Nissan_ის ისტორია

 კომპანია Nissan-ის ისტორია იწყება საამტომობილო ქარხნის Kwaishinsha Co.-ს გახსნით, შექმნილი 1911 წელს იაპონური ავტოინდუსტრიის პირველი დამაარსებლის ბატონი მასუძირო ჰამისიტო (Masujiro Hashimoto) მიერ ქალაქ ტოკიოში აზაბუ-ჰიროს (Azabu-Hiroo) რაიონში. 1914 წელს გამოშვებულ იქნა პატარა, ყუთის მსგავსი სამგზავრო ავტომობილი საკუთარი დიზაინით, რომელიც შემდეგ წელს ბაზარზე წარსდგა სახელწოდებით Dat Car. მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 32 კმ/სთ. სახელწოდება Dat არის ჰამისიტოს სამი ძირითადი მეცენატის გვარრების პირველი ასოების აბრევიატურა. კენძირო დენი(Kenjiro Den), როკურო აოიამა (Rokuro Aoyama) და მეიტარო ტაკაუჩი (Meitaro Takeuchi).
კომპანია Jitsuyo Jidosha Co. Ltd., Nissan-ის კიდევ ერთი წინამორბედია
1935 წელს აქცენტი Nissan-ის ბრენდის განვითარებაზე გაკეთდა, რამაც კომპანიის მარკეტინგულ პოლიტიკაზე სერიოზული გავლენა იქონია. მიღებულ იქნა პირველი კორპორატიული სიმბოლიკა:წიტელი ფერის წრე მზის ამოსვლის სიმბოლო იყო, ცისფერი ცას განასახიერებდა. იმ დროის სლოგანი "გულწრფელობას მოაქვს წარმატება". 1935 წელს ავტომობილბის ავსტრალიაში ექსპორტი დაიწყო. იმ პერიოდში Datsun-ის ავტომობილები იაპონიის სწრაფ ინდუსტრიულ ზრდას განასახიერებდნენ, სიმბოლო იყო, და როგორც ამის დამადასტურებელი, გამოჩნდა დევიზი: "ამომავალი მზე-დროშა, Datsun - ავტომობილი, რომელსაც ირჩევენ".
1951 წელს Nissan-მა Patrol -ის დაბადება იზეიმა—პირველმა სრულამძრავიანმა 6 ცილინდრიანმა ყველგანმავალმა.
1958 წელს Nissan Motor Co. მსუბუქი ავტომობილების აშშ-ში ექსპორტი დაოწყო. იმავე წლის სექტემბერში ორმა ავტომობილმა Datsun 210 მონაწილეობა მიიღო Australian Mobil Gas Trial Rally, ერთერთ საკმაო რთულ რბოლაში მსოფლიოში და თავის კლასში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
Datsun 210 - აშშ-ში ექსპორტირებული ერთერთი პირველი მოდელი.
იყო პირველი ავტომწარმოებელი იაპონიაში, რომელმაც 1960 წელს მიიღო მე-10-ე ”წლის პრიზი”, მწარმოებლური ინჟინერიის შესანიშნავი მაჩვენებლების გამო.. მთელი ამ წლების განმავლობაში Nissan მიზანმიმართულად ქმნიდა ძლიერ ორგანიზაციას, როგორც ფუნდამენტს მომავალში წარმატებული ზრდისთვის.
იაპონიაში მყიდველთა აღიარების შემდეგ, Datsun-ის სამარკო ნიშანი მაღალი ხარისხის მსუბუქი ავტომობილების სინონიმი გახდა. ავტომობილიზაციის პროცესი წარმატებით განაგრძობდა სვლას იაპონურ ბაზარზე და 1958 წლის აგვისტოში Nissan-მა გამოუშვა მაღალი კლასის ავტომობილი Datsun Bluebird, შექმნილი პირადი სარგებლობისთვის.
ავტომობილი Bluebird 1959 წლის და Cedric 1960 ლის იაპონელი მყიდველების გული მოინადირეს და იაპონიის ავტომობილიზაციის პროცესი დააჩქარეს.



თავიდანვე Nissan კომპანია ცდილობდა წარმოება საზღვარგარეთაც შეექმნა 1959 წელს გამოვიდა ინიციატივით ამწყობი წარმოების ორგანიზებით კომპანია Yulon Motor Co., Ltd ბაზაზე ტაივანში, 1961 წელს ორგანიზებულ იქნა Nissan Mexicana, S.A. de C.V. და Nissan Motor Manufacturing Co. ავსტრალიაში.
მაღალი სისწრაფის ავტომობილების ერის მოახლოების გამო მოდელი Gloria აღჭურვილ იქნა იმ დროისათვის ერთერთი ყველაზე მძლავრი ძრავით. ავტომობილი ასევე უზრუნველყოფდა არაჩვეულებრივ კომფორტს სიარულის დროს. 1964 წლის მაისში იაპონიაში Grand Prix მეორე რალის დროს ორმა ავტომობილმა Gloria Super-6 დასაწყისიდანვე ლიდერობა აიღეს და საკმაო დისტანციით ფინიშამდე პირველები მივიდნენ, მოიპოვეს რა ჩემპიონის ტიტული.
1963 წლის სექტემბერში Skyline მეორე თაობის წარმოების შესახებ ოფიცილალური განცხადება გაკეთდა. უკვე ნოემბერში კი ავტომობილი იაპონურ ბაზარზე გამოჩნდა. იგი იყო არცთუ ისე დიდი, მოხერხებული საოჯახო ავტომობილი, უბრალო და საიმედო, როგორც მართვის, ასევე მომსახურების დროს. ასეთი იმიჯის გამო ის ბევრი მოწონებას იმსახურებდა.
მანქანის ძრავს ორწლიანი საექსპლუატაციო გარანტია ჰქონდა ან 30 ათასი კილომეტრის გარბენისა. ამის გამო ავტომობილმა უმაღლესი "ტექნიკური ჯილდო ავტომშენებელთა საზოგადოებიდან" მიიღო.
სპორტული იმიჯის მიუხედავად, Nissan Skyline 2000 GT-B მაღალი გაყიდვებით ხასიათდებოდა.
შედეგად, 1965 წლის თებერვალში გამოშვებულ იქნა ავტომობილი Skyline 2000GT-B. იმის მიუხედავად, რომ მანქანა იყო სპორტული, Skyline 2000GT-B მასობრივი ავტომობილი გახდა, რომელიც გაყიდვების დიდი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. სტანდარტული კოლექცია საკუთარ თავში აერთიანებდა იტალიაში დამზადებული , რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო თვისებები ჰქონდა. თვით ყველაზე პრეტენზიულ მძღოლებსაც კი არ შეეძლოთ არ ეღიარებინათ ავტომობილის შესანიშნავი თვისებები. პოპულარული მოდელი Skyline S54B მოიპოვა გამარჯვება იაპონიაში ავტორალიში და მოიგო ყველა ტური, დაჯაბნდა რა მეტ-ნაკლებად ცნობილი საზღავრგარეთული სპორტული ანალოგები.
ხელმისაწვდომი და იაფი Nissan Sunny-მ დაუდო საფუძველი საკუთარი ავტომობილების ერას.
Datsun Sunny 1000 ბაზარზე წარმოდგენილი იყო, როგორც მოდელი განკუთვნილი ახალგაზრდა მყიდველებისათვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები ძვირიანი ავტომობილების შესაძენად.

Nissan_ის ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels