Jeep_ის ისტორია




Jeep — ეს სახელი უკვე კარგა ხანია პირველი ასოციაციაა მაღალი გამავლობის ავტომობილების ხსენებისას. ამასთანავე, ბევრმა არც კი იცის, რომ Jeep —ეს არის ფირმის მარკის სახელწოდება, რომელიც უკვე 60 წელია ყველგანმავლებს ამზადებს.

Jeep-ის ისტორია ღრმა წარსულში იღებს სათავეს. 1938 წელს აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურებმა გააცნობიერეს მობილური სატრანსპორტო საშუალების შექმნის აუცილებლობა, რომელიც ტრადიციული ეტლიანი მოტოციკლის შემცვლელი იქნებოდა. 1939 წლის 22 დეკემბრისთვის კომპანია «Willys Overland-მა ორიგინალური კონცეფციის პირველი ჩანახატები მოამზადა, რომელიც მალე მსოფლიომ გაიცნო, როგორც ჯიპი. მანქანა უნდა ყოფილიყო მსუბუქი, მანევრული და მძლავრი.

ომის დასრულების შემდეგ Willys Overland -ი შეეცადა თავისი პირმშო სხვადასხვა სოციალური ფუნქციის შესრულებისთვის მოერგო, მომზადდა მანქანების მთელი პარტია. დაარქვეს მარტივად — CJ (აბრევიატურა Civilian Jeep — «სამოქალაქო ჯიპი»). მოგვიანებით ეს პროტოტიპები იქცა ბაზად სერიული მოდელებისთვის, რომლებიც გაყიდვაში უკვე 1945 წლის აგვისტოდან გამოჩნდა.
ავტომობილებმა - CJ - ამერიკის ლეგენდარული ყველგანმავლების წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.

ავტომობილის სინა ნაწილზე, უკანა კარსა და შუშის ჩარჩოზე უნდა ყოფილიყო ლოგო Jeep. თუმცა, წარმოების პირველ წლებში, როცა კომპანიას "ამერიქან მენთან ქარ”-თან სასამართლო პროცესი ჰქონდა სახელწოდება Jeep-ის გამოყენების შესახებ, იძულებულები იყვნენ მანქანები Willys-ის ლოგოტიპით ეწარმოებინათ. თუმცა, 1950 წელს კომპანიამ სახელი მოიპოვა და ამავე წლის 13 ივნისს Jeep დარეგისტრირებულ იქნა, როგორც სავაჭრო მარკა.

1946 წელს Willys პირველად ავტოინდუსტრიის განვითარების ისტორიაში, შეიქმნა მიკროავტობუსი საზოგადოებრივი მოხმარებისთვის. მანქანას ჰქონდა ამძრავი უკანა ბორბლებზე და 7 ადამიანს იტევდა. სიჩქარის მაჩვენებლები მართალია მოკრძალებული იყო 100 კმ/სთ, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო - გამავლობა. უკვე 1949 წელს წარმოდგენილი გაუმჯობესებული ვარიანტი არსით თანამედროვე Jeep Grand Cherokee "პაპა" იყო. ეს კი უკვე დინასტიაა.
კომპანია Willys პირველმა ჯიპმა დახურული ერთიანი მეტალის კორპუსით, მიიღო სახელწოდება - Jeep All-steal Station Wagon.

თემის შემდგომი განვითარება მოდელ Station Wagon-ში მოხდა. მრავალადგილიანი Jeep 1951-1963 წლებში გამოდიოდა. მისი საფუძველი და გარეგანი მახასიათებლები პირველი Wagoneer-ის საფუძველი გახდა, ის კი თავის მხრივ ჩვენი გმირის წინამორბედი და საფუძველი გახლდათ.
1953 წელს ფირმამ ახალი სახელწოდება - Willys Motors მიიღო.საბედნიეროდ, განყოფილება Jeep - ახალი კომპანიის შემადგენლობაში დარჩა. Willys-ს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების წარმოება გამოეყო.

1960-იანი წლები Jeep-ის ისტორიაში მართლაც რომ მნიშვნელოვანი იყო: სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველგანმავალი ავტომობილების (SUV) ბაზარი. ჯერ კიდევ 50-იანი წლების შუა ხანებში ფირმამ აქტიური მუშაობა დაიწყო, იმისათვის რომ შეექმნა ავტომანქანის ახალი მოდელები საბურავების ფორმულით 4/4. პროგრამამ პირველი შედეგი 1962 წლის შემოდგომაზე გამოიღო, როცა გამოვიდა სრულიად ახალი Jeep Wagoneer (უნივერსალი), რომელიც ადრინდელებისგან საფუძველშივე განსხვავდებოდა. მოდელი მიეკუთვნებოდა სერიას J და აღჭურვილი იყო როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი ამძრავით.


1954 წელს "სამოქალაქო ჯიპის" მე-5 ვერსია — CJ5 შეიქმნა. ეს სრული ამძრავის ავტომობილი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდხან შენარჩუნდა კონვეირზე, თუმცა იცვლიდა ძრავს, ფერს და ტრანსმისიას 1983 წლამდე.

ისე, სერიაში "სამოქალაქო ჯიპი" — CJ — ჯერ კიდევ 1949 წელს დამკვიდრდა სახელწოდება Universal («უნივერსალური») 2/4-კარიანი Wagoneer 2,79-მეტრიანი საბურავების ბაზის მქონე ავტომობილი იყო პირველი სატვირთო-სამგზავრო მანქანა გადაცემათა ავტომატური მსუბუქი ავტომობილის დიზაინს და კომფორტს თან დაერთო ყველგანმავლის თვისებები. სრული ამძრავის შეთანხმება "ავტომატთან” - პირველად იქნა გამოყენებული საავტომობილო ინდუსტრიაში. ამას დაემატა ძრავი Wagoneer — «Tornado».

ახალი J-სერიის ჩაშვებიდან 6 თვეში კომპანია Willys Overland-ს ბოლო მოეღო. მაგრამ არა პირდაპირი გაგებით., უბრალოდ 1963 წლის მარტში Willys Motor-სის სახელწოდება Kaiser Jeep Corporation-ით შეიცვალა, ანუ მხოლოდ სახელი გადაერქვა.საბედნიეროდ, გარდაქმნებს კომპანიის განვითარების ტემპები არ შეუჩერებია.

1965 წელს Jeep-ის დილერებმა ავტომობილი ტავიან სალონებში გამოფინეს, რომლებიც 11 თვის განმავლობაში დამთვალიერებელტა ყურადღებას იპყრობდნენ. ეს იყო სრულიად ახალი მიდგომა მანქანა-უნივერსალის ბაზრისადმი -მანქანები, შექმნილი მყიდველებისთვის, რომლებიც სულ უფრო აფასებს და აცნობიერებს მანქანა-უნივერსალის უპირატესობებს. გარედან ელეგანტური ფლობდა J-სერიის ყველგანმავალის თვისებებს. ორი წლის შემდეგ Jeep-ის ამ სერიაზე ავტომატური ტრანსმისიის - "ჰიდრომატიკის" დაყენება დაიწყეს.
Jeep Super Wagoneer- კომპანიის ისტორიაში ახალი ნაბიჯი. ამ ავტომობილმა საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოიპოვა 1965 წელს.

1960-იანი წლების დასასრულს ფირმის ინჟინრებმა სერია "დონტლესის" კიდევ ერთი ძრავი შექმნეს ამჯერად 8 ცილინდრიანი. გადაწყვიტეს მისი სერია J-ზე დამონტაჟება, რომელსაც ეკუთვნოდა Wagoneer და Super Wagoneer.

ახალ ათწლეულში შესვლა Jeep-ისთვის კიდევ ერთი მფლობელის შეცვლით აღინიშნა. 1970 წლის 5 თებერვალს 1970 წლის 5 ტებერვალს American Motor Corporation-მა (АМС) Kaiser Jeep Corporation70 მილიონ $ შეიძინა. ხელმძღვანელობის კიდევ ერთხელ გამოცვლამ არა მარტო გააუმჯობესა ბაზარზე იქამდე არსებული არცთუ ისე ცუდი მდგომარეობა. Jeep Wagoneer-ისთვის АМС შესთავაზა სრულამძრავიანი უნივერსალების ისტორიაში ყველაზე დიდი ძრავი — V6.
1973 წელს Jeep Wagoneer-მა რამდენიმე ტექნიკური გარდაქმნა განიცადა.

1973 წელს Wagoneer-მა ტექნიკური ცვლილება განიცადა. მისი ახალი ტრანსმისია «Quadro Track» იყო პირველი სრულიად ავტომატური მუდმივი სისტემა სრულამძრავიანი ავტომობილისათვის (ავტომატური ბლოკირების დიფერენციალით).
"მეომარი” სამოქალაქო ჩასაცმელში - Jeep CJ7 -ი აშშ-ს 200 წლის იუბილეს მიეძღვნა.

შემდეგ წელს ახალი სახელი დაიბადა — Cherokee ახალი მოდელი შეუერთდა J-სერიას 2კარიანი მოდელის სახით. ამერიკის 200 წლიანი იუბილესტვის 1976 წელს Jeep-მა "სამოქალაქო ჯიპების" მე-7 თაობა CJ7 1977 წლისთვის კომპანიამ 4კარიანი ვერსია მომზადა, სტანდარტული V6-ით. მართალია, თავიდან Jeep Cherokee გარეგნულად ვერც კი შეედრებოდა Wagoneer-ს, შემდგომ წლებში სწორედ იგი აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული ავტომობილი Jeep Motors-ის ისტორიაში.

1978 წელს გაიშვა Wagoneer -ს შეზღუდული სერია - მოდიფიკაცია Limited (ტყავის სალონით, რადიოთი და უამრავი ქრომით).
Wagoneer Limited -ი ბაზური Wagoneer-ს შეზღუდულ პარტიას

1979 წელს დაწყებულ ენერგეტიკულ კრიზისთან კავშირში, მცირე ფიქაფების - Gladiator და უნივერსალების - Wagoneer - გამოშვება მკვეთრად შემცირდა. სამაგიეროდ, CJ -სერიის სამოქალაქო ჯიპების დატაცერბაზე იყო მოსახლეობა.



1984 წელს კომპანიამ ბაზარზე 2/4 კარიანი Cherokee-ს ახალი ვარიანტი გამოუშვა. ასევე, 4-კარიანი Wagoneer-სიც, რომელიც 53.3 სმ-თ მოკლე, 15 სმ-თ ვიწრო, 10 სმ-თ დაბალი და 453 კგ-თ მსუბუქი იყო წინამორბედთან შედარებით, რომელიც 1963 წელს წარმოადგინეს პირველად. Cherokee-ი ერთადერთი მანქანა გახლდათ კომპაქტური ავტომობილების კლასში, რომელსაც 4 კარი და სრული ამძრავის ორი სისტემა გააჩნდა — CommandTrac და SelectTrac. Jeep-სათვის პოზიციების წართმევისათვის მის კონკურენტებს 6 წელი დასჭირდათ. ავტომობილმა 1984 წელს საუკეთესო ყველგანმავლის წოდებაც კი მოიპოვა.
1984 წლის საუკეთესო ყველგანმავლის წოდება იმავე წელს გამოშვებულმა Jeep Cherokee-მა მოიპოვა.

ყველგანმავლები მზარდი სეგმენტის მომხმარებლებს 4×4 ავტომობილების მახასიათებლების გარდა - გამავლობა, საიმედობა - კომფორტი და ფუნქციონალურობაც სჭირდებოდა, რომელიც პირველ რიგში მსუბუქ ავტომობილებთან ასოცირდებოდა. ბაზრის მოთხოვნებს Jeep-მა მაშIნათვე ღირსეულად უპასუხა. უკვე 1986 წლის გაზაფხულზე დღის სინათლე იხილა Wrangler-მა. მისი მექანიკური შიგნეულობა პრინციპში Cherokee-სას უფრო გავდა, ვიდრე CJ7-სას. Wrangler-ი ისეთ მახასიათებლებთან ერთად, როგორებიცაა კომფორტი და მიმზიდველი გარემო - Jeep -ს ოჯახის ყველა ღირსებას იმეორებდა. საუბარია: ამტანობასა და საუკეთესო გამავლობაზე ცუდი გზების პირობებში.
Jeep Wrangler-ი 1986 წელს შეიქმნა და მომენტალურად წარმოუდგენელი გამოხმაურება ჰპოვა ამერიკელ ახალგაზრდობაში და არა მხოლოდ.


1987 წლის 5 აგვისტოს American Motor Corporation-მა, რომელიც წლების განმავლობაში მედგრად იტანდა ამდენ წინააღმდეგობას, ბოლოსდაბოლოს, დათანხმდა ხელისუფლების და თავისი გაკოტრების შესახებ განაცხადა. მთელი ქონება გაიყიდა. Jeep კომპანია Chrysler-მა მოიპოვა.

1990 წლის 22 მარტს გამოშვებულ იქნა «XJ» სერიის მილიონობით ყველგანმავალი — კვეთრი წითელი Cherokee Limited. წარმოების 7 წლის განმავლობაში Cherokee -ი არა მხოლოდ ყველგანმავლის საუკეთესო თვისებებით იყო ცნობილი, არამედ როგორც ყველაზე პოპულარული მოდელი Chrysler -კორპორაციისათვის ევროპაში.

კომპანიის 50 წლის იუბილეზე Jeep-მა და Chrysler Cherokee-მა ახალი ვერსია გამოუშვეს 190-ძლიერი 4-ლიტრიანი ძრავით, რომელიც გახდა იდეალური ყველგანმავალი. მისი სახელი გადაწყდა რომ უნდა ყოფილიყო «Grand Cherokee», ხოლო მომხმარებლები უზრუნველყოფილი ადამიანები. ერთი სიტყვით, Jeep-მა გადაწყვიტა, რომ ყველგანმავლების მკაცრ სამყაროში კომფორტისა და მდიდრულობის ელემენტები შემოეტანა, რათა მათი მომხმარებლების სიაში მოხვედრილიყვნენ არა მხოლოდ ველური დასავლეთის წარმომადგენლები, არამედ სრლად უზრუნველყოფილი ადამიანებიც.

ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია 1992 წლის 7 იანვარს დეტროიტის ავტოსალონზე შედგა. 1996-ში Grand Cherokee-ის გაუმჯობესება მოხდა ძრავის, შასების, ელექტრული სისტემებისა და ინტერიერის მიმართულებებით. სალოის ცვლილებები ძირითადად მოწყობილობათა პანელს შეეხო. ყველა ჩამრთველი თუ ღილაკი საჭესთან და მძღოლთან ახლოს განთავსდა, ერგონომიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

Jeep-ს კონსტრუქტორები ამჯერად Wrangler -ს დამუშავებას შეუდგნენ - ინჟინერების ამოცანა იყო Jeep Wrangler-ს II თაობის შექმნა.

იმ დროისათვის Wrangler-ი უკვე 10 წლის განმავლობაში იწყობოდა არსებით ცვლილებების გარეშე. მას კომპაქტური ყველგანმავლების ბაზრის 50% ეჭირა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 1994 წელს გაყიდული Wrangler-ს რიცხვმა რეკორდი მოხსნა, კომპანია უნდა დაფიქრებულიყო. კონკურენტები მიხვდნენ ბაზრის აღნიშნული სეგმენტის უდიდეს მნიშვნელობას და პერსპექტივას და სულ ახალ-ახალი ნამუშევრებით ბომბავდნენ მას.


Wrangler-ს შთამომავლის მიზანიც იგივე იყო, რაც ახალი Grand Cherokee-ს შემთხვევაში - ახალი სტანდარტების დამყარება ყველგანმავლების სამყაროში. თუმცა, Jeep-ს შექმნის პირობები და გარემო სულ სხვა იყო. Wrangler-ს პრიგინალური მოდელის პირდაპირი შთამომავალი და მემკვიდრე გახლდათ. მოდელისა, რომელიც II მსოფლიოს ომის პერიოდიდან არსებობდა და მთელს მსოფლიოში ერთგვარი "ამერიკული სტანდარტის” სახელიც კი ჰქონდა.
Grand Cherokee-ს ბოლოს წინა მოდელი — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველგანმავალი მეორად ბაზარზე.

ავტომობილი უნიკალური იყო დაკომაპნიის ერთგვარ კვინტოსექციას წარმოადგენდა. მას უნდა შეენარჩუნებინა თავის "ჯიპურობა”, შეენარჩუნებინა "ამერიკული სტანდარტის” სახელი და ტრადიციები ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა აეყვანა. თუმცა ერთი რამ უცვლელი უნდა დარჩენილიყო - სახელი Wrangler. Wrangler - ეს არის "კავბოის” სინონიმი.

Jeep — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკაა მსოფლიოში. ზოგიერთ ენაზე, მაგალითად, რუსულად, იგი მაღალი გამავლობის ავტომობილის გამომხმატველი გახდა.
თანამედროვე Cherokee Liberty-ს გარეგნობა მარკის შექმნის პირველი მოდელების მსაგვსი გახადეს.

დღესდღეისობით Jeep-ს ავტომობილები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მაგალითად, ევროპაში მისი სამი მოდელი იყიდება - Wrangler, Cherokee და Grand Cherokee. ბოლო ორზე ევროპის ყველგანმავლების ბაზრის წილის 18% მოდის.



Jeep_ის ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels