როგორ ვიყიდოთ ველოსიპედი





რა თქმა უნდა, რაც უფრო ძვირია ველოსიპედი, მით უფრო ხარისხიანი კომპონენტები გააჩნია, რომლებიც დიდი დატვირთვების დროსაც კი არ გიღალატებთ. აქედან გამომდინარე, თუ თქვენს გეგმებში არ შედის ექსტრემალური დატვირთვები, მაშინ ძვირიანი ველოსიპედის ყიდვა – გადაყრილი ფულია. ამას სჯობის, განსაზღვროთ უფრო ეკონომიური პაკეტი, ხოლო დანაზოგი მოახმაროთ აქსესუარებს და ტანსაცმელს – ჩაფხუტი, მაისური, სათვალე, ფეხსაცმელი და სხვა.
თუ თქვენ შეზღუდული ხართ სახსრებში, მაშინ არის იმის დიდი შანსი, რომ შეცდე და იყიდოთ იმ ველოსიპედის იმიტაცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ხოლო პრაქტიკაში ასეთი ეკონომია აუცილებლად მიგიყვანთ დამატებით ხარჯებამდე, რადგან ველოსიპედის ყველა დეტალს თავისი ღირებულება გააჩნია, რომლის დაბლაც, უბრალოდ, ალტერნატივა არ არსებობს! მაგალითად, შეუძლებელია იყიდო ორ ამორტიზატორიანი და ორ კომპონენტიანი ჩარჩოს მქონე ველოსიპედი 200 დოლარად. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ რემონტი დაგღლით.


ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი დასკვნა – რისკის ქვეშ არიან ისინი, ვინც გათვლას აკეთებს ან ძალიან იაფ ან ძალიან ძვირ პროდუქტზე. უმჯობესია საშუალო საფასო სეგმენტის პროდუქტის შეძენა 300-1000 დოლარის ფარგლებში, რაც კარგი არჩევანის საშუალებას მოგცემთ და ამასთან თავს აარიდებთ უკიდურესობებს.
მეორე შეცდომა:
აუცილებელია ვინმე „პროფესიონალი ველო დარგში“, რომ გაყიდინოთ ველოსიპედი.
მის კომპეტენტურობაში ჩვენც არ გვეპარება ეჭვი, თუმცა არის ერთი მომენტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.უნებლიედ, ზემოთ აღნიშნული „პროფი“ დაიწყებს ველოსიპედის შერჩევას არა თქვენთვის, არამედ თავისთვის. იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც თვითონ გააჩნია, მაგალითად, ველოსიპედი რთული მარშრუტებისა ან დატვირთვებისათვის, რასაც თვითონაა მიჩვეული. თუ თქვენც იგივეს აპირებთ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ დილით პარკში სასეირნოდ გინდათ ველოსიპედი, მისი რჩევები არ გამოგადგებათ და ჯობია ენდოთ გაყიდვების ექსპერტებს, რომლებიც მიუკერძოებლად მოგცემენ რჩევას.



-რაც უფრო ნაკლებია პლასტმასი, მით უკეთესია;
-არ იყიდოთ ველოსიპედი, რომლის ძირითად კომპონენტებზე (სიჩქარეების გადამრთველები, წინა ჩანგალი, „შატუნები“ (ბარბაცა მექანიზმები), სამუხრუჭე სისტემები) არ არის მითითებული მწარმოებელი კომპანია, როგორიც არის მაგალითად, Shimano ან Sram.
-ძალიან მნიშვნელოვანია შიმანოს ნაწილების კატეგორიებიც. გადამრთველები, როგორც მინიმუმ, უნდა იყოს SHIMANO-ს ALTUS ან ACERA, რაც უფრო მაღალ კატეგორიაში გადავალთ მით უკეთესია. კერძოდ, DEORE, DEORE XT , DEORE SAINT . ეს ყოველივე SHIMANO-ს ნაწილებია და მეტნაკლებად ყველა ნორმალური ველოსიპედი კომპონენტებით არის დაკომპლექტებული.


„-შატუნები“ უნდა იყოს ალუმინის;
-სკამი უნდა იყოს ვიწრო;
-უმჯობესია, შეარჩიო შენთვის უცნობი ფირმის, მაგრამ კარგი ნაწილებით დაკომპლექტებული ველოსიპედი, ვიდრე იყიდო განთქმული ბრენდის და უვარგისი ნაწილებით, რაც არ არის იშვიათობა.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წინა საამორტიზაციო ჩანგალს, არ არსებობს იაფფასიანი ჩანგალი იყოს ხარისხიანი და ფუნქციონალური. სჯობს შეიძინოთ მყარჩანგლიანი (უამორტიზატორო) ველოსიპედი, ვიდრე გაურკვეველი მწარმოებლის მიერ გამოშვებული ამორტიზატორიანი ჩანგალი.
ბოლო ფაქტორი არ არის წონა. კარგი ველოსიპედი უნდა იყოს 10-13 კგ–ს ფარგლებში. (ცუდი ველოსიპედი შიძლება იყოს 20 კგ და მეტიც).


როგორ ვიყიდოთ ველოსიპედიSocialTwist Tell-a-Friend
1 comments:

მადლობა საჭირო ინფორმაციისთვის :)


Post a Comment





Blog Archive

Labels