Lamborghini_ს ისტორია


მადრიდში, 1869 წლის 11 ივლისს, ვერაგუას ჰერცოგის მძვინვარე ხარსა
და ტორეადორ ელ ჩიკოროს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაიმართა...
ცხოველი, ცნობილი თავისი დაუნდობლობით, არანორმალური ძალითა და ტანჯული ცხოვრებით,
ისტორიაში Diablo-ს (ესპ. ეშმაკი) სახელით შევიდა.
რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან ერთად, ჰერცოგის ხარი საკმარისად აგრესიული აღმოჩნდა იმისათვის,
რომ ლამბორგინის სუპერქარის დასახელება გამხდარიყო...

ავტომობილის დიზაინი (ისევე როგორც მისი 2 წინამორბედის) შემუშავებულ იქნა მარჩელო განდინის მიერ. დიზაინზე და კომფორტზე მკვეთრი გავლენა - კერძოდ კი აგრესიული, კუთხოვანი დეტალების ამოღება განპირობებული იყო კრაისლერის მოთხოვნით, რომელმაც კომპანია 1987 წელს შეიძინა. მიზანი იყო შექმნილიყო უფრო ჰუმანური, კომფორტული, ნაკლებად მოძალადე და აგრესიული ავტომობილი, რომელიც საზოგადოების მაღალ ფენებში დისკომფორტის იმიჯს არ შექმნიდა. ეს ყველაფერი კრაისლერის ღრმა კომერციულ ოცნებებში დარჩა, რადგან წარმოებაში ჩაშვების შემდეგ უკვე ნათლად ჩანდა რომ მარჩელო განდინიმ დიაბლოს სული მიჰყიდა...

Lamborghini-ს ახალი სუპერქარი პუბლიკის წინაშე 1990 წლის 21 იანვარს მონტე კარლოში, 'Hotel de Paris'-ში წარსდგა. 240'000$-ზე მეტი ღირებულების თაობაზე მომხმარებლებს საკმაოდ სპარტანული ავტომობილი მიეწოდებოდათ: ჩვეულებრივი აუდიო სისტემა CD Player-ით, მექანიკური-არაელექტრო შუშის ამწევები, რეგულირებადი მაგრამ არა ელექტრო სავარძლები და არავითარი ABS-ი. ამ ყველაფრის მიზანი დიაბლოს ისედაც მაღალი წონის შემცირება იყო. დამატებითი პაკეტები მოიცავდა: მყიდველის სურვილით შეკერილი სავარძლებს, უკანა სპოილერს, საბარგო ჩემოდნებს და ექსკლუზიურ Breguet-ის საათს, რომლის ღირებულებაც 10,500$-ს შეადგენდა.




V12-იანი სუპერქარების ახალი სტანდარტული მოდელის კონსტრუქცია უკანა წამყვანი და რა თქმა უნდა ცენტრალურძრავიანი იყო, მისი ტექნიკური მახასიათებლები კი ასე გამოიყურებოდა:


ძრავა: - Lamborghini V12 [Dual Overhead Cams] მოცულობით 5.7 ლიტრი, ცილინდრზე 4 კლაპანი [სულ 48]
კომპიუტერით კონტროლირებადი multi-point fuel injection, რომელიც Weber-თან და Marelli-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
გადაცემათა კოლოფი: 5 სიჩქარიანი მექანიკა
სიმძლავრე: 499 ცხენის ძალა (499 PS [DIN], 492 HP [SAE])
მაბრუნებელი მომენტი: 579 ნიუტონ მეტრი (427 ft•lbf)
0-100 კმ/სთ: 4 წამზე ნაკლები
წონა: ~1600 კგ




Countach-ისგან განსხვავებით უკანა საჰაეროები კუზაოში ინტეგრირებულია, რომელთა მეშვეობითაც ჰაერი რადიატორებისკენ და ძრავისკენ მიემართება. უკანა ბამპერი კი უზრუნველყოფს ცხელი ჰაერის გამოდინებას 12 ცილინდრიანი ძრავის მიმდებარე სივრციდან. კარნიზის უკანა და წინა ბამპერის დამატებითი საჰაეროები აგრილებს უკანა და წინა მუხრუჭებს, რომლებიც დაფარულია 17 ინჩიანი ნახევრად ალუმინის OZ-ის დისკებით და Pirelli P Zero საბურავებით. სუპერქარში სხვადასხვა სახის მეტალია გამოყენებული - მგზავრების ადგილს იცავს გამაგრებული მეტალის კონსტრუქცია, სხვა კუზაოს ნაწილებს კი მჩატე ლითონი - ძირითადად ალუმინი. სიგანი იგივე გამოვიდა რაც Countach-ის და ავტომობილის პარკირებაც არ იყო ადვილი, თუმცა წინამორბედივით კარების კონსტრუქცია იყო აწ უკვე ე.წ. Lambodoors-ი. ახალი სუპერქარის ხილვადობა წინამორბედზე ბევრად უკეთესი იყო. თუნდაც იმიტომ რომ უკანა ფანჯარას ძრავი აღარ ეფარებოდა.

1985 წელს, ლამბორგინის ქარხანაში ლეგენდარული Countach-ის შეცვლაზე დაიწყეს ფიქრი,
ავტომწარმოებლის V12-იანი სუპერქარების ხაზის ბოლო მოდელი უკვე საკმაოდ ძველდებოდა,
შესაბამისად, ბაზარზე მოთხოვნამაც მკვეთრად დაიკლო.
მიუხედავად ამისა, პროექტი 132 ხუთი წელი იმყოფებოდა დამუშავების პროცესში,
მისმა ბიუჯეტმა კი 6 მილიარდი იტალიური ლირა შეადგინა.

Diablo იყო ლამბორგინი... და მიუხედავად ყველაფრისა არა მხოლოდ სახელით - დაბალი, განიერი და უკიდურესად სწრაფი. მისი topspeed-ი 325 კილომეტრ საათით განისაზღვრა, თუმცა Nardo-ს ტრეკზე, Sandro Munari-მ 340 კილომეტრ საათის განვითარება შეძლო. მიღწეულ იქნა როგორც Countach-ის შეცვლის მთავარი საბაბი (320 კმ/სთ-ზე მაღალი მაქს. სიჩქარე), ასევე მთავარი მიზეზიც - იტალიურმა სატანამ Ferrari F40 დაამარცხა და სუპერქარების ბაზარზე პირველი ადგილი დაიკავა (Bugatti EB110-ს და Jaguar XJ220-ს გამოსვლამდე).


Lamborghini_ს ისტორიაSocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels