Lamborghini_ს ისტორია (ნაწილი მეორე)


 1990 წლის ივნისში, პროექტის დაწყებიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, შემკვეთებმა უკვე მიიღეს იტალიური სუპერქარები. დიაბლო კარგად იყიდებოდა და კომერციული თვალსაზრისით პრობლემა არ შექმნია. მან ბევრი ტესტი და შემოწმება გაიარა სხვადასხვა ჟურნალებისა და ავტოსფეროს მიერ, ყოველთვის წარმატებით და დადებითად. თუმცა რამდენიმე პრობლემა მაინც არსებობდა: პირველ რიგში ეს იყო ჰიდრავლიკის არ ქონდა და მეორე რიგში ეს იყო "სცეპლენიის" სიმძიმე - ანუ პრობლემები, რომელებიც ლამბორგინის ამ მოდელამდეც აწუხებდა. საკითხი საბოლოოდ 1993 მოიხსნა, როდესაც დიაბლოს ახალი ვერსია - Diablo VT გამოვიდა.

Viscous Traction ვერსიაში გაუმჯობესებული იქნა ძირითადად კომფორტი და მართვადობა. ავტომობილზე დაყენებული იქნა AWD სისტემა, რომელიც დაახლოებით მაბრუნებელი მომენტის 25%-ს წინა საბურავებზე ანაწილებდა. 1995 წელს გამოჩნდა Roadster ვერსიაც.

ლამბორგინის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად 1994-1995 წლებში შეზღუდული სერიით გამოდიოდა Diablo Special Edition 30 (სულ 150 ერთეული, სიმძლავრე - 530 HP) და მისი მოდიფიკაცია Diablo SE30 Jota (სულ 28 ერთეული, 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, სიმძლავრე - 603 HP). Jota თავისი კარბონის ნაწილებით, სტანდარტულ დიაბლოზე დაახლოებით 150 კგ-ით მჩატე იყო. გარეგნულად განსხვავებული ბამპერები, აეროდინამიკური ღობეები და სახურავზე 2 საჰაერო, თუმცა მის გარეშეც საკმაოდ ადვილი იყო სტანდარტული დიაბლოსგან გამორჩევა. SE30-ში და Jota-ში Lamborghini-მ გადაწყვიტა არ დაეყენებინა VT-ს მსგავსი AWD და დაკიდების სისტემა. თუმცა Special Edition ვერსიებში დაკიდების სისტემის სიმაგრე სალონიდან ელექტრონულად მართვადი იყო.




ლამბორგინის ყველაზე სწრაფი ავტომობილის შექმნა დღემდე საკმაოდ გასაიდუმლოებულია. არსებობს რამდენიმე წყარო რაც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული Diablo VT-ში ძრავის მოცულობის 7 ან 8 ლიტრამდე გაზრდისა. გამოთვლების მიხედვით, stock კომპრესიაზე 640 ცხენის ძალის მიღება იქნებოდა შესაძლებელი.
იდეა არ მოიწონეს და აირჩიეს სხვა ალტერნატივა: ორი Garret T4 ტურბინა, სპეციალურად შექმნილი Intercooler-ი, კლაპნები, ცილინდრები და ა.შ. დინამომეტრზე გატესტვის დროს ტურბინის მაქსიმალურ წნევაზე ამოღებული იქნა 1170 HP, რაც ავტომობილის წინა ხიდის ვისკომუფტას ნაწილებად ამსხვრევდა. Diablo VT Twin Turbo-ს სიმძლავრე საბოლოოდ 600 HP-ით განისაზღვრა 6 PSi წნევაზე და 750 HP-ით 9 PSi წნევაზე.
რამდენიმე წლის წინ Platinum Motors Ca.-მ Diablo VTTT გასაყიდად გამოიყვანა, 100-მდე 3.2 წამის აჩქარების მქონე 750 ცხენისძალიანი მონსტრის ფასი არც თუ ისე ცოტა იყო (500'000 $).
ყველა ვერსიას ძრავთან ახლოს აქვს ემბლემა, სადაც ნაჩვენებია ავტომობილის ნომერი და იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისთვისაც სპეციალურად იქნა აწყობილი VTTT.
არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სულ გამოშვებულია 6-იდან 7-მდე Twin-Turbo ვერსია, ჭორების მიხედვით ერთ-ერთ მათგანს 1000 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრე აქვს...

Diablo SV, იგივე Super Veloce-ი 1995 წლიდან ეშმაკის დამატებითი პაკეტი იყო. მას არ ჰქონდა VT-ს AWD და ელექტრო დაკიდების სისტემა, თუმცა გააჩნდა მსგავსი სალონი და გაძლიერებული მუხრუჭები. SV ვიზუალურად ჩვეულებრივი დიაბლოსგან რეგულირებადი, განსხვავებული სპოილერით და საჰაეროებით გამოირჩეოდა. მისი 5.7 ლიტრიანი ძრავა კი უკვე 517 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

1996 წელს, ჟენევის ავტოსალონში Diablo SVR - Supertrophy იქნა წარდგენილი. შექმნის იდეა 24 Hours of Le Mans-იდან მოდიოდა. მაგრამ გამარჯვების ტიტული მიღებულ იქნა BPR GT სერიებში, ტომას ბჩერის მიერ.
SVR-ი 1194 კგ-ს იწონიდა (SV ვერსიაზე 191 კგ-ით მჩატე) და 547 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Supertrophy გახდა პირველი დიაბლო, რომელიც variable valve timing-ს იყენებდა. კოსმეტიკური ცვლილებები უამრავი იყო, განსაკუთრებულად შესამჩნევი კი სარბოლო პოლიმეთილის ფანჯრები, დაფარული, განსხვავებული ფარები და 18 ინჩიანი OZ Racing-ის მაგნესიუმის დისკები. სულ გამოშვებული იქნა 31 ერთეული, მათგან კი მხოლოდ რამოდენიმე Road Legal Supercar-ად გადაქცეული და გაყიდული.

მეორე თაობის Diablo-ს გამოშვება 1999 წელს დაიწყო. ვიზუალურ ცვლილებებში შედიოდა ახალი, განსხვავებული დისკები, სალონი და Nissan Z32 300ZX-ის ფარები, რომლის გამოყენების ლიცენზიაც Lamborghini-მ ოფიციალურად აიღო. მექანიკური ცვლილებები მოიცავდა უფრო მძლავრ და დიდ მუხრუჭებს ABS-ით, variable valve timing სისტემას და ძრავის გაზრდილ სიმძლავრეს 536 ცხენის ძალამდე. შესაბამისად შეიცვალა ტექნიკური მახასიათებლებიც, გაუმჯობესებული დამუხრუჭება და 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.6 წამში.
პარალელურად გამოდიოდა უკანა წამყვანი SV და შეზღუდული სერიით edition 2000 ვერსიაც.


Lamborghini_ს ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels