Lamborghini_ს ისტორია (ნაწილი მესამე)

 
1999-2000 წლების მანძილზე ევროპული ბაზრისთვის გამოვიდა 80 ერთეული Lamborghini Diablo Gran Turismo, რომელიც SV-ს კიდევ უფრო გასპორტულებულ ვერსიას წარმოადგენდა. გაძლიერებული მუხრუჭები, უფრო ხისტი დაკიდების სისტემა და შეცვლილი ექსტერიერი მოდიფიკაციის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდა. თითქმის მთლიანი ავტომობილი აწყობილი იყო კარბონისგან, ნახშირბადი გამოყენებული არ იყო მხოლოდ სახურავის და კარების კონსტრუქციაში. GT-ს ძრავი სხვა დემონების ძრავებისგან საკმაოდ განსხვავდებოდა - გარდა 6 ლიტრამდე გაზრდილი მოცულობისა, ძრავმა მიიღო ინდივიდუალური შემშვები სისტემა თითოეულ ცილინდრზე, ისევე როგორც უკვე კარგად გამოცდილი variable valve timing-ი და რა თქმა უნდა ავტომწარმოებლის ტრადიცია: ალუმინის და მაგნესიუმის შემშვები კოლექტორი. ძრავის მოდიფიცირებამ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები ანახა: 575 HP 7300 ბრუნზე და 630 NM 5500 ბრუნზე.
კუზაოს მსგავსად, Diablo GT-ს სალონის მასალად უმეტესწილად კარბონი იყო გამოყენებული. სარბოლო საჭესთან, სკამებთან და 4 წერტილიან ღვედებითან ერთად, რა თქმა უნდა არც კომფორტი იყო დავიწყებული: კონდინციონერს, 2 აირბაგიან სისტემას და უკანა ხედვის კამერას მფლობელი თავისი ნებით ირჩევდა. GT მხოლოდ 4 ფერის გამოდიოდა: სტაფილოსფერი, ყვითელი, შავი და ვერცხლისფერი.

Diablo SVR Supertrophy-ს შემდეგ მზადება უკვე 2000 წლის სეზონისთვის დაიწყო. ბაზად აღებულ იქნა GT მოდელი, მოდიფიკაცია კი უამრავი... უკატალიზატორო სპეციალური გამომშვები სისტემით და ლამბორგინის სარბოლო [LIE] ძრავის ელექტრონული მართვით სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გაიზარდა. მართვადობის გაუმჯობესებაზე სარბოლო დაკიდების სისტემით და კუზაოთი იზრუნეს. GT-ს 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფისგან განსხვავებით, GTR-ი 5 სიჩქარიანი იყო, მეხუთე სიჩქარის დამოკლების დამატებითი ფუნქციით. სარბოლო, განიერი დისკები მაგნესიუმის იყო, კუზაო GT-ს მსგავსად კარბონის, სახურავი ფოლადის, ხოლო კარები ალუმინის. შეცვლილი იყო პილოტის სკამის და გადამრთველის მდებარეობა, კაბინაში კი დამონტაჟებული იყო ცეცხლმაქრი სხვა სარბოლო და უსაფრთხოების მოწყობილობებთან ერთად. გადაწყვეტილება იქნა მიღებული 30 ავტომობილის წარმოების შესახებ, თუმცა საბოლოოდ მათმა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.
GTR-ი ეშმაკის სპორტული შესაძლებლობების პიკს წარმოადგენდა,




  1990 წელს Automobili Lamborghini S.P.A,-ს CEO-მ, Michael J. Kimberly-მ დართო ნება Automóviles Lamborghini Latinoamérica-ს გაეყიდა მისი მოდელები ან თუნდაც გამოეშვა და შეეცვალა დიზაინი საკუთარი ინიციატივით. ერთ-ერთ ასეთ ქმნილებას წარმოადგენს დიაბლოს მოდიფიცირებული ვერსია - Coatl-ი (აცტეკურად გველეშაპი), რომელიც პუბლიკის წინაშე 2001 წელს წარსდგა Eros GT1-ის სახელით. Coatl-ის მაქსიმალური სისწრაფე 385 კმ/სთ-ით განისაზღვრებოდა, 100-მდე აჩქარება 3.5 წამით ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე 635 ცხენის ძალით, რომელიც დიაბლოს 6.3-მდე მოდიფიცირებული ძრავით მიიღებოდა, დამატებითი სიმძლავრის ასატანად, გველეშაპის კუზაო ქრომირებულ ფოლადს შეიცავდა - შეიძლება ითქვას, რომ ძრავის, ისევე როგორც კუზაოს პროექტი ინგლისში, McLaren-ს ქარხნამდე მიდის...
აღსანიშნავია სხვა რამდენიმე ლათინოამერიკული პროექტის არსებობაც (მაგ. Lamborghini Alar), რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.


 90-იანი წლების ბოლოს Lamborghini Audi Aktiengesellschaft-ის საკუთრებაში გადავიდა. ახალი V12-იანი სუპერქარი მზადების პროცესში იყო, თუმცა პროცესის დასრულებამდე გადაწყდა ბაზრისთვის ახალი, გაუმჯობესებული დიაბლო შეეთავაზებინათ. უკანასკნელი მოდელები 6 ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვა (მსგავსი ტექნოლოგიები, რაც Diablo GT-ში), სიმძლავრემ კი 550 HP შეადგინა. Diablo 6.0 VT 2001 წლამდე გამოდიოდა, უკანასკნელ 2 გამოშვებას კი 6.0 VT SE დაერქვა. ერთ-ერთი მათგანი ოქროსფერი, ხოლო მეორე ბრინჯაოსფერი იყო, რაც განთიადის და მზის ჩასვლის სიმბოლოებს წარმოადგენდა. ოქროსფერი დიაბლო ბოლონიაში, Lamborghini-ს მუზეუმში ინახება.

 დღემდე აღიარებულია, რომ Diablo იყო ლამბორგინის საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქმნილება. სუპერქარმა პოპულარულობა ავტოსამყაროში დამსახურებულად დაისაკუთრა - მის ანგარიშზე არაერთი ცნობილი საავტომობილო ჟურნალის და გადაცემის განხილვის ობიექტად ყოფნა და კომპიუტერული თამაშის მონაწილეობა.


Lamborghini_ს ისტორია (ნაწილი მესამე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels