოეულმა 500 დოლარი და ოფიციალურად ჩამოაყალიბეს კომპანია Blue Ribbon Sports   ნაყიდი საქონლის გასაყიდად ნაიტი დადიოდა მძლეოსნობის სკოლებში და პირდაპირ საკუთარი მანქანიდან ეწეოდა ბოტასების რეალიზაციას. ნაუერმანი მუშაობდა ახალი მოდელების შექმნაზე.
ცოტა ხანში აყვანილი იქნა პირველი თანამშრომელი – ჯეფ ჯონსონი, რომელსაც დაევალა გაყიდვების მენეჯერის ფუნქციის შესრულება. ამბობენ, რომ სწორედ ჯეფის მოფიქრებულია კომპანიის სახელწოდება ნაიკი (Nike) (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ასე ერქვა გამარჯვების ქალღმერთს). ჯონსონი იწერდა თითოეული მყიდველის საკონტაქტო ინფორმაციას და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკავშირდებოდა შეძენილ საქონელზე აზრის საკითხავად.
1966 წელს სამეული კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა–მონიკაში ხსნის პირველ მაღაზიას. იქმნება ახალი მოდელები, რომლის წარმოება ხდება იაპონიაში.


Nike_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels