Cadillac_ის ისტორია (ნაწილი მეორე)



 1909 წელს Cadillac შეიძინა General Motors-ის დამაარსებელმა, განთქმულმა ბილი დიურანტმა. ასე რომ, ლილანდის პირმშო კონცერნის მფლობელობაში გადავიდა, თუმცა, ორგანიზაციულად ცალკე კომპანიად დარჩა. ლილანდმა კი მისი პრეზიდენტის და მმართველის პოსტი შეინარჩუნა. სწორედ ამ პერიოდში აიწყო ახალი, ძლიერი ძრავის მქონე მოდელი Cadillac 30, რომელიც მთელი შვიდი წლის განმავლობაში იწარმოებოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
აღსანიშნავია, რომ 1912 წლიდან ამ მოდელზე პირველად ისტორიაში ელექტროსტარტერი დააყენეს. ამასთან, ავტომობილის ელექტროობა ინტეგრირებული სქემის მიხედვით გაკეთდა, როგორსაც თანამედროვე ავტომშენებლობაში იყენებენ.
1915 წელს გამოვიდა ახალი მოდელი Cadillac 51, რომელიც 8 ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ამ ტიპის ძრავზე გადასვლა ნიშნავდა, რომ კომპანია აქცენტს ლუქს კლასის ავტომობილების ბაზარზე დამკვირდერაბისაკენ ისწრაფვოდა. იმ პერიოდში ხომ ცილინდრების რაოდენობის გაზრდა ხმაურისა და ვიბრაციის შემცირების ერთადერთი საშუალება იყო.
1917 წელს ლილანდს და დიურანტს შორის კონფლიქტი მოხდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ლილანდს სურდა სამხედრო თვითმფრინავების ძრავები გამოეშვა, მაგრამ იდური პაციფისტი დიურანტი მას ამის საშუალებას არ აძლევდა. შედეგად, ლილანდმა კომპანია დატოვა.
1927 წელს კონვეირიდან ჩამოვიდა პატარა Cadillac-ად წოდებული მოდელი La Sale, რომელიც ბაზრის შედარებით იაფასიან სეგმენტზე იყო გათვლილი. ეს მსოფლიოში პირველი ავტომობილი იყო, რომელიც პროფესიონალმა დიზაინერმა შექმნა. იგი 1940 წლამდე გამოდიოდა.
30-იანი წლებიდან Cadillac-ის ავტომობილებზე არაერთი სიახლე დაინერგა. მათ შორის, გადაცემათა სინქრონიზირებული კოლოფი, ელექტრონული მწმენდავების მქონე მინები. სწორედ ამ სიახლეთა საშუალებით მოახერხა კომპანიამ დიდი დეპრესიის სირთულეების დაძლევა.
არა მხოლოდ ამერიკა


40-იანი წლები Cadillac-მა კვლავ არაერთი სიახლის დანერგვით დაიწყო. კერძოდ, პირველად მსოფლიოში გამოვიდა მოდელი სიჩქარეთა ავტომატური გადაცემის კოლოფით. აღსანიშნავია, რომ ამ კოლოფებით მეორე მსოფლიო ომისას ამერიკული ტანკები იყო აღჭურვილი. გარდა ამისა, ავტომანქანები აღიჭურვა კონდიციონერებით.
ომის დასრულების შემდეგ კი სერიოზული რედიზაინი განხორციელდა. კეძოდ, გამოვიდა ახალი მოდელი Cadillac 60, რომელიც 50-იანი წლების ამერიკული ავტომობილის სახედ იქცა. იგი რამდენიმე მედიფიკაციით გამოვიდა და ყველა მათგანმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ მის ბაზაზე შეიქმნა განთქმული კაბრიოლეტი Eldorado. ამ მოდელში გამოყენებული დიზაინის ექსტრავაგანტული ელემენტები კარგა ხანს კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა.
60-იანი წლების ბოლოს Cadillac-მა გამოუშვა შედარებით კომპაქტური მოდელი Seville, რომელიც გერმანული ავტომწარმოებლებისათვის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა. კომპაქტურობის ტენდენცია შემდგომშიც გაგრძელდა, მასიური გაბარიტები მხოლოდ Eldorado-მ შეინარჩუნა, რომელიც 80-იან წლებში შედარებით განსხვავებული დიზაინით გამოდიოდა. ამ პერიოდში ასევე განხორციელდა Seville-ს და La Sale-ს მოდიფიცირება.
80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისის ჰიტი ძალზე პოპულარული მოდელი, როდსტერი Allante გახდა. 90-იანი წლების ბოლოს კი კონვეიერიდან ჩამოვიდა Cadillac-ის პირველი ჯიპი Escalade, რომელიც პიკაპის მოდიფიკაციითაც გამოვიდა.
21-ე საუკუნის დასაწყისში Cadillac-მა რებრენდინგი განახორციელა და მას შემდეგ თავის მოდელებს იგი სამასოიან აბრევიატურებს არქმევს. ამავდროულად, კომპანიამ გადაწყვიტა არა მარტო ამერიკულ ბაზარზე გათვლილი ავტომობილები გამოეშვა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარი თანდათანობით დაეპყრო. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ამერიკელთა საამაყო ბრენდის ახალი ისტორია ახლა იწყება.



Cadillac_ის ისტორია (ნაწილი მეორე)SocialTwist Tell-a-Friend
0 comments:

Post a Comment





Blog Archive

Labels