Audi_ს ისტორია (ნაწილი მეორე)



1980 წლის მარტში Audi-ს სტენდი ჟენევის ავტოსალონზე იქცა ნამდვილ სენსაციად, იმის წყალობით რომ წარმოდგენილი იყო სრულამძრავიანი სპორტული კუპე. პირველად მსუბუქი ავტომობილი წარმოდგენილი იყო წამყვანი თვლების კონცეფციით, რომელიც მანამდე გამოყენებული იყო მხოლოდ სატვირთო ავტომობილებში და ყველგანმავლებში. პირველი თაობის Audi 100 იქცა ყველაზე ძვირ მოდელად და მისცა ბიძგი შემდგომი წინსვლისთვის პრემიუმსეგმენტში. ასეთი მსუბუქი ავტომობილის იდეა წარმოიშვა 1976-77 წლების ზამთარში, როცა ხდებოდა სამხედრო ყველგანმავალ VW Iltis-ის გამოცდა. ამ მანქანის შესანიშნავმა მოქმედებამ თოვლში და ყინულზე, დაბადა იდეა რომ VW Iltis-ს თვლების წაყვანის სისტემა გამოყენებული ყოფილიყო Audi 80-ში. იმავე წელს წარმოებული იყო საკვლევ-კონსტრუქტორული მუშაობები, რომლის რეზულტატიც იყო სპორტული Audi quattro-ს შექმნა.
ყველაწამყვანთვლიანი სისტემის Audi-მ მიიღო სახელწოდება Quattro. ინგოლშტადტში მიხვდნენ, რომ quattro არ არის მხოლოდ ტექნიკური ტერმინი, არამედ დამოუკიდებელი ბრენდია, რომელიც შეიძლება ”ლოკომოტივად” გამოდგეს Audi-ს მარკის განვითარებაში. შემდგომში წარმოებაში ცალკე მიმართულებაც კი შეიქმნა - Quattro GmbH, რომელიც Audi-ს საფირმო სტილის წინ წაწევას ემსახურებოდა: ტანსაცმელი, სუვენირები, აქსესუარები.
1995 წელს Quattro GmbH-მ გაითავისა Audi-ს მოდელების ტუნინგი, ხოლო შემდგომ დაიწყო ავტომობილების სპორტული მოდიფიკაციების წარმოება. დღეს Audi-ს ყველაზე სწრაფი და ექსტრემალური ვერსიები იწყობა Quattro GmbH-ს ქარხანაში.
იმისათვის რომ მსოფლიოსთვის დაენახვებინათ სრულამძრავიანი მანქანების უპირატესობა, Audi-მ დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება.
Audi quattro-ს სპორტული დებიუტი შედგა 1981 წლის დასაწყისში ავსტრიაში, იანვრის რბოლაში. Audi quattro-ს სრულამძრავიანმა საკიდარმა გადატრიალება მოახდინა მსოფლიო საერთაშორისო რალიში და რბოლებში. 1982 წლის დეკემბერში დაიწყო Audi 80 quattro-ს სერიული წარმოება სრულამძრავობის სისტემით.



Audi Sport Quattro-მ მოახდინა რევოლუცია რალიში, დაამტკიცა რა სრულამძრაობის ეფექტურობა.
თანდათან სისტემა quattro შემოთავაზებულ იქნა Audi-ს სხვა მოდელებზეც. გამარჯვებებმა ამ შეჯიბრში, 1983-1984 წლებში, საშუალება მისცა დაესრულებინათ quattro-ს სისტემის სერიულ ავტომობილებზე დაყენება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პოტენციურ მომხმარებლებში ჩამოაყალიბეს აზრი Audi-ზე როგორც გამაჯრვებულ მარკაზე. ეს იყო პირველი ნაბიჯი „სახალხო მანქანის" იმიჯისგან გათავისუფლებისკენ.
კარგა ხნის შემდეგ Audi კვლავ შეეჯახა მოდელების ნაკლებობას თავის რიგებში. გერმანელი კონკურენტები კარგა ხანია რაც მომხმარებლებს რამოდენიმე ყველგანმავლებს სთავაზობენ, მაშინ როცა Audi-ს ჰქონდა მხოლოდ კროსოვერი Allroad. ეს პრობლემა კარდინალურად გადაიჭრა 2005 წელს, როცა შუქზე გამოვიდა Q7. გააერთიანა რა Volkswagen Touareg-ის პლატფორმა და A6-ის და A8-ს სედანების ელემენტები, მან მყისვე მოიპოვა პოპულარობა უზრუნველყოფილ მომხმარებლებში: Q7-ს მორცხვი ვერსიები გეგმაში არ ყოფილა. ცოტა დაგვიანების მიუხედავად Audi-მ ერთი თავით გადაუსწრო თავის კონკურენტებს.
Audi-ს სარეკლამო ლოზუნგი, მიძღვნილი Q7-სთვის: „კმარა მორცხვობა: «იგი მოვიდა, რომ წაიღოს თავისი»". ყველგანმავალმა არათუ თავისი წაიღო, არამედ სხვებისაც მიიტაცა.




Audi_ს ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels